• Ƀ/$

როგორ გადავჭრათ ფინანსური პრობლემა სწრაფად

9 ნოემბერი 13:00, 2017 წელი | კომპანიები

მოულოდნელი ფინანსური ხარჯის დროს არც ისე მარტივია ფულის დროულად შოვნა. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ავსებს განაცხადს სესხსა თუ სხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტზე.

განსაკუთრებით პოპულარულია ონლაინ სესხების მომსახურება. მომხმარებლები თანხის მისაღებად მიმართავენ როგორც ინტერნეტსივრცეს, ასევე ფილიალებს. ბანკები კრედიტის გაცემისას ყურადღებას აქცევენ საკრედიტო ისტორიას, შემოსავლის ოდენობას და ითხოვენ ამონაწერს. მომხმარებელთა ნაწილს არ აქვს სტაბილური შემოსავალი. შესაბამისად, მათ  ხელი არ მიუწვდებათ მომსახურებაზე. ამასთან, კრედიტის ასაღებად საჭიროა ცნობების შეგროვება და ფილიალში მისვლა, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ეს კი აფერხებს თანხის სწრაფად მიღებას. 


 სწრაფი ონლაინ სესხები ხელსაყრელი პირობებით გაიცემა. პროდუქტი საშუალებას გაძლევთ საჭირო თანხა მარტივად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ ითხოვენ თავდებს ან ქონებით უზრუნველყოფას, საბანკო ამონაწერს ან დასაქმების ცნობას. თანხის მისაღებად შედიხართ კომპანიის ვებგვერდზე, ავსებთ სესხის განაცხადს, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში 5 წუთში იღებთ მოთხოვნილ თანხას. მინიმალური მოთხოვნების,  სწრაფი და კომფორტული მომსახურების გამო სულ უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს სწრაფ სესხს. თანხის მისაღებად მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება გჭირდებათ:


 •  საბანკო ანგარიში;


•  საქართველოს მოქალაქეობა;


•  მობილური ტელეფონის ნომერი;


•  ასაკი 20 წლიდან.


 სარეკლამო შეთავაზებების ფონზე არც ისე მარტივია სწორი ფინანსური არჩევანის გაკეთება. ამასთან, საკრედიტო სექტორში საკმაოდ ბევრი კომპანია ოპერირებს. მიმზიდველი შეთავაზებები კიდევ უფრო ართულებს სწორი გადაწყვეტილების მიღებას. სესხის სწრაფად მიღების სურვილის გამო, მომხმარებლები ხშირად არ აკვირდებიან მომსახურების პირობას და ისე იღებენ კრედიტს. ამის შედეგი კი გაზრდილი ვალდებულებები და დამატებითი ფინანსური პრობლემებია. თუ დაგაბნიათ შეთავაზებებმა, არ იცით რომელ საკრედიტო კომპანიას მიმართოთ, სად შეძლებთ ხარჯების შემცირებას, Credy.ge გაგიწევთ დახმარებას. ვებგვერდზე ერთი მარტივი განაცხადის შევსებით 20-მდე კომპანიას უკავშირდებით, ეცნობით მათ პირობას და თავად ირჩევთ ისეთი პირობის სესხს, რომელიც ყველაზე მეტად ერგება თქვენს მოთხოვნას.


 რატომ უნდა ისარგებლოთ Credy.ge-ს მომსახურებით?


 თანხა 24 საათის მანძილზე - თუ ბანკში სესხის ასაღებად სამუშაო საათებში უნდა მიხვიდეთ და ხშირად ეს ვერ ხერხდება. სწრაფი სესხის განაცხადის შევსება ნებისმიერ დღესა და დროს შეგიძლიათ.


ნაკლები მოთხოვნა – თანხის მისაღებად მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება დაგჭირდებათ. საბანკო ბარათი, მობილურის ნომერი, საქართველოს მოქალაქეობა და ასაკი.


სწრაფი მომსახურება – როდესაც თანხის მიღება გეჩქარებათ, სისწრაფეს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. Credy-ს დახმარებით მოთხოვნილ თანხას დროულად მიიღებთ, რაც დაგეხმარებათ პრობლემის დროულად მოგვარებაში.


საუკეთესო არჩევნი – Credy-ს საშუალებით მინიმალურ დროში არჩევთ საუკეთესო საკრედიტო კომპანიას. სარგებლობთ თქვენზე მორგებული სერვისით და ზოგავთ თანხას.


თუ ხელფასამდე დიდი დროა დარჩენილი, თანხა კი სასწრაფოდ გჭირდებათ, მიმართეთ სწრაფი სესხების მომსახურებას. აღნიშნული კრედიტი ნებისმიერი მიზნობრიობით შეგიძლიათ აიღოთ, არ აქვს მნიშვნელობა მოგზაურობას გეგმავთ თუ მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მოგვარებას. თანხის გამოყენებას ნებისმიერი მიზნისთვის შეძლებთ. ნუ იტყვით უარს სურვილის ასრულებაზე. ეწვიეთ Credy.ge-ს და მიიღეთ 1500 ლარამდე თანხა სახლიდან გაუსვლელად, მინიმალურ დროში. სწრაფი  და  კომფორტული სერვისი გაგიმარტივებთ სესხის აღებას. თქვენ დროულად მიიღებთ საჭირო თანხას და ფინანსურ საკითხებსაც ეფექტურად მოაგვარებთ.


სხვა სიახლეები