რა უთხრა UFC 316-ის შემდეგ მერაბ დვალიშვილმა დონალდ ტრამპს?

სპორტი 1749632095
მერაბ დვალიშვილი და ტრამპი

ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაცია UFC-ის სუპერ მსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი ამერიკელ შონ ომალისთან UFC 316-ზე მახრჩობელა ილეთით დაიცვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი დვალიშვილმა ოქტაგონი დატოვა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაესაუბრა.

საქართველოს დროით 11 ივნისს დილის 10 საათზე მერაბ დვალიშვილი მთავარ მწვრთნელ ჯონ ვუდთან და MMA-ის ინფლუენსერ ნინა დრამასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ჟურნალისტებთან ერთად უამრავი გულშემატკივარიც დახვდა და ჟურნალისტების შეკითხვა სწორედ ტრამპთან საუბარს შეეხო, რომელიც მედიაში არ გამჟღავნებულა.

“პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, - დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ - ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა... ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დვალიშვილმა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილი საქართველოს ერთი კვირით ესტუმრა, რათა ამერიკელ სტუმრებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობები გააცნოს, მომდევნო კვირას ის UFC Fight Night Baku-ს ღონისძიებაზე აპირებს დასწრებას, შემდეგ კი აშშ-ში UFC 317-ს ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლისთვის საგულშემატკივროდ დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის მომდევნო მეტოქედ კორი სენდჰეგენი განიხილება, რომელიც სუპერ მსუბუქი წონის მეოთხე ნომერია.

bm.ge