1734604471
Amazon მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდისთვის 250 000 ადამიანის დასაქმებას გეგმავს
Amazon მოახლოებული სადღესასწაულო სავაჭრო სეზონზე (ჰელოუინი, საშობაო), გასული წლის მსგავსად, 250,000 ტრანსპორტისა და საწყობის მუშაკის დაქირავებას გეგმავს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი ელექტრონული კომერციის ხარჯებია, რომელიც, სავარაუდოდ 2024 წლის ბოლო კვარტალში მთლიან სადღესასწაულო გაყიდვებს გადააჭარბებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნისა და მოცულობების ზრდას მოველით, ვფიქრობთ, 250 000 სწორი რიცხვია იმისთვის, რომ განვაგრძოთ ზრდა და დავხვეწოთ საოპერაციო პროცესი “, - განაცხადა სენდი გორდონმა, Global Operations Employee Experience-ის ვიცე-პრეზიდენტმა Amazon-ში.
Mastercard-ის პროგნოზით, დღესასწაულების პერიოდში მომხმარებლები $240.8 მლრდ-ს დახარჯავენ, რაც 4,9%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
1734769140
Google-მა, შესაძლოა, პარალელური სამყაროების არსებობა დაამტკიცოსამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ახალი კვანტური პროცესორი წარმოადგინა, რომელსაც ინდუსტრიის ბენჩმარკად მიჩნეული RCS-ამონაცანის, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ყველაზე რთული განტოლების ამოხსნა სულ რაღაც ხუთ წუთში შეუძლია. რაკიღა საქმე სუპერკომპიუტერს ეხება, ხუთი წუთი, შესაძლოა, დიდ რიცხვად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.პირიქით, იმ რამდენიმე სუპერკომპიუტერს, რომელიც, ამ დრომდე, დედამიწაზე არსებულ ყველაზე მძლავრ კომპიუტერად ითვლებოდა, ამავე ამოცანის ამოსახსნელად ათი სეპტილიონი წელი სჭირდება. ათი სეპტილიონი გამოისახება, როგორც რიცხვი ათი, რომელსაც ოცდაოთხი ნული მოსდევს, რაც წლების კონტექსტში უფრო მეტია, ვიდრე ის დრო, რომელიც სამყაროს შექმნის შემდეგ გავიდა.როგორც Google-ის კვანტური ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა, ფიზიკოსმა ჰარტმუტ ნევენმა განაცხადა, დროის ეს სისტემა, რომელიც ჩვენთვის ნაცნობი ფიზიკის ზღვრებს მნიშვნელოვნად აფართოებს, გარკვეულწილად მიგვანიშნებს, რომ კვანტური გამოთვლა, შესაძლოა, რამდენიმე პარალელურ სამყაროში ერთდროულად მიმდინარეობდეს, რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ მულტივერსში, ანუ მრავალი პარალელური დროითი ხაზის მქონე სამყაროში ვცხოვრობთ.როგორც Google-ში ამბობენ, პროცესორი, კოდური სახელწოდებით Willow არის არამხოლოდ უფრო მძლავრი, არამედ გაცილებით ეფექტიანი, ანუ ის წინამორბედებზე ბევრად ნაკლებ შეცდომას უშვებს. თავად შეცდომების დაშვება კვანტური გამოთვლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც ამ სახეობის აღრიცხვის სისტემისთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი.ბიტების ნაცვლად, რომლებიც ჩვეულებრივ კომპიუტერში 0-ის და 1-ის კომბინაციებით გამოიხატება, კვანტური კომპიუტერი ინფორმაციის შესანახად ქუბიტებს, ანუ კვანტურ ბიტებს იყენებს, რომელსაც ერთ კონკრეტულ მომენტში რამდენიმე ფორმით შეუძლია არსებობა. მარტივად რომ ვთქვათ, ქუბიტი შეიძლება ერთდროულად 1-იც იყოს, 0-იც და ნებისმიერი სხვა მაჩვენებელი, რომელსაც მათ შორის ვხვდებით.პროცესორის ეფექტიანობა Google-მა სისტემაში კვანტური ბიტების დამატებით აღმოფხვრა. ამჯერად, Willow-ში 105 ქუბიტს ვხვდებით, რაც ინდუსტრიაში ახალ სიტყვას წარმოადგენს. შესაბამისად, Google-მა ახალი მიზანი დაისახა, რომელიც კვანტური გამოთვლისთვის პრაქტიკული გამოყენების პოვნას გულისხმობს. პრაქტიკული გამოყენება, Google-ის აქციონერებს დამატებით შემოსავალს და, რაც მთავარია, სრულად ახალ სფეროში დომინაციას მოუტანს.როგორც Google-ში ამბობენ, Willow ახალი თაობის AI-მოდელების დასწავლაში ჩაერთვება, რითაც მეცნიერები ახალ, ამ დრომდე არნახულ მედიკამენტებს შექმნიან, ელექტრობატარეების ეფექტიანობას გაზრდიან და ბირთვულ სინთეზს გააუმჯობესებენ. კვანტური კომპიუტერი, რომელიც ინფორმაციის შესანახად ქუბიტებს იყენებს და არა ბიტებს, გაცილებით მეტ ინფორმაციას ამუშავებს, ანუ ის უფრო ეფექტიანია. ხელოვნური ინტელექტის შესაძლო გამოყენების გზები შეუზღუდავია და კვანტური გამოთვლის შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ასე იქნება.ერთ-ერთი შესაძლო გამოყენება, რომელიც Google-ის ახალი თაობის კვანტურ კომპიუტერს შეიძლება ჰქონდეს, კრიპტოვალუტების კოდის დაჰაკვაა. მას შემდეგ, რაც Google-მა ახალი კვანტური პროცესორი წარადგინა, განჩნდა კითხვა, ხომ არ ემუქრება საქმე კროპტოინდუსტრიას და კონკრეტულად ბიტკოინს, რომელმაც მიმდინარე კვირაში მორიგი რეკორდი დაამყარა. ბიტკოინის ბლოკჩეინი, როგორც ცნობილია, რთული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური დაშიფვრით არის დაცული, რომლის განშიფვრა, კვანტურ კომპიუტერს, სულ მცირე თეორიულად, ნამდვილად შეუძლია.