1735378680
2005 წლიდან ოკეანეები თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად თბება – კვლევა
2005 წლიდან მსოფლიო ოკეანეების დათბობის ტემპი გაორმაგდა – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახური „კოპერნიკი“ იტყობინება.
ოკეანეების დათბობა ქმნის უფრო ძლიერ და დამანგრეველ შტორმებს და ქარიშხლებს, ასევე არღვევს ეკოსისტემებს და არღვევს ოკეანეში საკვები ნივთიერებების ბალანსს.
ოკეანე სტაბილურად თბება 1960-იანი წლებიდან და დაახლოებით 20 წლის წინ დათბობის მაჩვენებელი გაორმაგდა, ამბობენ ექსპერტები. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ოკეანის დათბობის სიჩქარე კვადრატულ მეტრზე 0,58 ვტ-დან 1,05 ვტ-მდე გაიზარდა.
მიზეზი ის არის, რომ 1970 წლიდან ოკეანეებმა შთანთქა სათბურის გაზების გამოყოფით გამოწვეული ჭარბი სითბოს 90%-ზე მეტი.
ადრე ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურმა კოპერნიკმა შეაფასა, რომ 2023 წელს დედამიწის ტემპერატურა საშუალოდ 1,52 გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო, ვიდრე პრეინდუსტრიულ პერიოდში, რასაც კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ. გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირებაა.
2050 წლისთვის ევროპაში სათბურის გაზების გამონაბოლქვი იმდენად უნდა შემცირდეს, რომ ყველა მათგანი ბუნებამ შეიწოვოს (მაგ. ხეებმა). ეს მიზანი ევროკავშირმა დაისახა გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, რაშიც მთავარი წვლილი სათბურის გაზებს მიუძღვის.
1735564847
აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 11 ათასი ტონით გაიზარდაოქტომბერში ციტრუსის სეზონის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 32,234 ტონა მანდარინი გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე 11 ათასი ტონით, ხოლო მთლიან 2023 წელთან შედარებით, 8 ათასი ტონით მეტია.ამის შესახებ TASS-ს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ასიდა კვიცინიამ განუცხადა.შარშან იმავე პერიოდში სულ 20,531 ტონა, ხოლო მთლიან წელს 24,519 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული.რუსეთის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს მონაცემებით, ამჟამად ციტრუსის ექსპორტის პიკია და აფხაზეთიდან რუსეთში დღეში ათას ტონამდე მანდარინი შედის, ხოლო საბაჟო კონტროლს, საშუალოდ, 200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გადის.კრასნოდარის მხარის საბაჟო სამსახურის პრესმდივან მარინა ჟუპანოვას ცნობით, აფხაზეთიდან “ტონობით სურნელოვანი ტვირთი” სოჭში, კრასნოდარში, დონის როსტოვში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში იგზავნება.“მანდარინის გარდა, რუსეთში ექსპორტირებულია 130 ტონა ფორთოხალი, 270 ტონა ლიმონი და 800 ტონა ფეიხოა.აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის პროგნოზი 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალს შეადგენს. როგორც წესი, თითქმის, მთელი მოსავალი რუსეთში გადის. ექსპორტი მარტამდე გრძელდება, პიკი კი დეკემბერში, წინასაახალწლო დღეებშია.ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.აღსანიშნავია, რომ რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.ზოგადად, რუსეთში საახალწლოდ მანდარინის მკვეთრ, ანუ 20-30%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მოსავლის შემცირების მიზეზებს შორის თურქეთში უამინდობას, ხოლო ესპანეთში წყალდიდობას, ასევე, მაროკოდან მანდარინის მიწოდების ლოგისტიკასა და გადახდებში სირთულეებს ასახელებენ. ნოემბერში მანდარინზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 92 რუბლამდე (0.87 დოლარამდე) გაიზარდა, საახალწლოდ კი, დაახლოებით, 300 რუბლამდე (2,9 დოლარამდე) ზრდას მოელიან. საბითუმო ფასი მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მიმწოდებლისგან შესყიდვა უკვე, დაახლოებით, 250 რუბლი (2,5 დოლარი) ღირს, ხოლო მყიდველს შესაძლოა, დაახლოებით, 400 რუბლი (4 დოლარამდე) დაუჯდეს.
