1747994683
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 6800 საერთაშორისო სტუდენტი დატოვებს ჰარვარდს

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS) გააუქმა ჰარვარდის უნივერსიტეტის უფლება, ასწავლოს უცხოელ სტუდენტებს.
„სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა სერტიფიკატი” კანონის შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციამ გააუქმა, რაც ნიშნავს, რომ თითქმის 6,800 საერთაშორისო სტუდენტი უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებებში ან დატოვოს შეერთებული შტატები. ამის შესახებ 22 მაისს Reuters-მა და Associated Press-მა განაცხადეს.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა განცხადებაში ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯს “უკანონო უწოდა.
“ჩვენ სრულად ვართ ვალდებულნი შევინარჩუნოთ ჰარვარდის შესაძლებლობა, უმასპინძლოს ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან არიან და უსაზღვროდ ამდიდრებენ უნივერსიტეტს – და ამ ერს…
ეს საპასუხო ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა, რაც სტუდენტთა 27%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-მა ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუწყვიტა, რადგან უნივერსიტეტმა “კამპუსში ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ შეძლო”.
1747979278
23 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევარში სამხრეთ მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +22, +27°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით +19, +24°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან სამხრეთ მთიან რაიონში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°, ზოგან +23°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +15°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+15°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+16°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+13°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხ.აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+14°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხ.აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით+15°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +30°, ღამით+15°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +8°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით +17°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+13 .ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +10.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+8 .ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +7.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +4°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+12 .ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+11 .ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+11°სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16, ღამით+5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +7°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით+8 .ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, ღამით+10 .ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23, ღამით +5 .თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით+12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით+12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +13°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +11 °.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 7-12 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26, ღამით +13°.
1747909430
109.486 დოლარი - ბიტკოინმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარაბიტკოინის ფასმა 21 მაისის ვაჭრობაზე 109.400 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და 109.000-დოლარიანი წინა რეკორდი მოხსნა, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20 იანვრის ინაუგურაციამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დაამყარა.ამის შესახებ სპეციალიზებული გამოცემა CoinDesk წერს.კერძოდ, CoinDesk Bitcoin Index-ის მიხედვით, აშშ-ის სავაჭრო სესიის დაწყებისას ყველაზე დიდმა და უძველესმა კრიპტოვალუტამ 109.486 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის ფასი 46%-ზე მეტად გაიზარდა აპრილის იმ მინიმუმთან შედარებით, რაც გლობალურმა სავაჭრო ომმა და აშშ-ის ტარიფების გამო მზარდმა არეულობამ განაპირობა.ახალი ისტორიული მაქსიმუმი მაშინ დაფიქსირდა, როცა ბიტკოინის საბირჟო ფონდებმა (ETF) 3.6 მლრს დოლარის სუფთა შედინება შთანთქეს, რაც ინვესტორების ინტერესის განახლების ნიშანია. ბიტკოინზე ორიენტირებული მრავალი კომპანია, მათ შორის, მაიკლ სეილორის Strategy და ახლად შექმნილი Twenty One Capital შესყიდვების სერიას შეუერთდა, რამაც ბიტკოინს ახალი რეკორდის მიღწევაში შეუწყო ხელი.Financial Times ბიტკოინის რეკორდულ ზრდას იმ მოლოდინით ხსნის, რომ აშშ მალე ციფრული აქტივების პირველ რეგულაციებს გამოაქვეყნებს. კერძოდ, ვაშინგტონში კანონმდებლები წესებზე შეთანხმებას უახლოვდებიან, რომლებიც ნორმატიულ ბაზას სტეიბლკოინებისთვის, ანუ ციფრული დოლარის ფორმებისთვის უზრუნველყოფს, რაც გადახდებისა და კრიპტოვალუტის ბაზრებზე ვაჭრობისთვის ფართოდ გამოიყენება.ტოკენების დანიშნულება დოლართან მიმართებაში სტაბილური ღირებულების შენარჩუნებაა, თუმცა ისინი რეგულირებადი საბანკო სისტემის გარეთ იმყოფებიან.ცნობისთვის: ბოლოს ბიტკოინის ფასი 9 მაისს, ერთ დღეში 3%-ზე მეტად ერთბაშად გაიზარდა და 102.500 დოლარს მიაღწია, ხოლო პიკზე 104.000 დოლარს გადააჭარბა. მაშინ რალის მთავარი მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიდ ბრიტანეთთან ახალი მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების გამოცხადება გახდა.
