ფეხბურთელობიდან მეფუტკრეობამდე - დევიდ ბეკჰემი ნატურალური თაფლის გაყიდვას იწყებს

მსოფლიო 1724750154
დე­ვიდ ბეკ­ჰე­მი

ლე­გენ­და­რუ­ლი ინ­გლი­სე­ლი ვე­ტე­რა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი დე­ვიდ ბეკ­ჰე­მი ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლის გა­ყიდ­ვას იწყებს. რო­გორც "დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, ბეკ­ჰე­მი მე­ფუტკრე­ო­ბით კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი კა­რან­ტი­ნის დროს და­ინ­ტე­რეს­და.

ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა თა­ვი­სი ახა­ლი ჰო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ სამი თვის წინ შე­ა­ტყო­ბი­ნა გულ­შე­მატ­კივ­რებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ფუტკრის სკე­ბი მას ქოთსვოლ­დის აგა­რაკ­ზე აქვს და მის მოვ­ლა­ში მთე­ლი ოჯა­ხია ჩარ­თუ­ლი.

რო­გორც ჩანს, დე­ვიდ­მა ჰობი უკვე ბიზ­ნე­სად აქ­ცია. თაფლს, რო­მელ­საც დე­ვი­დი გა­ყი­დის, ერ­ქმე­ვა "D Bee, Seven Honey and Goldenbees.“

ბეკ­ჰე­მი საქ­მეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად უდ­გე­ბა და ფუტკრის მოვ­ლა მან სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან შე­ის­წავ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბეკ­ჰემს ხელ­მარ­ჯვე­ო­ბა ეხერ­ხე­ბა და ფუტკრე­ბის­თვის ერთ-ერთი სახ­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით შე­ჭე­და.