ტრამპის გამარჯვების შემდეგ, Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 12%-ით გაიზარდა

მსოფლიო 1730962117
ტესლას ავტომობილები

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, Tesla.Inc.-ის აქციები თითქმის 12%-ით გაიზარდა. ამ დროისთვის ერთი აქციის ღირებულება 281.16 დოლარს შეადგენს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე კი ფასი 251.44 დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ამ დროისთვის კომპანიის საბაზრო ღირებულება 807.138 მლრდ დოლარს შეადგენს.

როგორც CNBC წერს, გასულ თვეში მასკმა თითქმის 75 მილიონი დოლარი შესწირა America PAC-ს - სუპერპოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს, რომელიც მან წლის დასაწყისში რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდასაჭერად დააარსა.

ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მასკს სამთავრობო ეფექტურობის კომისიის ხელმძღვანელად დანიშნავს. ოქტომბრის ბოლოს ტრამპის მედისონ სკვერ გარდენის მიტინგზე გამოსვლისას, SpaceX-ის მფლობელმა თქვა, რომ ამ როლში ფედერალური ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი დოლარის შემცირება შეუძლია.

”თქვენი ფული იხარჯება და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ამას გამოასწორებს”, - თქვა მან აქციაზე.