• Ƀ/$

უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მლნ ლარი გამოიყო

10 მაისი 18:28 | ეკონომიკა

მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ძირითადად, საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.


პრემიერ-მინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის USAID-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.


საქართველოს თავის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომფინარე მზის ენერგიის გამოყენების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამ დრომდე მზის ელექტროსადგური არ არსებობს. ცალკეული მზის პანელების ჯამური გამომუშავება დაახლოებით 2 მლნ კვტ/სთ-ა, რაც მთელი მოზმარების 0.02%-ზე ნაკლებია. სემეკის გადაწყვეტილებით მომხმარებელეს ქსელზე მიერთების უფლება მიეცა რაც დღის განმავლობაში ჭარბი ენერგიის ქსელში მიწოდებას და სანაცვლოდ ღამით თელასის/ენერგოპროს ელექტროენერგიის მიღების საშუალებას იძლევა.
 


მსგავს თემაზე:

საქართველოში პირველი მზის ელექტროსადგური აშენდება


მზის პანელების ფასები მცირდება - წარმოება იზრდება


N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა


აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება



სხვა სიახლეები