• Ƀ/$

ამერიკული სანქციების ფონზე რუსული კომპანიები ფასს კარგავენ

9 აგვისტო 15:07 | ეკონომიკა

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებიდანვე მკვეთრად დავარდა ავიაკომპანია „აეროფლოტის“, მსხვილი რუსული ბანკების აქციები, ასევე მკვეთრად გაუფასურდა რუბლი. მიზეზი – აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაანონსება.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აგვისტოს საღამოს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, სკრიპალების მოწამვლის გამო რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს დაუწესებს. სანქციების პირველი პაკეტი 22 აგვისტოდან ამოქმედდება, მეორე – 3 თვის დაგვიანებით, თუ რუსეთი არ წარმოადგენს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის არგამოყენების მყარ გარანტიებს და სამხედროლ ობიექტებზე არ დაუშვებს გაეროს ექსპერტებს.


„აეროფლოტის“ აქციების „ავარიული დაშვება“


ვაჭრობის დაწყებისთანავე რუსული ავიაგიგანტის, „აეროფლოტის“ აქციების ფასი 11%–ით დავარდა, ვითიბი ბანკის – 6%–ზე მეტით, სბერბანკის – 5,2%–ით. ამერიკული მედიის მონაცემებით, სანქციების მეორე პაკეტი, ყველაფერთან ერთად, აშშ–ში „აეროფლოტის“ ფრენების აკრძალვასაც მოიცავს. გაზეთ „კომერსანტის“ მონაცემებით, სანქციები ასევე გულისხმობს რუსეთის სახელმწიფო ბანკებთან ოპერაციების აკრძალვას და აშშ–ში მათი აქტივების გაყინვას. ასევე აიკრძალება რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებით ოპერაციები, რომელთა საბრუნავი პერიოდი 2 კვირას აღემატება.


მსგავს თემაზე:


დოლარის კურსი 66 რუბლს ასცდა. მიზეზი – ახალი სანქციების მზადებაა


სხვა სიახლეები