მსოფლიოს უდიდესი აისბერგი A23a ნაწილებად იშლება

მსოფლიო 1757224943
აისბერგი A23a

სატელიტურ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ დადგინდა, რომ მსოფლიოს უდიდესი აისბერგი, A23a პატარა ნაწილებად იშლება. განსაკუთრებულად ვითარება ბოლო 3 თვეში დამძიმდა. თუ ივნისის თვეში აისბერგის ზედაპირი 2,730 კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული, აგვისტოს ბოლოსთვის ზომა 1000 კილომეტრითაა შემცირებული და მხოლოდ 1,750 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

ანტარქტიკული ზამთრის პერიოდში აისბერგმა, ფაქტობრივად, საკუთარი მასის მესამედი დაკარგა, კიდევ უფრო დანაწევრდა და 930 კილომეტრით ჩრდილოეთით, სამხრეთ ჯორჯიის კუნძულებისკენ გადაინაცვლა.

A23a-ს ნაწილებად დაშლა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემა არ არის. კოლოსალური ზომის ობიექტის ნაწილებად დაშლა და ატლანტის ოკეანის სიღრმეებში შესვლა საერთაშორისო გადაზიდვებისთვის რთულ გამოწვევებს ქმნის. იზრდება ხომალდების ყინულის მასასთან შეჯახების რისკიც. შესაბამისად, საზღვაო კომპანიებს მარშრუტების გადაწყობა უწევთ. ეს კი, ცხადია, გადაზიდვების დროულ განხორციელებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

ცალკე საკითხია ის ზეგავლენა, რასაც უდიდესი აისბერგის დაშლა ბუნებაზე იქონიებს. მეცნიერები შიშობენ, რომ A23a-ს დანაწევრება ველური სამყაროს მიერ დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ეკოსისტემას საფრთხეს შეუქმნის და ანტარქტიკის პერიმეტრზე მცხოვრებ პინგვინებსა თუ სელაპებს სიცოცხლისთვის საშიში რისკების წინაშე დააყენებს.