საზოგადოება
გიორგი კალანდარიშვილი
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება - ცესკოს თავმჯდომარე

„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები მოწოდებებით, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და გააკეთონ საჯარო განცხადება.„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ განაცხადა, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა.ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, მაშინ როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავდაუზოგავად მუშაობენ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მათ ინტერესებს და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას მათი კანონიერი უფლებების დასაცავად. შეტყობინების ადრესატი ჩვენი კოლეგები საარჩევნო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად აგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას.სამწუხაროდ, აქამდეც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება.ბუნებრივია, ასეთი ტენდენციები, უკვე არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს“, - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს.„მინდა მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციის - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელი შეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას.აქვე მივმართავ იმ პირებს თუ ჯგუფებს ვინც გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს. პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი.ჩვენი მხრივ კი, კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ მიუხედავად ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას.საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი“,  განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

1728745782

1728734468

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.„ძვირფასო მგზავრებო!14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

1728723647

სად დამონტაჟდება გამონაბოლქვის მონიტორინგის სისტემები და როგორი იქნება სანქციები

თანამედროვე ევროპული პრაქტიკით ჰაერის ხარისხს დაახლოებით, 30 წერტილში ვზომავთ და იდენტიფიცირებული გვაქვს კონკრეტული ადგილები - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა. მანვე ჩამოთვალა კონკრეტული რამდენიმე ადგილი, სადაც გამონაბოლქვის მონიტორინგის დისტანციური სისტემები დამონტაჟდება.„რუსთაველის, პეკინის, დადიანის, მელიქიშვილის გამზირები, ასევე ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ და ა.შ. ანუ ვიცით, სად არის გამოწვევა და სწორედ ამ ტერიტორიებზე იგეგმება მსგავსი მოწყობილობების დამონტაჟება“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.მან ასევე სანქციების რეჟიმზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარიმა მყისიერი არ იქნება.„რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით იმოქმედებს ეს სისტემა, ეს არ არის დაჯარიმების, ეს არის კვლევის სისტემა. დასკვნის შედეგად შემოვიღებთ საკანონმდებლო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც შეიზღუდება ასეთი ტიპის ავტომობილებით გადაადგილება ქალაქის მასშტაბით მაინც. მყისიერი ჯარიმა არ იქნება, რადგან ამ ხელსაწყოს აქვს თავისი ცდომილება და ძალიან რთულია ერთჯერადი გაზომვით მოხდეს დასკვნის გამოტანა. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად კი მოხდება დაჯარიმება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

1728723612

„საქალაქთაშორისო „მარშრუტკები“, რომელთაც შორ მანძილზე გადაადგილება აეკრძალება, რეგიონებში გადანაწილდება“

მომავალი წლიდან ავტოსადგურებისა და საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის კუთხით რიგი ცვლილებები იგეგმება. მათ შორის, 8 სექტემბერს „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება.„2025 წლის 1-ელი მარტიდან ნებართვა უნდა აიღოს ყველამ, ხოლო 1-ელი ივნისიდან უკვე 150 კმ-ზე მეტით დაშორებულ ქალაქებს შორის ივლის მხოლოდ ავტობუსი. კონკრეტული ქალაქები არის მითითებული კანონში, მათი გამოყოფა მოხდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქალაქები არის ბირთვი და იქიდან ხდება გადანაწილება. მაგალითად, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში აეროპორტია, თელავში კი ახლა კეთდება. პირველ ეტაპზე აღნიშნულ ქალაქებში განხორციელდება რეფორმა.რაც შეეხება გამოთავისუფლებულ სამარშრუტო ტაქსებს, ეს მიკროავტობუსები ზოგ შემთხვევაში გადაკეთდება სატვირთოდ ისე, როგორც მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ნორმებს, გადავლენ დაბებში. კერძოდ, „მარშრუტკები“, რომლებიც იქნება უსაფრთხო და ჩვენგან მიიღებენ ნებართვას, ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, გადანაწილდება რეგიონებში,“ - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ.


სხვა სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება - ცესკოს თავმჯდომარე

„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები მოწოდებებით, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და გააკეთონ საჯარო განცხადება.„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ განაცხადა, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა.ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, მაშინ როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავდაუზოგავად მუშაობენ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მათ ინტერესებს და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას მათი კანონიერი უფლებების დასაცავად. შეტყობინების ადრესატი ჩვენი კოლეგები საარჩევნო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად აგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას.სამწუხაროდ, აქამდეც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობებს. არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება.ბუნებრივია, ასეთი ტენდენციები, უკვე არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს“, - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს.„მინდა მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციის - საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელი შეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას.აქვე მივმართავ იმ პირებს თუ ჯგუფებს ვინც გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს. პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი.ჩვენი მხრივ კი, კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ მიუხედავად ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას.საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი“,  განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საზოგადოება 1728745782

ვილი სანიოლი
ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.მატჩის ერთადერთი გოლი უკრაინელებმა 35-ე წუთზე, მუდრიკის შორეული დარტყმით გაიტანეს. მიუხედავად ჩვენი გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა.ეროვნული გუნდი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ალბანეთს 2:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):„საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის და ინტენსივობის გარეშე ვითამაშეთ. უკრაინა უფრო აგრესიული იყო და დამსახურებულად დაწინაურდა. თუმცა, საერთო ჯამში გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონდა და სწორედ ამიტომაა ეს მარცხი უფრო მეტად გულდასაწყვეტი. თუმცა, როდესაც თამაშს იწყებ ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მარცხი გასაკვირი არ არის. წარმატებული პერიოდის შემდეგ, ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს და თუ მაღალ დონეზე გსურს გააგრძელო თამაში, თითოეულ მატჩს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა შეხვდე. ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი. ზოგჯერ, ამისთვის სირთულეების გადალახვაა საჭირო და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ასეთი იყო. თამაშის ორი მესამედი ბურთს ვფლობდით, უკეთესი გუნდი ვიყავით და ცუდი სტარტის შემდეგ პოზიტიური რეაქცია გამოვავლინეთ. თუმცა, ჩეხეთთან შეხვედრაშიც საწყისი 15 წუთი იყო ცუდი და ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ. დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. გვსურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი გავხდეთ და გავუმჯობესდეთ. საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდის წარმატება საოცარმა გუნდურმა სულისკვეთებამ მოიტანა, რაც დღევანდელი მატჩის პირველ ნახევარში დაგვაკლდა".გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): "თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია". ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ".

