1758284136
Uber აშშ-ში საკვების დრონებით მიწოდებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს

Uber დრონებით საკვების მიწოდებას კიდევ ერთხელ დატესტავს, რასაც ამჯერად ამერიკულ კომპანია Flytrex-თან პარტნიორობით განახორციელებს. კომპანიის განცხადება Uber-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
საპილოტე პროექტი წლის ბოლომდე აშშ-ის რამდენიმე ქალაქში დაიწყება.
Flytrex აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში დრონებით უკვე აწვდის საკვებს Walmart-ს და ოთხი ოპერატორიდან კომპანია ერთ-ერთია, რომელსაც ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მიერ ვიზუალური ხედვის მიღმა (Beyond Visual Line of Sight-BVLOS) ფრენებზე ნებართვა აქვს მიღებული. ამ ფრენების დროს ოპერატორს დრონის მართვისას მისი პირდაპირ დანახვა არ შეუძლია.
Uber, ასევე, Flytrex-ში ინვესტიციას დებს. კომპანია აშშ-ში დრონების ტექნოლოგიის მასშტაბირებისთვის რესურსს მიიღებს, რაც Uber Eats-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეკვეთა წუთებში მიიღონ.
2019 წელს Uber-მა აშშ-ში McDonald's-თან ერთად, პროექტ Uber Elevate-ის ფარგლებში, დრონებით საკვების მიწოდების საპილოტე ტესტი ჩაატარა.
სამხრეთ ევროპაში Uber-ის მომხმარებლები Blade-ის ვერტმფრენების შეკვეთას უკვე 2026 წლიდან შეძლებენ. ხოლო Uber Eats-მა თავის აპლიკაციაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მოახდინა, რომელიც კერძებს ავტომატურად აღწერს და ფოტოებს აუმჯობესებს.
1758177660

1758277000
კაიროს მუზეუმიდან 3000 წლის სამაჯური მოიპარესკაიროს მუზეუმიდან 3000 წლის სამაჯური მოიპარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის ფარაონის ამენემოპის სამაჯურის გაუჩინარების ფაქტი ათობით ექსპონატის რომში გამოფენაზე გასაგზავნად მომზადების პროცესში გამოაშკარავდა.გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამაჯური მუზეუმში მომუშავე რესტავრატორმა მოიპარა. რესტავრატორმა სამაჯური ნაცნობ ოქრომჭედელს მისცა, რომელმაც ის 3 735 აშშ დოლარად გაყიდა. სამაჯურმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა მფლობელი და საბოლოოდ, სხვა ოქროს სამკაულებთან ერთად გადაადნეს.ეგვიპტის ტურიზმის და სიძველეების სამინისტრომ განაცხადა, რომ სამაჯურის გაუჩინარებაში მონაწილე ოთხმა დამნაშავემ უკვე აღიარა ბრალი, ხოლო სამაჯურში გადახდილი 4000 აშშ დოლარი ამოიღეს.სამაჯურის ფოტო ეგვიპტის მასშტაბით, არსებულ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში ცირკულირებდა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა მისი აღმოჩენა დროულად ვერ მოხერხდა.
1758260880
19 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.დასავლეთ საქართველოში - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +14, +19°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +8, +13°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +13, +18°; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.სოხუმი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +16°.გაგრა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ოჩამჩირე - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +16°.ბათუმი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ქობულეთი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +15°.ფოთი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +17°.ხულო - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +8°.ქუთაისი - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +16°.ჭიათურა - ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +13°.ამბროლაური- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.ცაგერი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.ონი- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.მესტია- ღრუბლიანი ამინდი. წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +6°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +11°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებითშესაძლებელია 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +10°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +10°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით +2°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +13°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +14°.საგარეჯო -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +12°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +11°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +12°.
