უსაფრთხოების ღვედების გამოყენება შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებების უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს.ამ ვალდებულების შემოღებისა და რეგულირების თაობაზე საუბარია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა.დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების კონტექსტში, უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად სიკვდილიანობის და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.“კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება.საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პროაქტიურად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას“, - წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში.ინტერპრესნიუსი
1786510048
1786340520
სასულიერო პირების სასკოლო კლუბებს სამინისტრო დააფინანსებს – რას ამბობენ პედაგოგებისაჯარო სკოლებში ე.წ „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში შექმნილ სასულიერო კლუბებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.კლუბების დაფინანსებაზე კითხვები დაუსვა „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ სასულიერო პირების კლუბებში მუშაობა ანაზღაურებადი იქნება და კლუბებიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება. „ღირებულებითი განათლების კლუბები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება. სკოლებში დამატებითი შემეცნებითი აქტივობის განხორციელება ანაზღაურებადია, ასეა ღირებულებითი კლუბების შემთხვევაშიც“, – გვწერს სამინისტრო. კლუბებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტზე კითხვის პასუხად სამინისტროში გვითხრეს, რომ ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.„ბათუმელები“ ესაუბრა საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელს, რომლებსაც არაერთი სასკოლო კლუბი ჰქონიათ ამ წლების განმავლობაში – არაფორმალურ განათლებაში არიან ჩართული. მათ ვკითხეთ, თუ დაინტერესებულა აქამდე განათლების სამინისტრო ამ კლუბების მხარდაჭერით და მიუღიათ თუ არა ოდესმე სახელმწიფო დაფინანსება კლუბური აქტივობისთვის?ლალი მარგიანი მარნეულში, სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში ასწავლის და არაერთი პროექტის ავტორია. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა სამინისტრო აცხადებდა საგრანტო კონკურსებს, თუმცა ეს იყო ერთჯერადი აქტივობა და განგრძობითი სახე არ ჰქონია.„ადრე იყო საგრანტო პროექტები – ორჯერ მოვიგეთ. ამ გრანტის ფარგლებში გახსნილი მქონდა ციფრული და ხელოვნების კლუბი – „ჩემი კრეატიული სკოლა“. შემდეგ ეს გრანტები შეწყდა.შემდეგ მქონდა ეკოკლუბი, რომელსაც დაფინანსება არ სჭირდებოდა. შარშან უკვე არანაირი კლუბი აღარ მქონია.სამინისტროს გრანტები უფრო მთის სკოლებზე მოდიოდა, მაგრამ აქაც მოთხოვნა იყო ის, რომ სკოლა არ უნდა ყოფილიყო მცირეკონტინგენტიანი. ამიტომ მესამედ აღარ მიმიღია მონაწილეობა“, – ამბობს ლალი მარგიანი. მისი თქმით, სამინისტროსგან მაქსიმუმ 5 000-ლარიანი დაფინანსება იყო გამოყოფილი ამ ერთჯერადი გრანტებისთვის. სკოლებს ყველაზე მეტად დასავლური გრანტები ეხმარებოდა და ყველაზე მეტი პროექტიც სწორედ ამ გრანტების მეშვეობით ხორციელდებოდა სკოლებში. „ზოგს ჰქონდა ევროკავშირის გრანტი, ზოგს USAID-ის გრანტები, მაგრამ ახლა ეს დაფინანსებაც შეწყდა და არც სახელმწიფო გრანტები არსებობს“, – გვეუბნება ლალი მარგიანი. რამდენად სამართლიანია, თუ სახელმწიფო სასულიერო კლუბებს დააფინანსებს, სხვა სამოქალაქო კლუბებს კი არა? – ვკითხეთ ლალი მარგიანს. ამბობს, რომ ე.წ „ღირებულებითი კლუბების“ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე ჯერ არაფერი სმენია. „თუ მე არ მაფინანსებენ, ისინი რატომ უნდა დააფინანსონ? იქნებ გადმოგვხედონ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც“, – გვეუბნება ლალი.