როგორც Google-ში ამბობენ, დღეს, ბიტკოინის კოდის “გატეხა” კომპანიის მიერ სუპერკომპიუტერის შესაძლებლობებს აღემატება. თუმცა თუ Google-ის პროცესორს ეს დღეს არ შეუძლია, არაფერია ცნობილი სხვა პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, ფარულად მიმდინარეობდეს, მათ შორის კომუნისტურ ჩინეთში, რომელიც კვანტური გამოთვლის ტექნოლოგიას დადასტურებულად ავითარებს. თუკი თეორიულად მაინც დამტკიცდა, რომ ადამიანს რთული კრიპტოგრაფიული განშიფვრის უნარის სუპერკომპიუტერის შექმნა შეუძლია, კრიპტოინდუსტრია, სავარაუდოდ, საფრთხეში აღმოჩნდება.
1734672120
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების(ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის და კრწანისის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება
1734671820
20 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?20 დეკემბრის ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -1°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით+4 გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+5 . ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +14°, ღამით +4°. ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+4°. ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +15°, ღამით3°. ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+5°. ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5, ღამით -5°. ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +14°, ღამით +4°. ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +14°, ღამით+4°. ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +10°, ღამით -1. ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +8°, ღამით -3 °. ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით-2°. ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით °. მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -6°. გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-5 ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +3°, ღამით-7 °. ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით-8°. ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +4°, ღამით-6°. სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით -1°, ღამით-9 °. გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით-10 °. თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით-7 °. ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით-9 °. ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-6 °. ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -10°. თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -2°. ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-1 °. საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -2°. სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -2°. დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-3 °. ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-1°.
1734604356
Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას და ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდასაფეხბურთო ტრანსფერებისა და ღირებულებების უდიდეს პლატფორმა Transfermarkt-ზე მოთამაშეთა ფასები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ.გამოსარჩევია ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი, რომლის ღირებულებაც 80 მილიონს შეადგენდა, ახლა 85 მილიონს აღწევს და ამ შედეგით აპენინებზე სერია A-ს მეორე ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. მასზე ძვირად 100 მილიონ ევროდ, იტალიაში მხოლოდ “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესია შეფასებული.გაზრდილია “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძის ფასიც, რომელმაც თავდაპირველად 300 ათასიდან 5 მილიონ ევრომდე, ხოლო ახლა კიდევ დამატებით 3 მილიონით 8 მილიონამდე მოიმატა. ამჟამად გოგლიჩიძე თანაგუნდელ, ნახევარმცველ ჯაკოპო ფაცინისთან კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსს იყოფს.მათთან ერთად 1 მილიონით გაძვირდა ამერიკული “ატლანტა იუნაიტედის” ფლანგის შემტევის, საბა ლობჟანიძის ფასიც, რომელიც ამჟამად 4 მილიონ ევროს შეადგენს.
