• Ƀ/$

სომხეთში ლავროვის ორდღიანი ვიზიტის დღისწესრიგი ცნობილია

8 ნოემბერი 17:36 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 10-11 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.


„მინისტრის დღისწესრიგით გათვალისწინებულია სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრები“, - განაცხადა ზახაროვამ.


ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის „ევრაზიული კავშირის“, „კუხოს“, დსთ-ის, გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, „შავი ზღვის თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფარგლებში.


„მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე“, - დაამატა ზახაროვამ.


სხვა სიახლეები