მისი თქმით, მინიმუმ ორი წელია სახელმწიფოს საერთოდ არ გამოუცხადებია რაიმე საგრანტო კონკურსი არაფორმალური განათლების გასაძლიერებლად და ბიუჯეტში თანხები გამონახეს, რელიგიური კლუბების ფუნქციონირებისთვის.„ჩვენთან ამ ღირებულებით კლუბებსაც არ გახსნიან ალბათ, რადგან მუსლიმი ბავშვები სწავლობენ ძირითადად სკოლებში ან სომეხი მოსწავლეები არიან“, – ამბობს ლალი მარგიანი.„ბათუმელები“ ესაუბრა კიდევ ორ მასწავლებელს, რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობენ არაფორმალური განათლების მიმართულებით.ლამარა ბოლქვაძეც მარნეულში, სოფელ მარადისში საჯარო სკოლაში ასწავლის და 2017 წლიდან აქვს ეკოკლუბიც, რომელიც ენთუზიაზმზე მუშაობს.„ჩვენ თვითონ ვაგროვებთ ხოლმე თანხებს. ხან ხელნაკეთ ნივთებს ვყიდით, ხან ყვავილებს, პატარა სათბური გვაქვს და მოგვყავს ცოტ-ცოტა მოსავალიც. ახლა ცუდი ამინდების გამო გაგვიფუჭდა სათბური და გვინდა შევაკეთოთ.მოგებული გვაქვს ნიკო კეცხოველის კონკურსიც და კლუბის აქტივობებში ასამდე ბავშვია ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან 50 000 ლარამდე გრანტები გვაქვს მიღებული სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ წელს, არცერთი პროექტი არ გვქონია. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად შევძლებთ აწი ფუნქციონირებას. ეს ორი თვე უძრავად ვართ. ვინც მუშაობს, ისინიც ენთუზიაზმით მუშაობენ. USAID-ის მხარდაჭერა ჰქონდათ სკოლებს წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ვეღარ აფინანსებენ ვერავის. არადა, არაფორმალური განათლება საუკეთესოა ბავშვებისთვის, რადგან თავიანთ სურვილის და ინტერესების მიხედვით მონაწილეობენ ბავშვები აქტივობებში.წარმოიდგინეთ, გარემოს მდგრადი განვითარების 17 მიზანი და ამ მიზნისკენ რა აქტივობებიც შეიძლება დაიგეგმოს, სულ ბავშვების მოფიქრებულია და ეს არის ძალიან დიდი ცოდნა, ჩემი აზრით.გარდა ამისა, ერთ-ერთი პუნქტი ამ მიზნებში არის ხარისხიანი განათლება და ამ მიმართულებითაც ბავშვები ბევრ საინტერესო აქტივობას იფიქრებენ. რა შეეხება სასულიერო პირების კლუბებს, სიმართლე გითხრათ, მაგ ინიციატივის შესახებ ბევრი არაფერი გამიგია. ამდენი ხანია ამდენი საინტერესო კლუბი ფუნქციონირებს და თუ დაფინანსება შეიძლება, ჩვენმა კლუბებმა რა დააშავეს?“ – ამბობს ლამარა ბოლქვაძე. ვესაუბრეთ დალი კეკელიძესაც, რომელიც სოფელ შულავერის პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის.„მაშინ უფრო აქტიურები ვიყავით, როცა USAID-ი გვაფინანსებდა, ახლაც მაქვს ეკოკლუბი და CENN-ის პროექტებშიც ვარ ჩართული. მანამდე უფრო მეტ რესურსს ვიღებდით, მეტ პროექტში ვრთავდით მოსწავლეებს, ახლა არ ვიცი, როგორ იქნება. ახლაც ვცდილობ გამოვჩხრიკო ხან ევროკავშირის დაფინანსებული პროექტები, ხან რაღაც სხვა. განათლების სამინისტროს პროექტები უფრო სპორტის მიმართულებითაა და ვერ ვიხსენებ, იყო თუ არა ჩვენი სკოლა რაიმეში ჩართული“, – ამბობს დალი კეკელიძე. „ღირებულებით კლუბებზე“ არც მას აქვს სრული ინფორმაცია და არც იმის მოლოდინი, რომ მაგალითად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში დანერგავენ. „შესაძლოა მშობლებსაც ჰქონდეთ პროტესტი, რადგან რელიგიური კლუბებია და აქ უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს. თუ სამართლიანობაა, მაშინ ყველა კლუბი ერთნაირად უნდა ფინანსდებოდეს“, – გვეუბნება დალი კეკელიძე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს ამ დროისთვის 175 კლუბი აქვთ გახსნილი საჯარო სკოლებში. სექტემბრიდან კი ახალი კლუბების გახსნა იგეგმება და ამისთვის 129 სასულიერო პირიც გადაუმზადებიათ.მათივე ინფორმაციით, კლუბებში 4 375 მოსწავლეა ჩართული.
