ნიკა გაგნიძე - ბავშვობის ოცნება ავიხდინე და გულშემატკივრებით სავსე „დინამო არენაზე“ გოლი გავიტანე

სპორტი 1757313420
ნიკა გაგნიძე\

ნიკა გაგნიძემ საქართველოს ნაკრებში გატანილ სადებიუტო გოლზე კომენტარი გააკეთა. კოვალივკის „კოლოსის“ ნახევარმცველმა დაამტკიცა, რომ „ჯვაროსნებში“ და უკეთეს კლუბში თამაშს იმსახურებს.

„ბავშვობის ოცნება ავიხდინე და სავსე „დინამო არენაზე“ გოლი გავიტანე, მაგრამ ეს არ იყო უმთავრესი. მთავარი იყო ის, რომ თურქეთთან წაგებული თამაშის შემდეგ გამოვედით მოედანზე, მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ.

იმის მიუხედავად, რომ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში წვიმდა და ცუდი ამინდი იყო, გულშემატკივრებმა გასაოცარი ატმოსფერო შექმნეს. ქომაგების მხარდაჭერას მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდით, მადლობა მათ ამისთვის.

ვისარგებლებ შემთხვევით და საკალათბურთო ნაკრების გამარჯვებას სრულიად საქართველოს მივულოცავ, ბიჭებმა ძალიან გაგვახარეს“.