სოფლის მეურნეობა
ყველი
„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
ელექტრონული სიგარეტი
აზერბაიჯანში შესაძლოა ელექტრონული სიგარეტის გამოყენება აკრძალონ

აზერბაიჯანში, ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე თაჰირ მირკიშილი  ელექტრონული სიგარეტის მოხმარების აკრძალვის წინადადებით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, მირკიშილის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტი მოწევის „მოდური“ სახეობაა, ფართოდ გავრცელებული ახალგაზრდებში, მაგრამ მომავალში ის ძალიან სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს.„ უმეტეს ქვეყნებში ელექტრონული სიგარეტი აკრძალულია. აზერბაიჯანში მათი აკრძალვა არ არსებობს და ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტი შემოდის. თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ზიანი არ არის, შეგვიძლია ამ საკითხზე ინიციატივა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა მან.

სხვადასხვა 1714304460

სესხი
საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქტიური სესხი უფიქსირდება - 300 ათას ადამიანს კრედიტის გადახდა უჭირს

რა არის და რისგან შედგება თქვენი საკრედიტო ისტორია და როგორ უნდა მართოთ ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ ბანკებთან ურთიერთობისას მათ გადაწყვეტილებაზე აისახოს, ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნეს ანალიტიკოსმა, მირიან ჯობავამ ისაუბრა.მირიან ჯობავა: საკრედიტო ისტორია არის თქვენი საკრედიტო გადახდების მთლიანი წყობა. თუკი რამე სესხით გისარგებლიათ, ეს ყველაფერი ინახება ჩვენს ბაზაში და ახალი სესხის აღების დროს, საკრედიტო დაწესებულება ამოწმებს თქვენს ისტორიას. ამაში მოიაზრება ინფორმაცია დეტალურად: სად გქონდათ აღებული სესხი, რა ვადით, როგორი გადახდები გქონდათ, 1-დღიანი ვადაგადაცილებაც კი ნეგატიურად ისახება საკრედიტო ქულაზე.მირიან ჯობავას თქმით, „კრედიტინფოში“ დაახლოებით 3 მლნ ადამიანის ინფორმაცია ინახება. „ჩვენთან 3 მლნ-მდე ადამიანის ინფორმაციაა, აქედან დაახლოებით 1.9 მლნ-ს აქვს აქტიური სესხი, რაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენს. ჯამური ვალდებულება არის დაახლოებით 44.8 მლრდ ლარი და ამ მოცულობიდან ვადაგადაცილება დაახლოებით 300 ათასამდე ადამიანს უფიქსირდება. მათი ჯამური ვალდებულება კი არის 2,100 მილიარდი, რაც ჯამური ვალდებულების დაახლოებით 6%-ია“.მირიან ჯობავას თქმით, ვადაგადაცილებების დროსაც ხდება ჯარიმის პატიება ან გრაფიკის აწყობა ისე, რომ გადაცილება აღარ დაფიქსირდეს.

ეკონომიკა 1714296060

სასტუმრო პარიზში
პარიზის სასტუმროებს ჯავშნების სიმცირის გამო ფასების შემცირება უწევთ

2023 წლის ბოლოდან დაიწყო ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ პარიზის სასტუმროებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ფასები ოლიმპიური თამაშების პერიოდისთვის 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე. ანალოგიური ვითარება შეიქმნა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სხვა ტურისტულ სერვისებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც The Independent აღნიშნავს, შედეგად, ხარბი პარიზელი სასტუმროები კლიენტების გარეშე დარჩნენ - ოლიმპიადის დაწყებამდე სამი თვით ადრე მათი ოთახების მხოლოდ ნახევარი იყო სავსე. შედეგად მათ ფასების შემცირება მოუწიათ.ამრიგად, სასტუმროს ბაზრის ანალიტიკოსის Lighthouse-ის მონაცემები, რომელიც გამოცემას აქვს, აჩვენებს ოლიმპიადის დროს ღამის ღირებულების მუდმივ შემცირებას გასული წლის სექტემბერში 800 ევროზე მეტიდან 500 ევროზე ნაკლებამდე ამჟამად. მხოლოდ ბოლო 30 დღის განმავლობაში სამვარსკვლავიან სასტუმროებში ფასები 9%-ით, ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში 8%-ით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში 6%-ით დაეცა.ერთი თვით ადრე, The Independent-მა აღნიშნა, რომ პარიზში ტურიზმის უმაღლესი ოფიციალური პირები ელოდნენ, რომ თამაშების განმავლობაში სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი 60-იდან 70 პროცენტამდე იქნებოდა. შედარებისთვის, 2023 წლის ივლისში დაკავებულობის საშუალო მაჩვენებელი 91% იყო.

