ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის ფასებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია - transfermarkt-ის განახლებული მონაცემები

სპორტი 1749017973
transfermarkt

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და გავლენიან სატრანსფერო ვებგვერდ transfermarkt-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასებმა რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კვარაცხელიას ღირებულება 90 მლნ ევრო გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე მისი უმაღლესი ფასი 85 მლნ ევრო იყო.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მსოფლიოში მე-19 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

გარდა ამისა, 22 მლნ ევრომდე გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის ღირებულება, აქამდე მისი მაქსიმალური სატრანსფერო ფასი 20 მლნ ევრო იყო.

გთავაზობთ, დღეის მდგომარეობით, 10 ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელს, transfermarkt-ის მონაცემებით:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 90 მლნ ევრო;
  • გიორგი მამარდაშვილი - 30 მლნ ევრო;
  • გიორგი მიქაუტაძე - 22 მლნ ევრო;
  • ზურიკო დავითაშვილი - 10 მლნ ევრო;
  • საბა გოგლიჩიძე - 8 მლნ ევრო;
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო;
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 4.5 მლნ ევრო;
  • ირაკლი აზაროვი - 4.5 მლნ ევრო;
  • საბა ლობჟანიძე - 4 მლნ ევრო;
  • გიორგი ქოჩორაშვილი - 4 მლნ ევრო.