1786165140
საზამთროსა და ნესვის 50 ნიმუში ნიტრატების შემცველობაზე შემოწმდა - სეს-ის მონიტორინგის შედეგებისაზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.„სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში.კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატებასეზონის გათვალისწინებით,სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს“, - ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.
1786112220
17.2 მლნ ლარი თბილისის საბავშვო ბაღების საკვებისთვის - რა პროდუქტებს ყიდულობს სახელმწიფოთბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ექვსი - ჯამში, 17.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა.შესყიდვების ჩამონათვალშია: საქონლისა და ქათმის ხორცი, ორაგულის ფილე, იმერული ყველი, მაკარონი, ხილფაფა და სხვა პროდუქტები.შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროდუქტებზე მოთხოვნები მხოლოდ რაოდენობასა და მიწოდების პირობებს არ მოიცავს - დოკუმენტებში დეტალურად არის გაწერილი, როგორი შემადგენლობის, ხარისხისა და მდგომარეობის უნდა იყოს კონკრეტული სურსათი.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალებს, თუ რა პროდუქტების შეძენას და რა სავარაუდო ღირებულებით გეგმავს სახელმწიფო თბილისის საბავშვო ბაღებისთვის.სხვადასხვა საკვები პროდუქტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 990 528 ლარიამ კატეგორიაში შედის მარილი, შაქარი, ხილის ჩაი, საფუარი, ცანილი, ძმარი, სოდა, ორცხობილა, მაკარონი, ვერმიშელი, ვაშლის ჩირი და ქიშმიში.ტომატ-პასტა და ხილფაფა - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 328 071 ლარისატენდერო პირობების მიხედვით, ტომატის პროდუქტის შემადგენლობა 100% პომიდორი უნდა იყოს. რაც შეეხება ხილფაფას, ის უნდა იყოს დამზადებული არანაკლებ 60% ხილისგან და არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს. ამასთან, ჯემს უნდა ჰქონდეს მხოლოდ დამზადებისას გამოყენებული ხილისთვის დამახასიათებელი არომატი.იმერული ყველი - 1.8 მლნ ლარირძის პროდუქტების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 763 838 ლარია. ამ კატეგორიაში მხოლოდ ყველი შედის. ტენდერის პირობების მიხედვით, ბაღებისთვის განკუთვნილი ყველი უნდა იყოს „იმერული“, პასტერიზებული რძისგან დამზადებული, ნაკლებად მარილიანი და ქარხნული წარმოების. დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია, რომ პროდუქტი უნდა იყოს წათხის რბილი ყველი და არ უნდა ჰქონდეს არადამახასიათებელი ფერი, სუნი ან გემო. გარდა ამისა, ყველი არ უნდა იყოს დამზადებული აღდგენილი რძისგან, მათ შორის რძის ფხვნილისგან, და არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს.ქათმის ხორცი - 1.9 მლნ ლარიცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ხორცისა და ხორცის პროდუქტების კატეგორიაში ამ შემთხვევაში მხოლოდ ქათმის ხორცია გათვალისწინებული. მისი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 899 925 ლარია. სატენდერო პირობების მიხედვით, ქათმის ხორცი უნდა იყოს გაციებული და ახალი, თავ-ფეხისა და შინაგანი ორგანოების გარეშე და გასუფთავებული.ორაგულის ფილე - 3.4 მლნ ლარიდაკონსერვებული თევზის, კერძოდ, ორაგულის ფილეს შესყიდვაზე 3 391 254 ლარია გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეთავაზებული თევზი უნდა იყოს შემდეგი სახეობებიდან ერთ-ერთი: Atlantic salmon (Salmo salar), Chinook salmon (Oncorhynchus tschawytscha), Coho salmon (Oncorhynchus kisutch), Pink salmon (Oncorhynchus gorbuscha) ან Sockeye (Oncorhynchus nerka). ამასთან, პროდუქტი უნდა იყოს გაყინული მშრალი, სწრაფი გაყინვის მეთოდით - შოკირებული მეთოდით, -18 გრადუს ცელსიუსზე.