საზოგადოება
ონლაინკაზინო
„საქართველოში 300-400 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია”

"როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი", - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა.ამით ის გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლითაც სამორინეებს საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ.შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.როგორც გუგა ბესელიამ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ საფუძვლიან მოკვლევას არ ეფუძნება.„პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩემი ჩართულობა იყო ნულოვანი, რადგან, როგორც წესი, მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება ხოლმე. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს არის ფაქტი.მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები და საკუთარ თავს ნამდვილად მივაკუთვნებ იმ ადამიანთა სიას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ ამ საკითხთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მქონია.ზოგადად, ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხის კანონად ქცევა, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ მოკვლევას. ვინმე თუ დამისახელებს, ამასთან დაკავშირებით რამე კვლევა ჩატარდა თუ არა და რა მონაცემები აჩვენა ამ კვლევამ, სიამოვნებით ჩავიკითხავდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი კვლევა არ არსებობს.როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი.ჩვენ ყურადღება დიდად არ მივაქციეთ ივნისში შემოღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ივნისში მოხდა ასეთი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე: საერთაშორისო ოპერატორებს აქვთ ოპერირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და დაბეგვრის მაჩვენებელი, თუკი ქართული ონლაინ სამორინეების შემთხვევაში არის 20%, იქ არის 5%.ეს არის კოლოსალური განსხვავება, რაც უცხოურ კომპანიებს მისცემს ძალიან დიდ მარკეტინგულ უპირატესობას ქართულ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში.შესაბამისად, იქ კი იყო განმარტებული, რომ ეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილი პროექტია, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება და აღსრულება?!იმიტომ, რომ მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, 25 წლამდე პირებისთვის აკრძალულია გემბლინგთან ურთიერთობა, თუმცა 25 წლამდე პირების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც თამაშობს სხვისი "ექაუნთით" საზღვარგარეთის ონლაინ კაზინოებში.შესაბამისად, ჩვენ ქაღალდზე გვიწერია, რომ 25 წლამდე ადამიანებისთვის თამაში არის აკრძალული, მაგრამ ფაქტი მეორეა", - განაცხადა გუგა ბესელიამ.მისივე თქმით, ასევე არანაირ კვლევას არ ეფუძნებოდა აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევის გადაწყვეტილებაც, რაც უკვე კონკრეტულ სტატისტიკაში აისახა.„იგივეს ვამბობდი ზღვარის 25 წლამდე ასაკის აწევასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ასაკის 25 წლამდე აწევას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და ეს გვერდითი მოვლენები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ეროვნული ბანკის ახალ სტატისტიკაში, რომელმაც აჩვენა, რომ პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% გადარიცხულია საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებში.იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან 25 წლამდე და არიან თამაშდამოკიდებულები, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უკვე საზღვარგარეთ ითამაშონ.სწორედ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით თავის დროზე. ეს საკითხიც ისე მიიღეს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ალბათ, კანონმდებლებს უბრალოდ ეგონათ, რომ ასე უკეთესი იყო. გადაწყვეტილება კონკრეტული ინდივიდის შეხედულებაზე იდგა და არა კვლევაზე. ეს, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალური მიდგომაა, ჩემი ღრმა რწმენით", - განაცხადა გუგა ბესელიამ გადაცემაში "საქმე".წყარო: Bpn.ge

