ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიო 1756994888
ჯორჯო არმანი

ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა დაადასტურა.

„ილ სინიორ არმანი, როგორც მას ყოველთვის უწოდებდნენ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა“, - ნათქვამია Armani Group-ის განცხადებაში.

2025 წლის ივნისში, არმანი მილანის მამაკაცის მოდის კვირეულის საკუთარი ბრენდის ჩვენებაზე ჩვეული სიტყვით არ გამოსულა - მის კარიერაში პირველად მოხდა, როცა საკუთარი ბრენდის პოდიუმი გამოტოვა.

ჯორჯო არმანიმ ბიზნეს საქმიანობა 1975 წელს დაიწყო, როცა საკუთარი ბრენდი დააარსა და თავდაპირველად მხოლოდ მოდის სფეროში ოპერირებდა, თუმცა, მოგვიანებით ბიზნესი მუსიკალური, სპორტული და სასტუმროების მიმართულებითაც გააფართოვა.

ამჟამინდელ ფუფუნების ინდუსტრიაში Armani ერთ-ერთი ის იშვიათი კომპანიაა, რომელსაც ერთადერთი აქციონერი ჰყავდა. ამ ეტაპზე, მემკვიდრეებზე კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

4 სექტემბრის მონაცემებით, Bloomberg-ზე ჯორჯო არმანის ჯამური კაპიტალი 9.43 მლრდ აშშ დოლარად ფასდება.