საქონლის ხორცი - 9.9 მლნ ლარიყველაზე დიდი თანხა თბილისის საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის შესყიდვაზეა გათვალისწინებული - 9 849 800 ლარი. სატენდერო პირობების მიხედვით, ხორცი უნდა იყოს ძროხის, ახალი, გაუყინავი და გაცივებული. ამასთან, პროდუქტი უნდა იყოს ძვალგამოცლილი.საბოლოოდ, სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად გამოცხადებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 17 232 888 ლარს შეადგენს.სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შესასყიდი სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.წინადადებების მიღება ყველა აღნიშნულ საკვებ პროდუქტზე 11 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება.BPN
1784523633
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონიასხვა სიახლეები
ევროპის მსხვილი აეროპორტების მგზავრები ევროკავშირის შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის (EES) ამოქმედების შემდეგ ხანგრძლივ რიგებს აწყდებიან. ამის შესახებ Financial Times ანალიტიკურ ჯგუფ Qsensor-ზე დაყრდნობით წერს.გამოცემის ინფორმაციით, ფრანკფურტის აეროპორტში ივლისში ლოდინის მაქსიმალურმა დრომ 120 წუთს მიაღწია, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 60 წუთს შეადგენდა. მიუნხენის აეროპორტში რიგების ხანგრძლივობა 31 წუთიდან ერთ საათამდე გაიზარდა, ხოლო ამსტერდამში – 80 წუთიდან 120 წუთამდე.EES სისტემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან შენგენის ზონის გარე საზღვრების კვეთისას თითის ანაბეჭდებისა და სახის გამოსახულების რეგისტრაციას ითვალისწინებს.სისტემის დანერგვას თან ახლავს შეფერხებები, ტექნიკური ხარვეზები და აღჭურვილობასთან დაკავშირებული პრობლემები.მგზავრთა ნაკადის პიკურ პერიოდებში ზოგიერთმა აეროპორტმა დროებით შეაჩერა შემოწმების ცალკეული პროცედურები, მათ შორის თითის ანაბეჭდების შეგროვება.ევროკომისიის განცხადებით, სისტემაში რეგისტრაციას საშუალოდ დაახლოებით 70 წამი სჭირდება, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ უკვე 160 მილიონი შესვლა და გასვლა დაფიქსირდა.gbc.ge
მსოფლიო • 1786510134
უსაფრთხოების ღვედების გამოყენება შესაძლოა სატრანსპორტო საშუალებების უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს.ამ ვალდებულების შემოღებისა და რეგულირების თაობაზე საუბარია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა.დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების კონტექსტში, უსაფრთხოების ღვედების გამოყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა შედეგად სიკვდილიანობის და მძიმე ტრავმების თავიდან აცილების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევა.“კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება.საზოგადოებაში უსაფრთხოების ღვედების გამოყენების მაღალი დონის კულტურისა და გამოყენების მდგრადი მაჩვენებლის მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა. ამდენად, იგეგმება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სათანადო ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება და ეფექტური აღსრულების მექანიზმის უზრუნველყოფა, ხოლო მეორე მხრივ, მიზანმიმართული სოციალური კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების პროაქტიურად განხორციელება, რაც განაპირობებს მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას“, - წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში.ინტერპრესნიუსი
საზოგადოება • 1786510048
საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა.სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, იგეგმება მისი გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 2019 წელთან შედარებით, ალკოჰოლური თრობისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევები 12.9%-ით შემცირდა.როგორც საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, 2025 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა 109 შემთხვევაში დასახელდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად. აღნიშნულ შემთხვევებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 129 ადამიანი დაშავდა.ამასთან, საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.მათ შორის, იგეგმება ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივი დანერგვა ქვეყნის მასშტაბით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მყოფი მძღოლების უკეთ იდენტიფიცირებისთვის.სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან ბრძოლისთვის ეფექტურია მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მკაფიო რეგულაციებთან ერთად სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღსრულებასაც აერთიანებს.შეგახსენებთ, რომ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.მათი შეფასებით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.დოკუმენტის თანახმად, საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შუალედური და საბოლოო შეფასება განხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს.შეფასების შუალედური ანგარიში მომზადდება 2029 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა), ხოლო საბოლოო ანგარიში - 2031 წელს (არაუგვიანეს კალენდარული წლის ივნისის თვისა).საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 98 923 578 ლარს.
საზოგადოება • 1786454181
საქართველოს ბანკი მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მუდმივად ქმნის შესაძლებლობებს, მიიღონ ცოდნა, გაეცნონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკებს და განვითარდნენ პროფესიულად.ამჯერად, ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი მიზანი ორგანიზაციებში ეფექტიანი ლიდერობის როლის, მიდგომებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების განხილვა გახლდათ.შეხვედრას სახელწოდებით „ლიდერობა ორგანიზაციაში − ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვგონია“ ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი და მენეჯმენტ კონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი უძღებოდა. ღონისძიებას 200-მდე ადამიანი დაესწრო. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა - მონაწილეების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, განსახილველი საკითხები წინასწარ შევსებული კითხვარის საფუძველზე შეირჩა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სპიკერთან ერთად განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, დაესვათ კითხვები და საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ.
ბიზნესი • 1786454020
როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს?თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკავშირებს ერთმანეთთან და ერთ დიდ მეგობრულ ქსელს ქმნის, სადაც მთავარი ძალა ურთიერთმხარდაჭერაა. პროექტის წესი უცვლელი და მარტივია: ნებისმიერ მონაწილე ობიექტში დაგხვდებათ პოსტერი ჯაჭვის შემდეგი წევრის ფასდაკლების კუპონით. ჩამოხევთ კუპონს, მიდიხართ სხვა ბიზნესთან ფასდაკლების მისაღებად, სადაც კიდევ ახალი ობიექტის კუპონს აღმოაჩენთ - ასე იკვრება წრე.პირველი წრე Dodonut-იდან იწყებადოდონატი ქართული დონატების საცხობი და კაფეტერიაა, რომელიც ცნობილია ყოველდღიურად ახალგამომცხვარი, ფუმფულა და უგემრიელესი დონატებით. დოდონატი მაღალ ხარისხთან და მრავალფეროვან გემოებთან ასოცირდება, სადაც ტკბილეულთან ერთად არომატული ყავისა და ცივი სასმელების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. ამ წარმატების უკან კი შეკრული გუნდი და დიდი ენთუზიაზმი დგას, ბრენდმა გაფართოებაც მალევე შეძლო და ბათუმშიც გახსნა ფილიალი.