• Ƀ/$

ფინეთ-ესტონეთის ერთობლივი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადს“ გადაკვეთს

10 ივნისი 21:09 | ეკონომიკა

ფინეთის ქალაქ ინკოუში ესტონეთთან ერთობლივი გაზსადენის Baltic connector მშენებლობა დაიწყო, რომლის მიზანსაც ბალტიისპირა ქვეყნის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.


გავრცელებული ცნობებით, ეს ფინეთში პირველი მილსადენი იქნება, რომელიც ზღვის ფსკერზე გაივლის.


გაზსადენის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს და პროექტის ღირებულება 250 მლნ ევროს შეადგენს.


პროექტის ღირებულების 75%–ს ევროკავშირი დააფინანსებს.



ბალტიის ფსკერი – გზაჯვარედინი


Baltic connector–ს ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსული „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და დააგეგმილი „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გადაკვეთა მოუწევს.


რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობის ნებართვა გერმანიამ 2018 წლის იანვარში გასცა.


მანამდე რუსულმა სახელმწიფო გიგანტმა კომპანიამ „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი–3“ აშენების მზადყოფნაც გამოთქვა, თუ ევროპა გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების გაყვანის აუცილებლობას ხედავს.


ამის შესახებ „გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა „როსსია 24“–ით ეთერში აპრილში განაცხადა.


„თუ ევროპა თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე მოითხოვს და აუცილებელ კონტრაქტებს მოაწერს ხელს, არ გამოვრიცხავ, გაზის ტრანსპორტირების სახალი პროექტების განხორციელება გახდება საჭირო – მაგალითად, „ჩრდილოეთის ნაკადი–3“, – ამბობდა მედვედევი. კომპანიის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ „გაზპრომი“ მზადაა იმდენი გაზი მიაწოდოს ევროპას, რამდენსაც მოითხოვს.


რუსულმა „გაზპრომმა“ უკვე განახორციელა პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი“. გაზსადენი რუსეთს ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით გერმანიასთან აკავშირებს და ორი მილსადენისგან შედგება. პროექტი ექსპლუატაციაში 2012 წლიდან შევიდა.


მსგავს თემაზე:


„გაზპრომს“ ჰოლანდიაში აქტივები გაუყინეს


ტრამპი მერკელისგან „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ზე უარის თქმას მოითხოვს


„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტში ჩართულ ქვეყნებს ვაშინგტონი სანქციებით ემუქრება


პოლონეთის პრემიერი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ჰიბრიდულ იარაღს უწოდებს


„გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ სასამართლო დავის ფარგლებში „ჩრდილოეთის ნაკადის“ ოპერატორი დააყადაღეს


ლუბმინში „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის გერმანიის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო


სხვა სიახლეები