• Ƀ/$

Facebook დიზაინს განაახლებს

1 მაისი 10:13 | ტექნოლოგიები

Facebook საიტისა და აპლიკაციების რედიზაინს განახორციელებს: გაფორმებიდან ლურჯი ფერი გავა და უფრო ნათელი გახდება.

ამის შესახებ Facebook–ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის F8 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა.


ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება იქნება ლურჯი „ქუდის“ მოშორება. ახალი დიზაინი გაცილებით ნათელ ფერებში იქნება გამოსახული.


ცუკერბერგის თქმით, ფოკუსირება ჯგუფებსა და ისტორიებზე მოხდება – ეს განყოფილებები უფრო შესამჩნევი გახდება.


კომპანია ახალ ფუნქციებსაც ჩაუშვებს, რომელთა მეშვეობით მომხმარებლებს უფრო გაუადვილდებათ შესაბამისი ინტერესების მქონე მეგობრების მოძებნა.


Facebook–ს ყოველდღიურად 1,56 მლრდ აქტიური მომხმარებელი ჰყავს.


მსგავს თემაზე:

FACEBOOK 2020 წლისთვის 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადადის


ცუკერბერგი Facebook–ის ალგორითმს საფუძვლიანად ცვლის


Facebook-მა არსებობის ისტორიაში უდიდესი შეფერხება გადაიტანა


Facebook საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის



სხვა სიახლეები