1735562169
რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული 5 საშობაო დეკორაციამთელი წლის მოლოდინის შემდეგ, დადგა ის პერიოდიც, როდესაც დიდი თუ პატარა საჩუქრებზე, ზეიმსა და მოსალოდნელ დღესასწაულზე ფიქრობს.არაფერია იმაზე სახალისო, როდესაც ოჯახი საახალწლო ნაძვის ხეს, მოსართავებსა და აქსესუარებს ამოალაგებს. წელიწადის ეს დრო ნამდვილად ჯადოსნურია და კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდის დეკორაციები.არსებობს განსაკუთრებული საშობაო ნივთებიც, რომელიც ძალიან ძვირფასია. თუმცა, თუ თვალს გადაავლებთ სტატიაში წარმოდგენილ უნიკალურ ნაკეთობებს, შესაძლოა, ეს თქვენი შთაგონების წყაროც გახდეს და საკუთარი ხელით დამზადებული, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული აქსესუარის ასლის საყვარელი ადამიანისთვის ჩუქება, ნამდვილად შეუდარებელი იქნება.წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ძვირად ღირებულ საშობაო დეკორაციას:სვაროვსკის საშობაო ნაკრებიბერგდორ გუდმენის მიერ შექმნილი საშობაო დეკორაცია 3 000 ევროდ გაიყიდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხელით გამოკვეთილი ფიგურები ოქროთი იყო მოხატული და მთლიანად სვაროვსკის კრისტალები ამშვენებდა.პირველი საშობაო ბარათი2001 წელს ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო ბარათი აუქციონზე 24 000 ევროზე მეტად გაიყიდა. ის ითვლება არა მხოლოდ ყველაზე ძვირად ღირებულ ბარათად, არამედ მსოფლიოში პირველ საშობაო ბარათად.1843 წელს, ბარათის დიზაინი ხელით მოხატა ჯონ კალკოტ ჰორსლიმ. იმ დროისთვის მხოლოდ 1000 საფოსტო ბარათი დაიბეჭდა და გაიყიდა, მაგრამ დღეს მხოლოდ 12 მათგანია შემორჩენილი.ნაძვის ხის სათამაშოყველაზე ძვირად ღირებული საშობაო ბალი 2009 წელს 92 000 ევროდ გაიყიდა. ის ბრიტანელმა იუველირმა დაამზადა და შედგებოდა 18-კარატიანი ოქროსა და 1500-ზე მეტი ბრილიანტისგან.მის შექმნას ერთი წელი დასჭირდა.Diamond Advent გვირგვინილონდონელმა ფლორისტმა შექმნა ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო გვირგვინი, რომელიც გაიყიდა 3.2 მილიონ ევროდ.გვირგვინი მორთული იყო 16 ლალით და 32 ბრილიანტით.8 მილიონი ევროს ღირებულების ნაძვის ხე2010 წელს, აბუ დაბის სასტუმრომ დაამყარა რეკორდი ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული საშობაო დეკორაციის შესაქმნელად.ფოიეში დადგმული დიდი ნაძვის ხე თითქმის 8 მილიონი ევროს დეკორაციებს მოიცავდა, რის გამოც ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს.13 ფუტის სიმაღლის ხელოვნური ხე მორთული იყო ოქროსა და ვერცხლის მშვილდებით და საოცრად ძვირფასი აქსესუარებით.წყარო: atawiki.com
1735552427
რა ემუქრებათ მიგრანტებს რუსეთში 2025 წლიდან - გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის 12 კანონი1-ელი იანვრიდან რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებით, უვიზოდ ყოფნის ვადა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 90 დღემდე მცირდება. ამის შესახებ არალეგალ მიგრანტთა გასახლების მექანიზმების დანერგვისა და იმ კონტროლირებად პირთა რეესტრის შექმნის კანონში წერია, რომლებსაც რუსეთში ყოფნა ეკრძალებათ.კანონი სახელმწიფო სათათბირომ ივლისში მიიღო. კანონის დანარჩენი დებულებები ოფიციალური გამოქვეყნებიდან 180 დღეში, ანუ 2025 წლის თებერვლის დასაწყისში შევა ძალში.კანონი პოლიციას ანიჭებს უფლებამოსილებას, უცხოელები ქვეყნიდან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გააძევოს. ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც შეიძლება, იყოს.კანონი, ასევე, რუსეთიდან გასახლების ახალ საკანონმდებლო რეჟიმს აწესებს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე ვრცელდება, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ. რეესტრში მოხვედრილ პირებს, მაგალითად, იურიდიულ და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია, ქორწინება, ქონების შეძენა-რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა და მართვის მოწმობების შეცვლა ეკრძალებათ.რუსეთმა მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრება მიმდინარე წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” ტერორისტული თავდასხმა მოხდა.მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფისთვის სულ 12 კანონი იქნა მიღებული. ესენია: არალეგალ მიგრანტთა გასახლების მექანიზმების დანერგვა და კონტროლირებად პირთა რეესტრის შექმნა, რომლებსაც რუსეთში ყოფნა ეკრძალებათ მიგრანტებისთვის SIM-ბარათების რაოდენობის შეზღუდვა და საკომუნიკაციო ხელშეკრულებების გაფორმების წესების გამკაცრება, სავალდებულო ბიომეტრიის ჩათვლით ბრძოლა ფიქტიური ქორწინებისა და ფიქტიური შვილად აყვანის წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამხედრო რეგისტრაციის დარღვევისთვის სამთავრობო ექსპერიმენტების ჩატარება რეგიონებთან ერთად შესვლის/გასვლის წესების შესახებ არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობისთვის ქონების ჩამორთმევა ორგანიზებული მიგრაციისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის ჯარიმების გაზრდა არალეგალური მიგრაციის ორგანიზება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კვალიფიცირებულ ქმედებად განისაზღვრა სანქციების გამკაცრება ყალბი დოკუმენტების გაყალბების ან ბრუნვისთვის, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიქტიურ რეგისტრაციასთან და აღრიცხვაზე აყვანის დანაშაულებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი პირის მიერ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებად იქნა აღიარებული დაწესდა სრული აკრძალვა შუამავალი ორგანიზაციებისთვის გამოცდებში მიგრანტთა მონაწილეობის მისაღებად მიგრაციის სფეროში არალეგალური სერვისების მიწოდების შემცველი ინტერნეტ- რესურსები სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაიბლოკება რუსეთში მიგრაციულმა ნაკადმა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, რამაც, ეკონომისტების შეფასებით, ქვეყანაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის ძირითად სექტორებში შესაძლოა, მუშახელის დეფიციტი გაზარდოს. შედეგად მომსახურების ღირებულება მნიშვნელოვნად გაძვირდება.