1793601180

1793186520

სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბის ხეების უცნობი ექსპორტიორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანის სამართალდამცავებმა სპეციალურად დაცული ბაობაბის ხის გადაზიდვა შეაჩერეს, რომლებიც, საქართველოში „ლანდშაფტის დიზაინის პროექტისთვის“ იყო განკუთვნილი. ამის შესახებ dailymaverick-ი წერს.დურბანში მდებარე საწყობში, რომელიც MSC ჯგუფის (ხმელთაშუა ზღვის გადაზიდვების კომპანია) პარიზში დაფუძნებული შვილობილი კომპანია Africa Global Logistics (AGL)-ს ეკუთვნის, სულ მცირე ხუთი დიდი ბაობაბი აღმოაჩინეს, რომელთა ფესვები და ტოტებიც ძირითადად მოჭრილი აქვთ.სტატიაში ნათქვამია, რომ საქმეზე სისხლის სამართლის ბრალდებაც არის აღძრული, რადგან სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ექსპორტიორებმა ვერ წარმოადგინეს ეროვნული ტყეების შესახებ კანონით მოთხოვნილი ლიცენზიის ან ექსპორტის მოქმედი ნებართვა.აღსანიშნავია, რომ სტატიაში ქართველი მყიდველების ან მათი აგენტების ვინაობა არ არის ნახსენები.თავის მხრივ, AGL ამტკიცებს, რომ ის უბრალოდ „მომსახურების მიმწოდებელია“.„საქართველო, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, რამდენიმე მილიარდერის, მათ შორის პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და ფინტექ მაგნატების სამშობლოა. შავი ზღვის სანაპიროზე კლიმატი სუბტროპიკულია, კონტინენტურ და შიდა მთიან რაიონებში კი თოვლი და ნულს ქვემოთ ტემპერატურაა“ - ვკითხულობთ სტატიაში.ცნობისთვის, ბაობაბი, აფრიკის ხის ერთ-ერთი საკულტო სახეობაა, რომელსაც 2000 წლამდე სიცოცხლე შეუძლია. იგი იმ თითქმის 50 სპეციალურად დაცულ ადგილობრივ ხის სახეობას შორისაა, რომელთა მოჭრა, დაზიანება, გადატანა, შენახვა, გაყიდვა, ტრანსპორტირება ან ექსპორტი დაუშვებელია DFFE-ს სპეციალური ოფიციალური ლიცენზიის გარეშე.შეგახსენებთ, რომ აგვისტოში შეკვეთილის დენდროლოგმა პარკმა, სადაც კენიიდან იმპორტირებული რვა ბაობაბის ხე იყო გადარგული, გაავრცელა განცხადება, სადაც რვავე ბაობაბის ხის გახმობის შესახებ იუწყებოდა.s

1793105220

„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა“ - რეაბილიტაციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე სამოძრაო სქემა შეიცვლება

„ყველა მკვეთრ ქუჩასთან შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი მოეწყობა,“ - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა, "რუსთავი 2"-ის ეთერში რუსთაველის გამზირის ახალი სამოძრაო სქემის შესახებ საუბრისას განაცხადა.შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, როგორც დაანონსებულია, სამუშაოები 4 თვეში, ანუ ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. გამზირის რეაბილიტაცია 20.487 მლნ ლარი ჯდება, სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ ახორციელებს.ამასთან, ცალკე ტენდერია გამოცხადებული ტროტუარების რეაბილიტაციაზე, რომლის შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს.როგორც გავრცელებული რენდერებით ხდება ცნობილი, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა ბასლეინი, ველობილიკი. ასევე ფოტოებიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკის მოედანზე გეგმავენ ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას. იგეგმება რამდენიმე ზებრა გადასავლელის მოწყობაც."როგორც იცით რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება საგზაო მოძრაობა. მთავარი ცვლილება რაც ხდება იქნება ის რომ, თუ ახლა სატრანზიტო მოძრაობაა გამზირზე, რეაბილიტაციის შემდეგ ეს აღარ იქნება საჭირო.ვგულისხმობ შემდეგს: დღეს თავისუფლების მოედნიდან თუ მოძრაობს ავტომობილი, აუცილებლად უნდა დატრიალდეს ზეთისხილის ხესთან, რათა მოხვდეს ჭავჭავაძის ქუჩაზე ან ლესია უკრაინკას ქუჩაზე.თუმცა, ახალი სქემით, როდესაც უკვე რეაბილიტაცია დასრულდება, ყველა მკვეთრ ქუჩასთან მოეწყობა შუქნიშნით რეგულირებადი კვანძი, სადაც მარცხნივ ახვევით ან ჩახვევით შესაძლებელი იქნება მოძრაობის გაგრძელება, როგორც მთაწმინდის ზემო ქუჩებზე, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.სამანქანო ნაკადის დაახლოებით 30% სწორედ იმიტომ გადიოდა რუსთაველის გამზირს, რომ ზეთისხილის ხესთან დატრიალებულიყო, შესაბამისად ეს 30% მოაკლდება რუსთაველის გამზირის ნაკადს," - აღნიშნა ბაგაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

1793003699

"შესაძლებელია, 1000 ლარით დაჯარიმდეთ" - რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ძიძასთან ურთიერთობის დროს

