1743496381
ვინ იყო ამერიკის პირველი მილიონერი ქალი - მადამ უოკერის ისტორია

მადამ უოკერი იყო ამერიკის პირველი ფერადკანიანი ქალი მილიონერი, რომელმაც ჩაგვრისა და სირთულეების მიუხედავად ქონება საკუთარი ძალებით დააგროვა.
ამ სტატიაში მოგითხრობთ არაჩვეულებრივი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შექმნა მე-19 საუკუნის ბამბის პლანტაციებში გაზრდილმა გოგონამ თმის მოვლის იმპერია და საბოლოოდ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა.
სარა უოკერი 1867 წლის 23 დეკემბერს, ლუიზიანაში, ბამბის პლანტაციაზე მომუშავე მშობლების ოჯახში დაიბადა. მაშინ მონათმფლობელობა სულ ახალი აკრძალული იყო. უფროსი ძმებისგან განსხვავებით, თეორიულად სარა თავისუფალი დაიბადა, თუმცა, გარემო მაინც მტრულად იყო მათ მიმართ განწყობილი.
სარას ახალგაზრდული რთული ცხოვრება ჰქონდა - როდესაც ის შვიდი წლის იყო, ორივე მშობელი გარდაეცვალა და იგი საცხოვრებლად თავის დასთან გაგზავნეს. მოზარდი დასთან და მის ქმართან ერთად ცხოვრობდა, ისინი თავს ბამბის კრეფით ირჩევდნენ.
14 წლის ასაკში სარა გათხოვდა და მალევე შვილი - ლელია შეეძინა. თუმცა, მეუღლე მალევე გარდაეცვალა და 20 წლის სარა უკვე მარტოხელა დედა და ქვრივი იყო.
ახალგაზრდა ქალმა გადაწყვეტილება მიიღო და ემიგრაციის დიდ ტალღასთან ერთად, სენტ-ლუისში გადავიდა. მან იქ მრეცხავად დაიწყო მუშაობა. დღეში 1.50 დოლარს გამოიმუშავებდა და იბრძოდა, რომ შვილი ქალაქის საჯარო სკოლაში მიეყვანა.
თუმცა, მიუხედავად გაჭირვებისა, სარამ მხარდაჭერა ადგილობრივი აფრიკელი საეპისკოპოსოსგან (AME) მიიღო. ეკლესიის მეშვეობით ის გახდა აქტივისტი ახალდაბადებულ ადვოკატირების ჯგუფში, სახელწოდებით “ფერადი ქალების წინსვლის ეროვნული ასოციაცია“.
გარდა ამისა, სარა თანამშრომლობა რეკლამის გამყიდველთან დაიწყო, რომელმაც მას ახალი სახელი - ჩარლზ ჯოზეფ (CJ) უოკერი დაარქვა.
მაშინ, როგორც წესი, ბევრ აფროამერიკელს რეგულარულად აბაზანის მიღება არ შეეძლო. იმის გამო, რომ ჰიგიენას ვერ იცავდნენ, უამრავ ადამიანს თმასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა - ქალებს აწუხებდა თმის ცვენა და სარა ერთ-ერთი მათგანი იყო.
სარამ აღმოაჩინა Wonderful Hair Grower-ის პროდუქტი. ისე მოეწონა, რომ მალე მისი გარეკლამება და გაყიდვა დაიწყო. დროთა განმავლობაში მან ასევე დახვეწა საკუთარი უნარი და პროდუქტს უამრავ ადამიანზე ყიდდა.
თუმცა, 1905 წელს იგი კოლორადოში გადავიდა საცხოვრებლად და შეუერთდა სხვა ეკლესიას. პარალელურად მუშაობდა მზარეულად, აფთიაქში და აგრძელებდა მუშაობას Poro-ს გაყიდვების წარმომადგენლად.
ფარმაცევტული ცოდნის შემდეგ, სარა უოლკერმა ექსპერიმენტები დაიწყო და საკუთარი თმის აღმდგენი პროდუქციის შექმნა გადაწყვიტა.
1906 წელს სარეკლამო აგენტი სერ ჯონ უოლკერი და სარა უოლკერი დაქორწინდნენ.
აფრიკული იშვიათი ინგრედიენტებისა და ბუნებრივი პროდუქციის შერევის შედეგად, მან შექმნა პროდუქტი, რომელიც მუშაობდა. ეს იყო სქელი მალამო, რომელიც იყენებდა გოგირდს სკალპის ინფექციების სამკურნალოდ.
მან პროდუქტს "Madam Walker's Wonderful Hair Grower", (მადამ უოლკერის საოცარი თმის გასაზრდელი მალამო) დაარქვა, რომლის გაყიდვებმაც ყველა რეკორდი მოხსნა.
დროთა განმავლობაში, მადამ უოლკერის პროდუქტები გაფართოვდა და გახდა "Walker System" - რაც მოიცავდა სკალპის სამკურნალო საშუალებებს, ლოსიონებს, კრემებს და თმის გასასწორებელ საშუალებებს. მან ასევე გააუმჯობესა არსებული ცხელი სავარცხლის დიზაინი.
მისი მიდგომა ბიზნესისადმი მართლაც რევოლუციური იყო. ქალს სურდა არა მხოლოდ შეევსო ბაზრის ხარვეზი, არამედ რეფორმატორის სახელი დაემკვიდრებინა.
სანამ პირველ მილიონს გამოიმუშავებდა, სარას რთული გზის გავლა მოუწია. იმოგზაურა ამერიკის სამხრეთში, რათა კარდაკარ გაეყიდა თავისი ბრენდი.
მისი ქმარი კი პრესაში არეკლამებდა პროდუქტს. ამან სწრაფად დაიწყო მოგების მოტანა. ბიზნესის დაწყებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, უოკერმა გახსნა “ლელიას“ სალონი პიტსბურგში.
1910 წელს მადამ უოკერმა თავისი ბიზნესი გადაიტანა ინდიანაპოლისში, გახსნა კიდევ ერთი სასწავლო სკოლა და საკუთარი ფულის ინვესტიცია მოახდინა.
ბიზნესი მართლაც აყვავდა - მადამ უოკერს დასაქმებული ჰყავდა დაახლოებით 5000 თანამშრომელი და კვირაში დაახლოებით 7000 აშშ დოლარის მოგებას იღებდა.
1919 წლისთვის მის კომპანიაში დასაქმებული იყო დაახლოებით 25000 აგენტი.
მადამ ს.ჯ. უოკერი 1919 წლის 25 მაისს გარდაიცვალა. იმ დროისთვის მის კომპანიაში დასაქმებული იყო დაახლოებით 40 000 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ფერადკანიანი ქალი იყო.
მისი გარდაცვალების მომენტისთვის მისი კომპანია წელიწადში დაახლოებით 600 000 დოლარს გამოიმუშავებდა, რაც დღევანდელ ფულში დაახლოებით 9.5 მილიონი დოლარის ექვივალენტია.
მან თავისი ქონების მესამედი მისცა ქალიშვილს, დანარჩენი კი თავის საყვარელ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაუტოვა.
წყარო: lovemoney.com