საზამთროსა და ნესვში ნიტრატები ნორმას არ აღემატება

sazamtro-da-nesvi

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ბაზარზე არსებულ საზამთროსა და ნესვში ნიტრატების რაოდენობა არ აღემატება დაშვებულ ნორმას. ასეთი დასკვნა სააგენტომ ამ ბაღჩეულის 36 ნიმუშის კვლევის შედეგად გააკეთა.

სააგენტოს განცხადებით, საზამთროსა და ნესვის ნიმუშები, საქართველოს მასშტაბით, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო პუნქტებიდან, საბითუმო ობიექტებიდან იქნა აღებული, შესაბამისი კვლევა კი, აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

წლის ბოლომდე, სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ 40 სეზონურ ნიმუშს შეამოწმებს.