1747820889
ძლიერი წყალდიდობის შედეგად ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი გარესამყაროსაა მოწყვეტილიავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მთლიანად მოწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სახლების სახურავებზე იმყოფება. ხელისუფლებამ სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა.ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი სამხრეთ უელსის შტატის, ჰანტერისა და მიდ ნორთ ქოსტის რეგიონების დასახლებები. ზოგიერთ ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ოთხი თვის ნალექი მოვიდა. ადიდებულია მდინარეები.ავსტრალიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში 300 მმ ნალექი მოვიდეს, რაც მაისის საშუალო ჯამურ რაოდენობაზე სამჯერ მეტია.ახალი სამხრეთ უელსის შტატის საგანგებო სიტუაციების კომისარმა, მაიკ ვასინგმა განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურის თანამშრომლები პრიორიტეტს ანიჭებენ მოწყვლადი ადამიანების გადარჩენას, ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია.„ამჟამად ფოკუსირებული ვართ ადამიანებზე, რომლებიც რეალურად სახურავებზე არიან და ვერ ახერხებენ გამოსვლას“, – განაცხადა ვასინგმა.პირველი არხი
1747820294
სოხუმის აეროპორტი რუსულ ავიაკომპანიებს უფასოდ მოემსახურებააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ კანონში ცვლილება შეიტანა, რომ სოხუმის აეროპორტში ე.წ. საერთაშორისო ავიარეისების სერვისზე დღგ-ის ნულოვანი გადასახადი დაწესდეს - ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.პირველი და მეორე საბოლოო მოსმენით მიღებული „კანონპროექტის“ განმარტებით ბარათში წერია, რომ ეს ავიაკომპანიებისთვის „აეროპორტის მომსახურების ტარიფების შემცირებას, შედეგად კი ავიაბილეთების გაიაფებას უზრუნველყოფს, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლაზე დადებითად აისახება.“კერძოდ, დღგ-სგან თავისუფლდება დაშვებისა და აფრენის მომსახურება, საწვავის შევსება და სხვა აუცილებელი სერვისები, რასაც ავიაკომპანიები სოხუმის აეროპორტში იღებენ.შედარებისთვის: სოჭის აეროპორტში, რომელიც წელიწადში 12 მილიონამდე მგზავრს იღებს, ამ მომსახურების ღირებულება, სოხუმთან შედარებით, 5-10-ჯერ დაბალია. ამდენად, დე ფაქტო პირველი ვიცეპრემიერის, ჯანსუხ ნანბას თქმით, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთი სოხუმის აეროპორტს კონკურენტუნარიანობის საშუალებას მისცემს.„ამ ტიპის მომსახურებაზე დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის დაწესება გლობალური პრაქტიკაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება და ICAO-ს ერთ-ერთი რეკომენდაციაცაა. ამ გადაწყვეტილების მიღებით გვსურს, სოხუმამდე ავიაბილეთი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ,“ - ამბობს ნანბა.მისი ცნობით, აფხაზური და რუსული მხარეები, ასევე, საჰაერო ნავიგაციის გადასახადის განაკვეთებს ადგენენ, რომლებიც რუსეთის შიდა განაკვეთების შესაბამისი იქნება.„იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმის აეროპორტი საერთაშორისოა და მოსკოვიდან სოხუმში რეისი საერთაშორისოდ ითვლება, აქ საჰაერო ნავიგაციის საფასური, რუსეთის შიდა ტარიფებთან შედარებით, სრულიად განსხვავებული და, როგორც წესი უფლრო მაღალი უნდა იყოს. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ რუსი კოლეგები დაგვეხმარებიან და აფხაზეთში მფრინავი ავიაკომპანიებისთვის რუსეთის შიდა ტარიფებს საერთაშორისო ტარიფები გაუთანაბრდება, “ - ამბობს ნანბა.ცნობისთვის: 1-ლი მაისიდან, 32 წლის შემდეგ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. კერძოდ, თბილისის დროით 15:47 საათზე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით თათრეთის ავიაკომპანია UVT Aero-ს 50-ადგილიანი Bombardier CRJ-200-ის თვითმფრინავი გამოფრინდა. სოხუმში მეორე პირდაპირი რეისი 13 მაისს, ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდიდანაც შესრულდა. სანქცირებული ავიაკომპანია „იკარის“ 100-ადგილიანი Embraer 190-მოდელის თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტიდან საღამოს აფრინდა, ხოლო სოხუმიდან უკან 14 მაისის ღამეს გაემგზავრა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.
1747733761
ჩაძირვისგან გადასარჩენად ვენეციას აამაღლებენვენეციის ჩაძირვისგან დროებით გადასარჩენად ინჟინრები ქალაქის ამაღლებას მარილიანი წყლის მიწისქვეშ ღრმა ჩატუმბვით გეგმავენ, რაც ვენეციას დროს ორი-სამი ათწლეულით გაუხანგრძლივებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.ეს არატრადიციული გადაწყვეტა ინჟინერ ენტერ ტეატინის ინიციატივაა. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა იქნეს გამოყენებული ანალოგიური ტექნოლოგია, რასაც გაზის შესანახად ჩრდილოეთ იტალიაში იყენებენ. ზაფხულში, როცა გაზის მიწისქვეშა საცავები ივსება, მიწა ოდნავ მაღლა, ხოლო ზამთარში, დაცლისას დაბლა იწევს.ამ შემთხვევაში ამოცანა წყლის ამოტუმბვა კი არა, არამედ, პირიქით, მისი უკან ჩატუმბვაა, რაც, ტეატინის ცნობით, ვენეციის გარშემო, 10-კილომეტრიანი სიღრმის, დაახლოებით, 12 ჭაბურღილის ბურღვას გულისხმობს. ამის გამო მიწის დონე თანდათან უნდა გაიზარდოს. მთავარია, თავიდან იქნეს აცილებული წყლის გარღვევა ზედაპირზე, რასაც ლაგუნის ქვეშ სქელი თიხის ფენა შეაკავებს.მიწისქვეშა ბიძგების თავიდან ასაცილებლად ვენეციის აწევა 20-30 სმ-ით შემოიფარგლება. მეცნიერის გეგმის თანახმად, ქალაქი ერთგვარ წყლის რბილ ბალიშზე „იტივტივებს,“ ხოლო გარშემო მიწა სტაბილური დარჩება.ცნობისთვის: ვენეცია ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იძირება: ბოლო 100 წლის განმავლობაში ქალაქი, თითქმის, 25 სმ-ით ჩაიძირა, ხოლო წინა ათასწლეულში რეგიონში ხმელთაშუა ზღვის დონემ კიდევ 30 სმ-ით აიწია.bpn.ge