• Ƀ/$

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს

14 მარტი 17:58 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ბრიუსელის სამიტზე, ნატო-ს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველო ალიანსისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის და მოკავშირეებს არაერთხელ დაუდასტურებიათ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. საქართველო, ასევე, არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა ნატოს ოპერაციებსა და მისიებში.


საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და შესაბამისად, საქართველოს ნატო-ში გაწერვიანებისათვის მომზადებას ემსახურება. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC); თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა; ლოგისტკურ შესაძლებლობა; სპეციალური ოპერაციების ძალბი; დაზვერვა; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და  უსაფრთხო კომუნიკაცია; კიბერ თავდაცვა; შესყიდვები; ავიაცია; საჰაერო თავდაცვა; საზღვაო უსაფრთხოების განვითარება; სამხედრო პოლიცია; სტრატეგიული კომუნიკაციები; კონტრ-მობილობა და კრიზისის მენეჯმენტი.


ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მხარდაჭერილია დაახლოებით 40 რეზიდენტი და არარეზიდენტი ექპერტების მიერ ყველა მოკავშირე ქვეყნიდან, ასევე ფინეთიდან და შვედეთიდან. მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე, ახორციელებენ დაფინანსებას წვრთნების, საქართველოს საერთაშორისო სწავლებებში მონაწიოების და მსუბუქი შეიარაღების მიმართულებით.


ექვსი ინიციატივის ამოცანები 2019 წელს შესრულდება. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შესწყიდვების გამჭვირვალე კანონმდებლობის განვითარებაში, კიბერ თავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების ხელშეწყობაში.


სხვა ინიციატივები, როგორებიცაა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, რა ხანია, რაც არაერთ ღონისძიებას თავაზობენ სამხედრო და სამოქალაქო პირებს.


2018 წელს, მოკავშირეებმა საქართველოსთვის გაზრდილი მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს, რომელიც კონტრ-მობილობის, წვრთნებისა და საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა და  უსაფრთხო კომუნიკაციის სფეროებს მოიცავს.“


მსგავს თემაზე:

მაკედონიამ ნატოსთან გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი


„ნატო-საქართველოს სწავლება 2019" 18-29 მარტს გაიმართება



სხვა სიახლეები