იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბრინჯის შესახებ ხუმრობის გამო გადადგომა მოუწია

მსოფლიო 1747979680
ტაკუ ეტო

იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტაკუ ეტოს ბრინჯის შესახებ ხუმრობა თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეტომ ხუმრობით განაცხადა, რომ ბრინჯის ყიდვა არასდროს უწევს, რადგან ამ პროდუქტით „უხვად“ ასაჩუქრებენ, რის შემდეგაც ოპოზიციური პარტიები უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებით დაემუქრნენ.

მინისტრმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ თავისი კომენტარებით „ძალიან შორს წავიდა“, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა.

აღსანიშნავია, რომ ეტოს გადაყენება კიდევ ერთი დარტყმა იქნება პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბას უმცირესობაში მყოფი მთავრობისთვის, რომელიც ისედაც საზოგადოების მხარდაჭერის კლების წინააღმდეგ იბრძვის.