1758196412
„ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით - შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა“ – „ზარაფხანა“„გლობალურ ბაზრებზე ოქროს გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად ისახება ხოლმე, განსაკუთრებით იმპორტიორებთან მიმართებაში; დაახლოებით 7-8% შეადგინა ფასის მატებამ“, - ამის შესახებ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.როგორც მანვე განმარტა, „ზარაფხანას“ ოქროს შესყიდვა გაუძვირდა, თუმცა ამ ეტაპისთვის კომპანია ოქროს ნაკეთობებზე ფასების ზრდას არ გეგმავს.„შესასყიდი ოქრო გაგვიძვირდა, თუმცა ჯერჯერობით ფასების ზრდას არ ვაპირებთ - დავაკვირდებით ოქროს ფასის დინამიკას. როგორც ვიცი, ბევრმა ადგილობრივმა ბიზნესმა, რომელიც დაკავებულია იმპორტით, ფასები გაზარდა, თუმცა „ზარაფხანა“ ფასების ზრდას არ აპირებს, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის ინტერესს, იმ მომენტამდე, სანამ იძულებულები არ ვიქნებით, რომ ფასი გავზარდოთ. ოქრო საკმაოდ გაძვირებულია და ჩვენთვის როგორც მწარმოებლისთვის, არასახარბიელო სიტუაციაა. რა თქმა უნდა, მომხმარებელს არ უყვარს ფასების ზრდა, ჩვენც ვცდილობთ რომ მათი ინტერესები გავატაროთ“, - აღნიშნავს სამხარაძე.რაც შეეხება მოთხოვნას, თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ოქროზე მოთხოვნა ყოველთვის სტაბილურია.მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მარხვის პერიოდი დასრულდა და ახალი წლები ახლოვდება, ოქროზე მოთხოვნა ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის.„მოთხოვნა ოქროს ნაწარმზე ქართულ ბაზარზე ყოველთვის ნარჩუნდება. ამას ემატება ის, რომ ფაქტობრივად დეკემბრამდე მარხვა არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ იქნება ქორწილები და მასთან დაკავშირებული აქტივობები, რაც ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნას წარმოშობს, ეს კი გაყიდვების ერთ-ერთი მამოტივირებელი ფაქტორია. დეკემბრიდან კი საახალწლო პერიოდი იწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქროზე მოთხოვნის ყველაზე აქტიურ ეტაპზე შევედით“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თორნიკე სამხარაძე.ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში ოქროს ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თბილისის დროით, 15:30 საათზე 1 უნციის ფასი 3 666 დოლარით განისაზღვრება. Gold Prices-ის მონაცემებით, მხოლოდ ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.6%-ით გაიაფდა, თუმცა გასული ერთი თვის განმავლობაში ფასი 10%-იან მატებას აჩვენებს.
1758192533
ტრამპს კაპიტოლიუმის წინ ბიტკოინით ხელში ძეგლი დაუდგესამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, კრიპტოენთუზიასტებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძეგლი დაუდგეს.ოქროსფერი ქანდაკების სიმაღლე 3.7 მეტრს აღწევს და ხელგაშვერილ პრეზიდენტს გამოსახავს, რომელიც იღიმის და მაყურებელს ბიტკოინს სთავაზობს.როგორც ინსტალაციის ავტორები განმარტავენ, ამ ძეგლის დადგმით მათ ტრამპის მიმართ მადლიერების გამოხატვა და იმ აზრის დაფიქსირება სურთ, რომ ბიტკოინი ფინანსური სამყაროს მომავალია და ამერიკის 47-ე პრეზიდენტი ამას კარგად აცნობიერებს.როგორც ცნობილია, პროექტის დამფინანსებლებს შორის კრიპტობირჟების ხელმძღვანელები და ის ინვესტორები არიან, რომლებმაც დონალდ ტრამპის პრო-კრიპტო პოლიტიკით დიდი ფინანსური სარგებელი მიიღეს.
1758190133
სოხუმის აეროპორტის გახსნის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 ათასმა ადამიანმა იმგზავრა - „როსავიაცია“რუსეთის მიერ აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ პირდაპირი რეისებით 70 000-მა ადამიანმა იმგზავრა. ამის შესახებ “როსავიაციის” ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.„აქაც გვაქვს შედეგები: უპირველეს ყოვლისა ეს არის აფხაზეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რომლითაც უკვე 70 000 მგზავრი იქნა გადაყვანილი,” - ამბობს იადროვი.მისი ცნობით, რუსეთს ამჟამად საჰაერო მიმოსვლა 38 ქვეყანასთან აქვს, რომელთა შორისაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონსაც მოიხსენიებს.ცნობისთვის: ამჟამად რუსეთიდან სოხუმში ტრანსფერის გარეშე ჩაფრენა ქვეყნის რამდენიმე ქალაქიდან არის შესაძლებელი, როგორიც არის მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი, ხანტი-მანსი და სარატოვი. „პულკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირდაპირ რეისების დაწყების შემდეგ ბოლოს ამ სიას სანქტ-პეტერბურგიც დაემატა.რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 32 წლის შემდეგ 2025 წლის 1-ლი მაისიდან აღდგა. სოხუმში ამჟამად სანქცირებული ავიაკომპანიები, UVT Aero, „იკარი,” iFly და „რუსლაინი” დაფრინავენ. მათ შესაძლოა, Nordwind Airlines-იც დაემატოს. ყველა ამ ავიაკომპანიას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალება. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი,“ Скол და სხვ.უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ავიარეისის უკანონოდ შესრულება, ისევე, როგორც საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ე.წ. შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემისა და ექსპლუატაციის შესახებ, წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის, გაეროს წესდების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) კონვენციის უხეშ დარღვევას, რომლის წევრებიც როგორც საქართველო, ასევე, რუსეთის ფედერაციაა.