როდის ირღვევა დეკრეტული და ზეგანაკვეთური უფლებები, რა რისკებს მალავს ქონების გადაფორმება და ძიძის ფარული კონტროლი, რას ამბობს კანონი მაშინ, როცა მოქალაქეს ქვეყანაში უკანონოდ აბრუნებენ? - ამ და სხვა სოციალურ-სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მოქალაქეების შეკითხვებს “კვირის პალიტრასთან” პასუხობს.- ვმუშაობ კერძო კომპანიაში, მყავს ორი შვილი, პატარა არის ერთ წლამდე ასაკის. ვითხოვ­ შრომის კოდექსიდან გამომდინარე დამა­ტებით ერთსაათიან შესვენებას, თუმცა კომპანიაში­ მეუბნებიან, რომ ეს ვრცელდება მხოლოდ საჯარო სამსახურში. რამდენად სამართლიანია ეს? კანონით რა უფლებები მაქვს? თუ ამის გამო გამათავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ვიჩივლო სასამართლოში, მექნება მოგების შანსი?- შრომის კოდექსის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განი­საზღვროს კანონით გათვალისწინებული ნორმებისგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და 1 წლამდე ბავშვს კვებავს, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება ბავშვის კვებისთვის სამუშაო დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათისა. ბავშვის კვებისთვის შესვენება სამუშაო დროში ითვლება და ანაზღაურდება. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ ირღვევა თქვენი შრომითი უფლებები, მიმართეთ შრომის ინსპექციას, ვინაიდან აღნიშნული კანონი ვრცელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურში დასაქმებულებზე. შრომის ინსპექციის სამსახური ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი. სწორედ ამიტომ თქვენი საჩივარი ან/და შრომის ინსპექტორის მიერ თქვენი გამოკითხვა სრულად არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტიით. შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია, არ გაამჟღავნოს საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. თქვენს დამსაქმებელს არ მიეწოდება არანაირი ინფორმაცია, რაც შეიძლება თქვენ მიერ საჩივრის შეტანის ფაქტს მიუთითებდეს. დაინტერესებული პირის საჩივრის მიღებიდან შრომის ინსპექციის სამსახური სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.- ბინა, რომელშიც ვცხოვრობთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად, არის ცოლ-ქმრის სახელზე, ორივე თანამესაკუთრედ ვართ დარეგისტრირებული. ჩემს ქმარს აქვს ბანკის ვალი, თუმცა ჯერ საქმე არ არის სასამართლოში წასული. მისი წილი ქონება მე რომ შევისყიდო და გავაკეთო ქმართან განქორწინება, შემომედავება თუ არა ბანკი ქონებაზე?- მსგავს შემთხვევაში კრედიტორი ყოველთვის ამოწმებს მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. თუ აღმოაჩენს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის­ შემდეგ ქონება ოჯახის წევრზე გადაფორმდა, კრედიტორს შეუძლია სასამართლოში კრედიტის დაბრუნებასთან ერთად მოითხოვოს უძრავი ქონების გასხვისების ბათილობა იმ საფუძვლით, რომ მოვალემ თვალთმაქცური გარიგებით გადააფორმა ქონება ოჯახის წევრზე და რომ ეს ემსახურება სამოქალაქო პასუხისმგებლობის­თვის თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში ქონებაზე პასუხისმგებლობის მიქცევა დამოკიდებულია სასამართლო გადაწყვეტილებაზე.- მყავს ძიძა, მაქვს თუ არა უფლება სახლში ფარულად დავაყენო კამერები?- თქვენი სურვილი, რომ გააკონტროლოთ ძიძის ქცევა ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, სრულიად გასაგებია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ფარული ვიდეოკონტროლის საკითხი საქართველოში მკაცრად რეგულირდება და გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან შესაძლებელია აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდეთ 1.000 ლარით. 'საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ კანონის მიხედვით, ვიდეოჩაწერა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ხოლო მისი ფარულად განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საცხოვრებელი არის კერძო სივრცე და თქვენ გაქვთ საკუთრების უფლება, ეს არ გაძლევთ ავტომატურად უფლებას სხვა პირი, მათ შორის ძიძა, ფარულად გადაიღოთ ისე, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყოს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად. შეგიძლიათ სახლში დაამონტაჟოთ ვიდეოკამერები, თუმცა იმისათვის, რომ არ დაჯარიმდეთ, აუცილებელია შესაბამისი სტიკერით აღნიშვნა და ინფორიმირება. სამართლებრივად უფრო უსაფრთხო და სწორი გზა იქნება, თუ წინასწარ აცნობებთ ძიძას, რომ სახლში დამონტაჟებულია კამერები და მიიღოთ მისი თანხმობა.გააგრძელეთ კითხვა


სხვა სიახლეები
ონლაინკაზინო
„საქართველოში 300-400 ათასი თამაშდამოკიდებული ადამიანია”

"როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი", - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა.ამით ის გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომლითაც სამორინეებს საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების უფლება მიეცათ.შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, საერთაშორისო აზარტული ტურნირი არის სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი ორგანიზატორის მიერ წინასწარ არის გარანტირებული და რომელში მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80%-ს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.როგორც გუგა ბესელიამ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ საფუძვლიან მოკვლევას არ ეფუძნება.„პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩემი ჩართულობა იყო ნულოვანი, რადგან, როგორც წესი, მსგავსი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება ხოლმე. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს არის ფაქტი.მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები და საკუთარ თავს ნამდვილად მივაკუთვნებ იმ ადამიანთა სიას, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული რეკომენდაციები გასცენ ამ საკითხთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მქონია.ზოგადად, ჩემი აზრით, ნებისმიერი საკითხის კანონად ქცევა, უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ მოკვლევას. ვინმე თუ დამისახელებს, ამასთან დაკავშირებით რამე კვლევა ჩატარდა თუ არა და რა მონაცემები აჩვენა ამ კვლევამ, სიამოვნებით ჩავიკითხავდი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ასეთი კვლევა არ არსებობს.როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი.ჩვენ ყურადღება დიდად არ მივაქციეთ ივნისში შემოღებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებას. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ ივნისში მოხდა ასეთი ცვლილება საკანონმდებლო დონეზე: საერთაშორისო ოპერატორებს აქვთ ოპერირების უფლება საქართველოს ტერიტორიაზე და დაბეგვრის მაჩვენებელი, თუკი ქართული ონლაინ სამორინეების შემთხვევაში არის 20%, იქ არის 5%.ეს არის კოლოსალური განსხვავება, რაც უცხოურ კომპანიებს მისცემს ძალიან დიდ მარკეტინგულ უპირატესობას ქართულ ონლაინ კაზინოებთან მიმართებაში.შესაბამისად, იქ კი იყო განმარტებული, რომ ეს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გათვლილი პროექტია, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება და აღსრულება?!იმიტომ, რომ მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობით, 25 წლამდე პირებისთვის აკრძალულია გემბლინგთან ურთიერთობა, თუმცა 25 წლამდე პირების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, რომელიც თამაშობს სხვისი "ექაუნთით" საზღვარგარეთის ონლაინ კაზინოებში.შესაბამისად, ჩვენ ქაღალდზე გვიწერია, რომ 25 წლამდე ადამიანებისთვის თამაში არის აკრძალული, მაგრამ ფაქტი მეორეა", - განაცხადა გუგა ბესელიამ.მისივე თქმით, ასევე არანაირ კვლევას არ ეფუძნებოდა აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევის გადაწყვეტილებაც, რაც უკვე კონკრეტულ სტატისტიკაში აისახა.„იგივეს ვამბობდი ზღვარის 25 წლამდე ასაკის აწევასთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ ასაკის 25 წლამდე აწევას აქვს თავისი გვერდითი მოვლენები და ეს გვერდითი მოვლენები სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ეროვნული ბანკის ახალ სტატისტიკაში, რომელმაც აჩვენა, რომ პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% გადარიცხულია საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებში.იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან 25 წლამდე და არიან თამაშდამოკიდებულები, აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ უკვე საზღვარგარეთ ითამაშონ.სწორედ ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით თავის დროზე. ეს საკითხიც ისე მიიღეს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ალბათ, კანონმდებლებს უბრალოდ ეგონათ, რომ ასე უკეთესი იყო. გადაწყვეტილება კონკრეტული ინდივიდის შეხედულებაზე იდგა და არა კვლევაზე. ეს, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალური მიდგომაა, ჩემი ღრმა რწმენით", - განაცხადა გუგა ბესელიამ გადაცემაში "საქმე".წყარო: Bpn.ge

საზოგადოება • 1793601180

რუსეთ-უკრაინის ომი
მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე, ომი უნდა დასრულდეს - ზელენსკი