საზოგადოება 1728737329

გარემოს დაბინძურება
როგორ ისჯება პირი გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მნიშვნელოვან გარემოსდაცვით ბერკეტებს შეიცავს. მეათე კარი აღწერს დანაშაულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ.მოცემული პუნქტებით სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია როგორც ჯარიმები, ისე თავისუფლების აღკვეთის ღონისძიებაც.მუხლი 287. სამუშაოს წარმოებისას გარემოს დაცვის წესის დარღვევა სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო ან სხვა ობიექტის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, მშენებლობის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროსგარემოს დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია რადიაციული ფონის არსებითი გაუარესება, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, ცხოველთა ან მცენარეული სამყაროს მასობრივი განადგურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.მუხლი 295. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება1. მავნე ნივთიერების ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ანდა გამწმენდი დანადგარის,ნაგებობის ან სხვა ობიექტის ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.მუხლი 303. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის პირველი ნაწილით, 642 მუხლის მე-3 ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 1511 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,–ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.მოქალაქეებს გარემოსდაცვით ბერკეტებს სთავაზობს სისხლის სამართლის კოდექსიც. მეათე კარი აღწერს დანაშაულს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ.აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურებს აქვთ ვალდებულება, მიიღონ ინფორმაცია მოქალაქეებისგან სხვადასხვა პრობლემის შესახებ, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა მათ კომპეტენციაში აღნიშნული პრობლემის გამოსწორება.მოქალაქეების გზამკვლევი გარემოსდაცვით სამართალში ნაწილი II.3. საქართველოს ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 641 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ –ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, - ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

სხვადასხვა 1728734648

აზარტული თამაშები
„დღეს საქართველოში აზარტულ თამაშებში თითქმის 1 მილიონი ადამიანია ჩართული“ - თამარ ჯაფარიძე

„დღეს საქართველოში აზარტულ მოგებიან თამაშებში თითქმის 1 მილიონი ადამიანია ჩართული“,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრეზიდენტმა თამარ ჯაფარიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.მისი თქმით, ქვეყანაში აზარტული თამაშების კომპანიების წლიური ბრუნვა კოლოსალურია და ის სულ უფრო იზრდება, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაცია „მანიველმა“ ფინანსთა სამინისტროს ფულის გათეთრების რისკების აღმოსაფხვრელად, კანონპროექტის შემუშავების რეკომენდაცია მისცა.„მოთამაშეების მიერ დადებულ ფსონთან ერთად, კომპანიების ჯამური ბრუნვა შეადგენს 64,5 მილიარდ ლარს. აქედან მხოლოდ 20 მილიონი არის უცხოელი ვიზიტორების მიერ დადებული ფსონები და დანარჩენი არის ადგილობრივი მოსახლეობის.ჩვენ როდესაც დავინახეთ რომ ეს ბრუნვა ძალიან იზრდებოდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დავაყენეთ ეს საკითხი, ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროში. სწორედ მაშინ, საერთაშორისო ორგანიზაცია „მანიველმა“ მისცა რეკომენდაცია ფინანსთა სამინისტროს, რომ შეემუშავებინა კანონპროექტი ფულის გათეთრების რისკების წინააღმდეგ“, - აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ.

საზოგადოება 1728734541

რკინიგზა
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.„ძვირფასო მგზავრებო!14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება 1728734468

კამერა
სად დამონტაჟდება გამონაბოლქვის მონიტორინგის სისტემები და როგორი იქნება სანქციები

თანამედროვე ევროპული პრაქტიკით ჰაერის ხარისხს დაახლოებით, 30 წერტილში ვზომავთ და იდენტიფიცირებული გვაქვს კონკრეტული ადგილები - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნოე მეგრელიშვილმა განაცხადა. მანვე ჩამოთვალა კონკრეტული რამდენიმე ადგილი, სადაც გამონაბოლქვის მონიტორინგის დისტანციური სისტემები დამონტაჟდება.„რუსთაველის, პეკინის, დადიანის, მელიქიშვილის გამზირები, ასევე ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ და ა.შ. ანუ ვიცით, სად არის გამოწვევა და სწორედ ამ ტერიტორიებზე იგეგმება მსგავსი მოწყობილობების დამონტაჟება“, - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.მან ასევე სანქციების რეჟიმზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარიმა მყისიერი არ იქნება.„რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით იმოქმედებს ეს სისტემა, ეს არ არის დაჯარიმების, ეს არის კვლევის სისტემა. დასკვნის შედეგად შემოვიღებთ საკანონმდებლო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც შეიზღუდება ასეთი ტიპის ავტომობილებით გადაადგილება ქალაქის მასშტაბით მაინც. მყისიერი ჯარიმა არ იქნება, რადგან ამ ხელსაწყოს აქვს თავისი ცდომილება და ძალიან რთულია ერთჯერადი გაზომვით მოხდეს დასკვნის გამოტანა. ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად კი მოხდება დაჯარიმება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

საზოგადოება 1728723647