რა შედეგით დასრულდა გერმანიაში ექსპერიმენტი ოთხდღიანი სამუშაო კვირით?

მსოფლიო 1730112056
კვირაში 4 დღე სამსახურში

გერმანიაში დასრულდა ექვსთვიანი ექსპერიმენტი ოთხდღიანი სამუშაო კვირით, რომელშიც 45 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. შედეგებმა აჩვენა, რომ თანამშრომლების პროდუქტიულობა არ დაზარალდა, სამაგიეროდ მათ დაიწყეს მეტი დროის გატარება ახლობლებთან და მეტად დაკავდნენ სპორტით.

მიუნსტერის უნივერსიტეტის ექსპერტებმა გააანალიზეს თანამშრომლების თმა კორტიზოლის – სტრესის ჰორმონის დონის გასარკვევად და დაადგინეს, რომ დასაქმებულების ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მათ ასევე გამოიყენეს მონაცემები ჭკვიანი საათებიდან. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლებმა დაიწყეს საშუალოდ 38 წუთით მეტი ძილი და მეტს მოძრაობდნენ. ხალხმა უფრო მეტი დრო დაუთმო ოჯახს და ჰობის და უფრო ხშირად დაიწყეს სპორტდარბაზში სიარული.

ამავდროულად, შრომის პროდუქტიულობა იმავე დონეზე დარჩა ან ოდნავ გაიზარდა. კომპანიების 70%-მა აღნიშნა, რომ უფრო მოკლე სამუშაო გრაფიკზე გადასვლამ ხელი შეუწყო ახალი თანამშრომლების მოზიდვას.

ექსპერიმენტი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყო. კომპანიების 73%-მა განაცხადა, რომ მზადაა გააგრძელოს ტესტირება ან მთლიანად გადაერთოს ახალ გრაფიკზე. 20% დაუბრუნდა ხუთდღიან სამუშაო კვირას, მაგრამ მათგან 10%-მა შესაძლოა გადახედოს ამ გადაწყვეტილებას მომავალში.