როგორც დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, ამბობს, ამ კამპანიაში მონაწილეობაზე ბევრი არ უფიქრია:„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მხოლოდ დადებითი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ამ ინიციატივაში ჩართვაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. მცირე ბიზნესები, ფაქტობრივად, საერთო საქმეს ვემსახურებით, თითოეული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, როცა სხვაზე ზრუნავ, ეს აუცილებლად დადებითად აისახება შენს ბიზნესზეც.“გზა გრძელდება City Hikers-ისკენDodonut-იდან წამოღებული ფასდაკლებით გზას City Hikers-ისკენ აგრძელებ. ეს არის სამეზობლო კოფიშოპი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გელოდება. იქნება ეს დილის ყავა, შუადღის ბრანჩი თუ საღამოს განტვირთვა ჭიქა ღვინოსთან ერთად. City Hikers-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, თუ რატომ არის მისთვის მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები და საქართველოს ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი:„ჩვენი საქმიანობის გაზიარება სხვა მცირე ბიზნესების მომხმარებლებთან გვეხმარება, უფრო სწრაფად გავზარდოთ ცნობადობა და მეტ ადამიანს გავაცნოთ საკუთარი თავი. ამასთანავე, ამგვარი თანამშრომლობა მეგობრული ურთიერთობების კარგი დასაწყისია, რამაც შესაძლოა მომავალში ახალი კოლაბორაციები წაახალისოს. ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია, გადამწყვეტია, რადგან მცირე ბიზნესებს ხშირად გვიჭირს, მოკლე დროში ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა. ეს პლატფორმა კი შესანიშნავი საშუალებაა ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად და მიზნების გასაძლიერებლად.“ჩაერთეთ ჯაჭვშიჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, სადაც სტუმრებს მასპინძლობთ, და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი. მონაწილეობა მარტივია: შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე, დატოვეთ თქვენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ; მიიღეთ პოსტერი: მიიღებთ სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს; უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ თქვენთან გადმოინაცვლებენ. ამ პროექტით მონაწილე ბიზნესები ქალაქში ახალ მარშრუტს ქმნიან. ობიექტების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი. ეს ინიციატივა ამტკიცებს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით წინსვლა ბევრად უფრო ადვილია. ჯაჭვი არ ჩერდება და უფრო და უფრო იზრდება, ასე რომ, დაელოდეთ მომდევნო სტატიებს და აღმოაჩინეთ ახალი სივრცეები.ჩაერთეთ ჯაჭვში
ბიზნესი • 1786442425
თუ მცირე ბიზნესს მართავ, ალბათ უკვე იცი, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უამრავი როლის შეთავსება გიწევს - ზოგჯერ მარკეტერი ხარ, ხანაც ფინანსისტი ან გაყიდვების მენეჯერი. სწორედ ამიტომ, ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე ღირებული რესურსი ხშირად არა დამატებითი დრო, არამედ ცოდნა ხდება.საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge მცირე და საშუალო ბიზნესებს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება - პრაქტიკული, სრულად დაფინანსებული ონლაინ კურსებით, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის რეალურ საჭიროებებზეა მორგებული. თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი უფრო ორგანიზებული, კონკურენტუნარიანი და ციფრულად გამართული გახდეს, ეს 8 კურსი განსაკუთრებით დაგაინტერესებს.მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებიდღეს ბიზნესში ინტუიცია ხშირად აღარ არის საკმარისი - სწორი გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება. ეს კურსი დაგეხმარება გაიგო, როგორ გამოიყენო მონაცემები სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და როგორ ჩამოაყალიბო ორგანიზაციაში მონაცემებზე დაფუძნებული კულტურა. კურსს უძღვება ქრისტინე ლორთქიფანიძე, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ანოვას“ თანადამფუძნებელი.