1734601609
გარიგება კრემლის კედლებში - პუტინი კადიროვს Wildberries-ის დაუფლებას სთავაზობსპუტინი ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვს მის მიერ ქვეყნის უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის გაკონტროლებას სთავაზობს სირიის ახალ ხელისფლებასთან შაუმდგომლობის სანაცვლოდ.ინფორმაციას Novaya Gazeta Europe წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.პუტინის მიზანია, ხმეიმიმში ავიაბაზა, ხოლო ტარტუსში სამხედრო-საზღვაო პორტი შეინარჩუნოს, რაშიც სირიის რევოლუციური მთავრობა კადიროვმა უნდა დაარწმუნოს.სანაცვლოდ კადიროვმა Wildberries-სთან ერთად „ბონუსის“ სახით წილი დაღესტნელი სენატორის, სულეიმან ქერიმოვის ოქროსმომპოვებელ ბიზნესში მოითხოვა, რომელიც Wildberries-ისა და გარე რეკლამის ოპერატორ Russ Outdoor-ის შერწყმის ბენეფიციარად მოიაზრება. წყაროს ცნობით, კადიროვს ამ პირობის განხილვასაც დაჰპირდნენ.გამოცემის თანამოსაუბრე ამბობს, რომ ეს თემები მოსკოვში კადიროვის ბოლო ვიზიტის დროს პირისპირ განიხილებოდა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა „ამ საკითხში პუტინის სრული მხარდაჭერა მიიღო.“ინფორმაციას პუტინთან გარიგების შესახებ ირიბად ადასტურებს თავად კადიროვის აქტიურობაც, რომელმაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სირიის საკითხზე ხმამაღალი განცხადებები უკვე სამჯერ გააკეთა.იმავე დღეს, როცა ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა სირიის ახალი მმართველები ტერორისტების ნაცვლად უკვე “რუსეთის საუკეთესო მეგობრებად” მოიხსენია, Wildberries-ის ყოფილი თანამფლობელი და კომპანიაში კადიროვის პროტეჟე, ვლადისლავ ბაკალჩუკიც გააქტიურდა. ის მარკეტპლეისის დამფუძნებლის, ტატიანა კიმის ყოფილი მეუღლეა, ვისთანაც კიმი განქორწინდა. ვლადისლავ ბაკალჩუკმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რომ ის „მალე დაბრუნდებოდა,“ შემდეგ კი გამოაქვეყნა შეტყობინება შეტანილი სარჩელის შესახებ, რომელიც, მისი შეფასებით, Wildberries-თან ყველა უკანონო გარიგების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა.საქმე ისაა, რომ Wildberries-ისა და გარე რეკლამის უმსხვილეს ოპერატორ Russ Group-ის შერწყმა მარკეტპლეისის მფლობელი ბაკალჩუკების ოჯახური კონფლიქტის ფონზე მოხდა. კომპანია ცოლ-ქმარმა, ტატიანა და ვლადისლავ ბაკალჩუკებმა 2004 წელს დააარსეს. თუმცა ზაფხულში ტატიანამ, რომელიც Wildberries-ის 99%-ს ფლობდა, მეუღლესთან განქორწინება მოითხოვა. ვლადისლავი საპასუხოდ აცხადებდა, რომ კომპანიის რეიდერული მიტაცება ხდებოდა.მაშინ Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმა პუტინმა პირადად მოიწონა. Russ-ის შესაძლო ბენეფიციარად ოლიგარქი, სულეიმან ქერიმოვი სახელდება. თავის მხრივ, ვლადისლავ ბაკალჩუკს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა დაუჭირა მხარი. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ოჯახური კონფლიქტი სისხლიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.Wildberries-ისა და Russ-თან შერწყმის შედეგად გაერთიანებული კომპანიის 65%-იანი წილი Wildberries-ის, ხოლო 35% Russ-ს რჩებოდა. გარიგებას საჯაროდ დაუპირისპირდა ვლადისლავ ბაკალჩუკი, რადგან ახალი ხელშეკრულებით ის ბიზნესს, თითქმის, სრულად უნდა ჩამოშორებოდა, ხოლო მნიშვნელოვანი წილით ბიზნესში ფედერაციის საბჭოს წევრი, სულეიმან ქერიმოვი შედიოდა. კადიროვისა და ქერიმოვის დაპირისპირება სროლამდე მივიდა, რაც 18 სექტემბერს, Wildberries-ის მოსკოვის ოფისში მოხდა. შედეგად კომპანიის დაცვის ორი ინგუში თანამშრომელი დაიღუპა. მომხდარ ფაქტზე 30 ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო ვლადისლავ ბაკალჩუკიც, თუმცა ის მალე გაათავისუფლეს.ამჟამად წყვილი დაშორებულია. კადიროვის პროტეჟე, ვლადისლავი კომპანიის მხოლოდ 1%-ს ფლობს, ხოლო ტატიანა ბაკალჩუკი, რომელიც კვლავ თავის გვარზე გადავიდა და კიმი გახდა, 99%-იანი წილის მფლობელად დარჩა.ცნობისთვის: Wildberries-მა საქართველოში გაყიდვები ოქტომბერში დაიწყო, რაც ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზით ხორციელდება. Wildberries-ის ქართულენოვან ვებგვერდზე, რომელიც აქტიურად მუშაობს, წერია, რომ ქართული ფრენჩაიზი შპს “ტრანსკომ გრუპია.” ამჟამად Wildberries, საქართველოს გარდა, რუსეთში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ჩინეთში ოპერირებს.