სხვადასხვა 1714294800

ხალხი
სად ცხოვრობს ყველაზე მეტი/ცოტა ადამიანი საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.უფრო კონკრეტულად კი, ყველაზე ბევრი და ყველზე ცოტა ადამიანი საქართველოს შემდეგ რეგიონებში ცხოვრობს:🔵 ქ. თბილისი - 1 258 მლნ🔵 იმერეთი - 442 ათასი🔵 ქვემო ქართლი - 436 ათასი🔵 აჭარის ა.რ. – 363 ათასი🔵 კახეთი - 299 ათასი🔵 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 287 ათასი🔵 შიდა ქართლი - 244 ათასი🔵 სამცხე-ჯავახეთი - 142 ათასი🔵 გურია - 101 ათასი🔵 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26 ათასისტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

საზოგადოება 1714291800

ბიატლონის ტრასა
მთავრობამ ბაკურიანში ბიატლონის ტრასის აშენება 6.8 მლნ ლარით გააიაფა

მთავრობამ დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის აშენება 6.8 მლნ ლარით გააიაფა.საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თებერვალში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.6 მლნ ლარი იყო. მაშინ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა, თუმცა ის საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა - სამივე კომპანია ტენდერიდან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცირდა.ხელახლა ფონდმა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის ტენდერი 23 აპრილს გამოაცხადა. ტენდერში განცხადებების მიღება 3 მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9.746 მლნ ლარია (დღგ-ს ჩათვლით). დაბა ბაკურიანში ბიატლონის ტრასის, სასროლეთის, ხელოვნური ნაგებობების, ელექტრო მომარაგებისა და ხელოვნური გათოვლიანების მანქანებისთვის წყალმომარაგების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია „გლობალ პროჯექთის“ მიერ არის მომზადებული.

სხვადასხვა 1714288320

ბზობა
დღეს ბზობის დღესასწაული აღინიშნება

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ბა­ი­ა­ო­ბას, ანუ ბზო­ბას უწო­დე­ბენ. იგი ათორ­მეტ­თა­გან რი­გით პირ­ვე­ლი მოძ­რა­ვი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის წინა კვი­რა დღეს აღი­ნიშ­ნე­ბა.წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მა­ცხოვ­რის შეს­ვლა იე­რუ­სა­ლიმს ძლე­ვა­მო­სი­ლი მე­ფის სა­ტახ­ტო ქა­ლაქ­ში შეს­ვლას ჰგავ­და და მას უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ზე­ი­მო შეხ­ვედ­რა მო­უ­წყვეს. იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვალ მა­ცხო­ვარს გზა­ზე ხალ­ხი სა­მო­სელს უფენ­და, ზოგს კი პალ­მის რტო­ე­ბი ეკა­ვა და ასე ეგე­ბე­ბო­და მას. ყო­ვე­ლი მხრი­დან ის­მო­და ღა­ღა­დი­სი: "ოსა­ნა ძესა და­ვი­თი­სა­სა, კურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­საჲთა! ოსა­ნა, რო­მე­ლი ხარ მა­ღალ­თა შინა!" დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მლოც­ვე­ლე­ბი ტაძ­რებ­ში ბზის რტო­ე­ბით და სან­თლე­ბით მი­დი­ან. ეკ­ლე­სი­ებ­ში ბზა იკურ­თხე­ბა, რო­გორც სიმ­ბო­ლო უფ­ლის­თვის მი­გე­ბე­ბი­სა. ბზო­ბის გამო დიდ­მარ­ხვის ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია. შემ­დეგ ერთი კვი­რა კი მორ­წმუ­ნე­თათ­ვის მძი­მეა, რად­გან ვნე­ბის შვი­დე­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბა.

საზოგადოება 1714285740