1789715114
კალიფორნია მასშტაბურმა ხანძრებმა მოიცვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი
აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქიამ ათობით სახლი გაანადგურა ამის შესახებ Sky News იუწყება.
მედიასაშუალების ცნობით, ხანძრის გამო 10000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
„ხანძრის გავრცელების გამო 10000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან ის საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს“, - აცხადებს გუბერნატორი გევინ ნიუსომი.
ამასთან, მეტეოროლოგები ამბობენ, რომ კალიფორნიაში 100 მილი/სთ სიჩქარის ქარია მოსალოდნელი.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველა რესურსს იყენებენ, იმისთვის რომ ხანძრის ლოკალიზება მოახდინონ.



