1736685900
შეხვედრები ფერმერ ქალებთან
სოფლის განვითარების სააგენტო 21 ივლისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ფერმერ ქალებთან შეხვედრებს გამართავს. შეხვედრები სახელმწიფო დაფინანსების პროგრამას შეხება.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ 100 ფერმერ ქალს, რომელიც დაინტერესებულია პროგრამით - „დანერგე მომავალი“, სრულად აუნაზღაურდება მიწის ლაბორატორიული ანალიზის ხარჯი.
განაცხადის გაკეთებაში ფერმერ ქალებს ფონდი „ტასო“ დაეხმარება. შერჩეულ ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ, წარმატებულ საწარმოებსა და გამორჩეულ ბაღებს გაეცნონ.
შეხვედრების დრო და ადგილი შეგიძლიათ იხილოთ აქ
შეხვედრაზე დასასწრებად რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ
1736762599
შავი ზღვის ფსკერზე 5 ათასი ტონა ჟელესმაგვარი უმოძრაო მაზუთის მასა არის დალექილიქერჩის სრუტეში ორი ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის ფსკერზე, დაახლოებით, 5,000 ტონა მაზუთი რჩება, რომელიც ჟელესმაგვარი მასაა და არ მოძრაობს. ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.ამასთან, 10 იანვარს მეჩეჩზე შემჯდარი ტანკერის, Volgoneft-239-ის უკანა ნაწილის შემოწმებისას ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 2,8 ათასი მ²-ია.15 დეკემბრიდან, ანუ გემების ჩაძირვის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში მხოლოდ ანაპასა და კრასნოდარის მხარის თემრიუკის რაიონიდან, დაახლოებით, 155 ათასი ტონა მაზუთიანი ქვიშა ამოიღეს, ხოლო ანექსირებულ ყირიმში 43,5 ათასი ტონა დაბინძურებული ნიადაგი შეგროვდა. იქ, ასევე, აკვატორიის 19,1 ათასი მ², ხოლო ყუბანში 38,7 ათასი მ² გაიწმინდა. საზღვაო სამაშველო სამსახურის მყვინთავები, რომლებიც სამუშაოს ასრულებენ, ზღვაში ჩაყვინთვის შემდეგ თავიდან ფეხებამდე მაზუთში იფარებიან.ეკოლოგების შეფასებით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება, ხოლო ანაპის სანაპირო ზოლსა და ქერჩის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 20 მეტრს არ აღემატება.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ტანკერების ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში, დაახლოებით, 2,4 ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა. საერთო ჯამში ორ ტანკერზე 9,2 ათას ტონამდე ნავთობპროდუქტი იყო ჩატვირთული.დელფინების გადარჩენის სამეცნიერო-ეკოლოგიურ ცენტრ “დელფას” ცნობით, შავ ზღვაში მაზუთის ჩაღვრის შემდეგ 30-ზე მეტი დელფინი დაიღუპა და ნაპირზე გამორიყა.კრემლი შავ ზღვაში მაზუთის დაღვრის გამო ფედერალური დონის საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. პუტინი თავიდან მხოლოდ „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამატებითი ჯგუფის“ გაგზავნით შემოიფარგლა. ამასთან, კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ფედერალური შტაბი გემების ჩაძრვიდან, თითქმის, ერთ თვეში, მხოლოდ 12 იანვარს ჩამოყალიბდა.ცნობისთვის: 15 დეკემბერს, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის მახლობლად შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
1736746920
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდებავაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მოსახლეობას.გლდანის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის, ბაღნარის, ჭედიას, ლაზოს, მონასტრის, წყალსადენის, ტაძრის, სარაჯიშვილის და კაჭარავას ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1736746680
13 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში13 იანვარს, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +14, +19°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით -10, - 5°, დღისით +5, +10°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, ზოგან -6° -მდე, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +3, +8°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღისით ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1, დღისით +14°;სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +6°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +5°.ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+8°.ქობულეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+7 °.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით+9 °.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით -1°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +5°.ოზურგეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით+7 °.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +1°.ამბროლაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით -3°.ცაგერი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით -2°.ონი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით-4°.მესტია - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით-6°.გორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით 0°.ახალგორი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით -2°.ჯავა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით-3°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით-1°.სტეფანწმინდა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -5°.გუდაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +5°,ღამით -8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°,ღამით -3°.ახალციხე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +9°, ღამით-6°.ბორჯომი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +10°, ღამით-4°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +7°,ღამით -7°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +4°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლ. მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+3 °.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლ. მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით+3°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +4°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +3°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+5
1736679115
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდალოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძრის 11%-ი, ხანძარი საფრთხეს უქმნის ბრენტვუდის ანკლავს, სადაც მდებარეობს გეტის ხელოვნების მუზეუმი, ასევე ენსინოს უბნისა და მანდევილის კანიონის ნაწილებს. სიდიდით მეორე არის იტონის ხანძარი, რომელიც მოიცავს 14 118 აკრს, ამ დროისთვის ხანძრის 15%-ი ლოკალიზებულია. კენეტის ხანძარი 1 052 აკრ ტერიტორიას მოიცავს, ამ დროისთვის ლოკალიზებულია 90%-ი, ხოლო ჰერსტის ხანძარი 799 აკრ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ლოკალიზებულია 76%-ი.დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 - პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.რეგიონში ქარი ძალას იკრებს და მოსალოდნელი პროგნოზით, უახლოეს დღეებში გაძლიერდება, რაც, პოტენციურად, ხანძარს კიდევ უფრო გაამწვავებს.
1736671320
ჯუდ ლოუ შეასრულებს პუტინის როლს ფილმში „კრემლის ჯადოქარი“ბრიტანელი მსახიობი ჯუდ ლოუ შეასრულებს ვლადიმირ პუტინის როლს ფრანგი რეჟისორის, ოლივიე ასაიასის ფილმში „კრემლის ჯადოქარი“. ჯულიანო და ემპოლის რომანის ეკრანიზაციაზე მუშაობის შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის მაისში, ამის თაობაზე წერდა ჟურნალი Variety.ფილმში მოთხრობილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კარიერის შესახებ, რომელიც პოლიტტექნოლოგის საფეხურიდან დაიწყო.ჯუდ ლოუ ჟურნალ Deadline-თან ჰყვება, რომ უკვე დაიწყო როლზე მუშაობა: „ახლა თითქოს ევერესტის ძირში ვდგავარ, ვიყურები მაღლა და ვფიქრობ, ღმერთო, რატომ დავთანხმდი ამას“. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობენ მსახიობები ალისია ვიკანდერი, პოლ დანო, ზაკ გალიფიანაკისი და ტომ სტარიჯი. ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება.ჯულიანო და ემპოლის რომანს მიღებული აქვს საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი. ასევე იყო გონკურის პრემიის ფინალისტი.71 წლის პუტინი თითქმის 25 წელია მართავს რუსეთს. გასულ წელს მან ექვსწლიანი ვადით მეხუთედ დაიკავა რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობა.რუსეთში ამომრჩეველთა უფლებების დამცველი საზოგადოებრივი მოძრაობის, Голос-ის(ხმა) ინფორმაციით, პუტინის კანდიდატურის სასარგებლოდ „ჩაყარეს“ უპრეცედენტო რაოდენობის, 22 მილიონი ხმა. Голос-ის შეფასებით, არჩევნები ჩატარდა პირობებში, როცა სახელმწიფო აპარატი ჩართული იყო პროპაგანდაში, ამომრჩევლის იძულებასა და კონტროლში.ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთის სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უსამართლო და არათავისუფალი უწოდეს.პუტინი თითქმის სამი წელია ომს აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე. მან „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.