ჩრდილოეთ კორეაში, განქორწინების მსურველ წყვილებს 6 თვიანი პატიმრობა ემუქრებათ

მსოფლიო 1736237720
კიმ ჩენ ინი

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა, კიმ ჩენ ინმა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლებს ჰოთ-დო­გის ჭამა აუკ­რძა­ლა, ხოლო გან­ქორ­წი­ნე­ბულ წყვი­ლებს კი ე.წ. შრო­მით ბა­ნაკ­ში იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნით, ან პა­ტიმ­რო­ბით ემუქ­რე­ბა.

“40 წლის დეს­პო­ტის მტკი­ცე­ბით, ჰოთ-დოგი ზედ­მე­ტად და­სავ­ლუ­რია და ამ­ბობს, რომ მისი მირ­თმე­ვა ამი­ე­რი­დან ღა­ლა­ტად ჩა­ით­ვლე­ბა. ყვე­ლა, ვინც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ქუ­ჩა­ში ჰოთ-დო­გის გა­ყიდ­ვას გა­ნაგ­რძობს ან სა­კუ­თარ სახ­ლში გა­და­წყვეტს მის მომ­ზა­დე­ბას, შრო­მით ბა­ნა­კებ­ში გაგ­ზავ­ნის რის­კის ქვეშ დად­გე­ბა,“ - წერს dailymail.

The Sun-თან სა­უბ­რი­სას, სწრა­ფი კვე­ბის ერთ-ერთი ობი­ექ­ტის მფლო­ბელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­ზარ­ზე სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძის, ბუდე - ჯი­გეს გა­ყიდ­ვე­ბიც შე­ჩერ­და იმის გამო, რომ მის ერთ-ერთ ინ­გრე­დი­ენტს სო­სი­სი შე­ად­გენს. კერ­ძი სო­ცი­ა­ლის­ტურ ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხრეთ კო­რე­ი­დან 2017 წელს შე­მო­ვი­და. იხილეთ სრულად