• Ƀ/$

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარის ღირებულებამ 2.60 ლარს მიაღწია

13 აგვისტო 15:03, 2018 წელი | ფინანსები

თურქული ლირისა და რუსული რუბლის პარალელურად გაუფასურებას განაგრძობს ლარიც. 13 აგვისტოს კურსმა დოლართან მიმართებაში Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 2.60-ს მიაღწია. 

6 თეთრით 2.96-მდეა გაუფასურებული კურსი ევროსთან მიმართებაში, ფუნტის ფასი კი 7 თეთრით 3.32-მდეა გაზრდილი. თუმცა გაუფასურების მიუხედავად ლირასთან ქროს კურსი ისევ მყარდება და ამჟამად 1 ლირა 38 თეთრი ღირს, 1.6 თეთრით ნაკლები ვიდრე დილით. ბოლო რამდენიმე საათში ლარი რუბლის მიმართ უმნიშვნელოდ გაუფასურდა. 


ექსპორტისა და ტურიზმის ზრდის ფონზე ლარის გაუფასურებაში ექსპერტები ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს გამორიცხავენ და აქცენტს ისევ რეგიონულ ვალუტებზე აკეთებენ. 


თურქული ლირის კურსი 6.91-მდე დაეცა, რაც დამატებით 7.5%-იან გაუფასურებას ნიშნავს, 1 იანვრიდან მოყოლებული კი კურსი 83 პროცენტითაა გაუფასურებული. ანკარა კურსის დასაჭერად საკმაოდ არაპრაგმატულ მეთოდებს მიმართავს, კერძოდ: მოქალაქეებს მოუწოდებს გაყიდონ დოლარი, რაც კიდევ უფრო ზრდის პანიკას, რუსეთსა და ჩინეთს ვაჭრობას ეროვნულ ვალუტაში სთავაზობს აღნიშნული რომც მოხერხდეს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება და მყისიერი ეფექტი არ ექნება. ასევე ცნობილი გახდა რომ პროკურატურამ კურსთან დაკავშირებით ფეისბუქ პოსტის გამო რამდენიმე პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


რუბლის კურსი 68-მდე დაეცა, მართალია ლირასთან შედარებით ვარდნა მცირეა, მაგრამ კურსი მინიმუმია 2016 წლის მარტის შემდეგ.


 


მსგავს თემაზე:


აშშ დოლარი 68 რუბლს ასცდა – რუსული ვალუტის ორწლიანი მინიმუმი


ერდოღანის სიძე ლირის გაუფასურების შეჩერების პირობას დებს


სხვა სიახლეები