Qsuite Next Gen – Qatar Airways-მა ახალი პროდუქტი წარადგინა

მსოფლიო 1724830831
Qsuite Next Gen – Qatar Airways

ავიაკომპანია Qatar Airways-მა, რომელიც ბაზირებულია დოჰაში, ახალი პრემიუმ პროდუქტი: Qsuite Next Gen წარადგინა. ეს არის Qsuite-ის ახალი ვერსია, რომელიც „ბიზნეს კლასით მოგზაურობას რევოლუციურად აქცევს“.

ახალი სალონი უზრუნველყოფს უფრო მეტ მოქნილობას მგზავრების ჯდომისას და მაქსიმალურად მოსახერხებელია მოგზაური წყვილებისთვის ან ბიზნეს პარტნიორებისთვის, რომელიც განკუთვნილია ოთხი ადამიანის კომპანიისთვის.

ახალი ლუქსი აღჭურვილია გასაშლელი და ორადგილიანი საწოლით, ასევე ახალი მოხერხებული 4K OLED ეკრანებით. ასევე სპეციალური სერვისის “Make My Bed”-ის წყალობით, ისინი ძვირადღირებული სასტუმროების ოთახებს წააგავს.

კონფიდენციალურობა, Qatar Airways-ის პრემიუმ პროდუქციის დამახასიათებელი ნიშანი, გაუმჯობესდა უფრო მაღალი, ციფრულად კონტროლირებადი დანაყოფების მეშვეობით.

და ფანჯრის მიმდებარედ ორი ცალკეული Qsuit-ის გაერთიანება უკვე შესაძლებელია. გარდა ამისა Companion Suite-ის შესაქმნელად ტიხარი და ტელევიზორის მონიტორები იკეცება – შემდეგ მგზავრები სხედან ერთმანეთის პირისპირ.

Qatar Airways-მა დაადასტურა, რომ Qsuite Next Gen გამოჩნდება Boeing-ის შემდეგი თაობის 777-9-ში, რომელსაც გადამზიდავი 2025 წელს ელოდება.

წყარო: ავიანიუსი