1735548963
მასკი ფიქრობს, რომ კოლონიზაციის შემდეგ, მარსზე პირდაპირი დემოკრატია უნდა დამყარდესSpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი თავისსავე სოციალურ ქსელ X-ზე დასმულ შეკითხვას, უნდა იყოს თუ არა მარსის კოლონიები დედამიწის ერი-სახელმწიფოების გაგრძელებები, პასუხობს, რომ მასრსელები თავად გადაწყვეტენ, თუ როგორ უნდა იმართონი ისინი. მასკი ამბობს, რომ ის მარსიანელებს წარმომადგენლობითი დემოკრატიის მაგივრად პირდაპირ დემოკრატიას ურჩევდა.მასკი წერს, რომ დაახლოებით 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება კოსმოსური ხომალდების გაგზავნა მარსზე მგზავრებისა და ეკიპაჟის გარეშე, ხოლო ამავე პერიოდში, ეკიპაჟიანმა ვერსიებმა შესაძლოა მარსს ახლო დისტანციით ჩაუფრინონ.რაც შეეხება ეკიპაჟის მქონე ხომალდების უშუალოდ მარსზე დაშვებას, ილონ მასკი წერს, რომ ამას დაახლოებით 4 წელიწადში შევძლებთ.„მარსიანელები გადაწყვეტენ, როგორ უნდა იმართონი ისინი. მე წარმომადგენლობით დემოკრატიის მაგივრად, პირდაპირ დემოკრატიას ვურჩევდი.დაახლოებით 2 წელიწადში უეკიპაჟო ვარსკვლავური ხომალდების მარსზე დაშვებასთან ერთად, შესაძლოა ეკიპაჟიანმა ვერსიებმა მარსთან ახლოს ჩაიფრინონ და ეკიპაჟიანი ვარსკვლავური ხომალდები იქ დაახლოებით 4 წელიწადში გაემართებიან, ყველაფერი შესაძლებელია“, - წერს ილონ მასკიგარდა ამისა, SpaceX-ის დამფუძნებელი წერს, რომ „დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელს ჩვენ გადავჭრით სრულიად მრავალჯერად(ტექნიკურად, მრავალჯერ გაფრენის შესაძლებლობის) სითბოს დამცავ ფარს".2016 წელს ილონ მასკი ამბობდა, რომ მარსზე ეკიპაჟის მქონდე ხომალდების გაგზავნა 6 წელიწადში იქნებოდა შესაძლებელი.tabula.ge
1735547835
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა - საიდან შემოდისსაქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 1 864 ელექტრომობილი შემოვიდა (50.131 მლნ დოლარი), წელს ეს მაჩვენებელი 4 711-მდე გაიზარდა (91.591 მლნ დოლარი).აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, ასევე წელსაც მთავარი იმპორტიორი აშშ იყო, ჩინეთმა კი წელს მეორე ადგილი იაპონიას დაუთმო, თავად კი მესამე ადგილზე გადაინაცვლა.უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში აშშ-დან საქართველოში 2 800 ელექტრომობილი შემოვიდა (47.408 მლნ დოლარის); იაპონიიდან - 785 ერთეული (5.301 მლნ დოლარის); ჩინეთიდან - 764 ერთეული (19.498 მლნ დოლარის);რაც შეეხება 2023 წლის 11 თვეს, მსუბუქი ელექტრომობილების ტოპ-3 იმპორტიორი ქვეყნის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: აშშ - 894 ერთეული (19.518 მლნ დოლარის); ჩინეთი - 481 ერთეული (14.389 მლნ დოლარის); იაპონია - 208 ერთეული (1.380 მლნ დოლარის). რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 885 ერთეული მსუბუქი ელექტრომობილი გავიდა (24.555 მლნ დოლარის), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 302 ერთეული (9.497 მლნ დოლარის).