პროდუქტის განვითარებაბიზნესში ბევრი კარგი იდეა იბადება, თუმცა მათი რეალობად ქცევა - დიდი გამოწვევაა ხოლმე. ამიტომაც, პროდუქტის განვითარების კურსზე გაეცნობი პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარება იდეა რეალურ პროდუქტად აქციო, არსებული სერვისი გააუმჯობესო და თანამედროვე მიდგომები დანერგო. კურსს უძღვება ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი ერეკლე ინაშვილი.Canva მცირე და საშუალო ბიზნესისთვისთუ გსურს, რომ შენი ბიზნესი სოციალურ მედიაში უფრო პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, Canva-ს კურსი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია. აქ ისწავლი, როგორ შექმნა ვიზუალურად გამართული სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და მარკეტინგული მასალები, რომლებიც მომხმარებელზე შთაბეჭდილებას მოახდენს. კურსს ციფრული მარკეტერი ლაშა ხორგუაშვილი უძღვება.საჯარო გამოსვლის უნარებიგაიარეთ ბიზნესკურსი საჯარო გამოსვლის უნარების შესახებ და გახდით უკეთესი პრეზენტატორი. ამ კურსით გაიგებთ, რატომ არის აუცილებელი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის საჯარო გამოსვლისა და დარწმუნების უნარები და როგორ შეგიძლიათ მისი განვითარება. კურსს უძღვება რუსუდან კვაჭანტირაძე, ICF-ის მიერ სერთიფიცირებული PCC ქოუჩი.ელექტრონული კომერციაონლაინ გაყიდვები უკვე დიდი ხანია, ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა. ელექტრონული კომერციის კურსი გასწავლის, როგორ შექმნა ონლაინ მაღაზია, რომელი პლატფორმები გამოიყენო, როგორ დაგეხმარება ხელოვნური ინტელექტი და რა როლი აქვს ციფრულ მარკეტინგს წარმატებული eCommerce ბიზნესის განვითარებაში. მას ელკომერციის სპეციალისტი, თორნიკე აფხაზი უძღვება.MS Excel-ის გამოყენებაExcel დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მცირე ბიზნესისთვის. კურსზე ისწავლი, როგორ შექმნა გამართული და მარტივად სამართავი ფაილები, როგორ დაამუშაო მონაცემები და გამოიყენო დაგროვილი ინფორმაცია ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მისაღებად. კურსს უძღვება ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი და MS Excel-ის ტრენერი გიორგი დათუკიშვილი.პროექტების მართვანებისმიერ ბიზნესში, სადაც რამდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს, პროექტების მართვის უნარი აუცილებელი ხდება. ამ კურსზე გაიგებ, როგორ იგეგმება პროექტი, რა ეტაპებს გადის იდეიდან განხორციელებამდე და როგორია წარმატებული პროექტის მართვის მეთოდოლოგია. კურსს პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე უძღვება.კონტენტის მენეჯმენტიდღეს მომხმარებელთან ურთიერთობის დიდი ნაწილი ციფრულ სივრცეში მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იცოდე, როგორ წარადგინო შენი პროდუქტი ან მომსახურება სოციალურ მედიაში ისე, რომ სასურველ აუდიტორიამდე სწორად მიაღწიო. კონტენტის მენეჯმენტის კურსი ამ პროცესის უკეთ გააზრებაში დაგეხმარება. კურსს ესერტი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებელი, ლიანა მეტრეველი უძღვება.Businesscourse.ge-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კურსები შეგიძლია საკუთარ ტემპში გაიარო, მაშინ, როცა შენთვის მოსახერხებელია. პლატფორმაზე განთავსებული მასალები ადგილობრივ, პრაქტიკულ გამოცდილებასა და თანამედროვე ბიზნეს ტენდენციებზეა დაფუძნებული, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებს რეალურ განვითარებაში ეხმარება.თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი უფრო ეფექტურად მართო, პროცესები გაამარტივო და თანამედროვე ციფრულ გარემოს უკეთ მოერგო - Businesscourse.ge-ზე შენთვის საჭირო ცოდნას აუცილებლად იპოვი.
ბიზნესი • 1786437273








