• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 80 მლნ ისესხა

11 ივნისი 14:23 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 11 ივნისს, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  73 829 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.504 პროცენტით განისაზღვრა.


იმავე დღეს აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  138 230 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.600 პროცენტით, მაქსიმალური 6.710 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  6.684 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები