• Ƀ/$

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება

11 მარტი 10:20 | ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტს ყველა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ჰქონდა.

„როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ამ პროექტის ინიციატორი იყო მთავრობა. რა თქმა უნდა, ამ პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ეს მარტივი გადასამოწმებელია“, - აღნიშნა მან.


ვიცე-პრემიერის თქმით, 2014 წლიდან მთავრობა ჩართულია ანაკლიის პროექტის განვითარებაში და  საფინანსო ინსტიტუტებთან მუდმივად ახდენს ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის დემონსტრირებას. სწორედ მთავრობის ძალისხმევით მოხდვდა ანაკლიის პორტი ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მიერ გამოქვეყნებული პროექტების ჩამონათვალში.


„ანაკლიის პორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება სახელმწიფოსგან. მას დაცვა მთავრობისგან არ სჭირდება. ამ პროექტს სჭირდება შესრულება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მსგავს თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდა


გიორგი გახარიამ ანაკლიის პორტს მხარდაჭერა გამოუცხადა


პრემიერ–მინისტრი ანაკლიის პორტს თავისი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს


ბიზნესომბუდსმენი ანაკლიის პორტზე შუამდგომლობისთვის მზად არის



სხვა სიახლეები