„ვფიქრობ, ტერიტორიებთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს“ - პუტინი

მსოფლიო 1756967040
პუტინი

ვფიქრობ, უკრაინის საკითხზე გვირაბის ბოლოს სინათლეა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობას ვხედავთ. ჩვენ არა მხოლოდ მათ მოწოდებებს ვხედავთ, არამედ გულწრფელ სურვილს, რომ ამ [უკრაინის] საკითხის გადაწყვეტა ვიპოვოთ. ვფიქრობ, გვირაბის ბოლოს სინათლეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ეს არ მოხდება, მაშინ დასახული მიზნების სამხედრო გზით გადაწყვეტა მოგვიწევს“, - განაცხადა პუტინმა.

ასევე, პუტინის განცხადებით, ტერიტორიული საკითხების გადასაჭრელად უკრაინის ხელისუფლებამ რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს.

„რა უნდა გააკეთოს [უკრაინის] ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, თუ მას სურს, რომ ლეგიტიმური იყოს და მოგვარების პროცესში სრული მონაწილეობა მიიღოს? პირველ რიგში, მათ რეფერენდუმი უნდა ჩაატარონ. უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მხოლოდ რეფერენდუმით წყდება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.