რუსეთთან ომი უნდა დასრულდეს. იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.„ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა ეს ომი ცხელი ფაზიდან, სულ მცირე, დიპლომატიურ ფაზაში გადავიტანოთ. ამ კონტექსტში, მე იმედი მაქვს თურქეთის შუამავლობის. პირადად მე მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობა პრეზიდენტ (ერდოღანთან), ასევე მისი ურთიერთობა ტრამპთან და პუტინთან, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. დღეს დისკუსია კვლავ დაეთმო თურქეთში ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ჩატარებას. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი ამის ორგანიზებას შეძლებს, სიამოვნებით დავთანხმდებით ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.მისი თქმით, ამჟამად აშშ-ს აქვს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ტექნიკური ჯგუფების სამმხრივ შეხვედრას აბუ-დაბიში. “ეს პარალელური პროცესებია. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა, ამავდროულად, ლიდერების შეხვედრასაც აუცილებელ პირობად მივიჩნევთ. საკითხები, რომელთა განხილვაც ტექნიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, ნათელია; თუმცა, ზოგიერთი მათგანის განხილვა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.კითხვაზე : “რა არის დღეს თქვენთვის ის „წითელი ხაზი“, რომელზეც კომპრომისი გამორიცხულია, ხედავთ თუ არა მშვიდობის მიღწევის რეალურ ფორმულას იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი მოითხოვს, უკრაინამ დატოვოს დონბასის ტერიტორია - კერძოდ, დონეცკი, რომლებიც ამჟამად კვლავ უკრაინის კონტროლქვეშაა” - ზელენსკიმ უპასუხა :“ტექნიკური ჯგუფების დღის წესრიგში ისეთი საკითხები იქნება, როგორიცაა ენერგეტიკული და საზღვაო ზავი, ასევე - ტყვეების გაცვლა. ისინი განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია ამის განხორციელება და როგორ მოემზადონ ლიდერთა სამიტისთვის. ჩვენი გადმოსახედიდან, ლიდერთა სამიტის მთავარი საკითხი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და მისი მყარი მექანიზმის მეშვეობით მონიტორინგია. ეს მშვიდობისკენ გადადგმული დიპლომატიური ნაბიჯი იქნებოდა. უსაფრთხოების გარანტიებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ლიდერთა შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის აღდგენა იქნება. ამასთან ერთად, განიხილება ჩვენი ქვეყნების მომავალი, ხალხის ცხოვრების პირობები და, რა თქმა უნდა, ტერიტორიული საკითხი. ეს მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ აზრს, რომ ჩვენი აღმოსავლეთი ტერიტორიები - მათ შორის ყირიმი, რომელიც რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშაა - რუსეთს ეკუთვნის. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ღირსებას, საზოგადოების ნებასა და ჩვენს კონსტიტუციას. რუსეთს ეს სურს და სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით ცდილობს, ეს აზრი ჩვენამდე მოიტანოს. თუმცა, ეს არც ჯანსაღი და არც ლოგიკური მიდგომაა. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არსებულ ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა”.კითხვაზე : “მზად ხართ, შეხვდეთ პუტინს თურქეთში და განიხილოთ ყველა ეს კრიტიკული და მგრძნობიარე საკითხი”, ზელენსკიმ უპასუხა : “დიახ, მზად ვართ. მზად ვართ ამ შეხვედრისთვის თურქეთში. თურქეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით გასაგებია. პრეზიდენტ ერდოღანის პოზიციაც გასაგებია. თურქეთთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა გვაქვს. თურქეთს შეუძლია იყოს პრაქტიკული და რეალისტური შუამავალი. შეხვედრისას ის არცერთ მხარეს არ დაიჭერს. მას შეუძლია, სრულფასოვანი შუამავლის როლი შეასრულოს. და, რა თქმა უნდა, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.Ipn.ge

მსოფლიო • 1793597511

ამინდი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც მზიანი დღეა. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში მზეა. დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +18 გრადუსი, ხოლო ღამით +8 გრადუსი იქნება.ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქში. ტემპერატურა დღისით +13, ღამით კი +3 დაფიქსირდება.ბორჯომში უნალექო დღეა, +18 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა მზესთან ერთად.გუდაურშიც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, +8 ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.წვიმიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

სხვადასხვა • 1793597426

მოდელები
ვინ არიან Victoria's Secret-ის ყველაზე მდიდარი ანგელოზები?

2026 წლის Victoria's Secret-ის მოდის ჩვენება ლოს-ანჯელესში 18 ოქტომბერს გაიმართა. მსოფლიოს წამყვანი მოდელები პოდიუმზე გამოვიდნენ და ბრენდის უჩვეულო კოსტიუმები წარადგინეს. საგულისხმოა, რომ წელსაც, პოპულარულ ლამაზმანებს შორის იყო ქართველი მატილდა გვარლიანიც, რომელიც შოუზე მესამედ გამოვიდა.წლევანდელი შოუ ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იყო ისტორიაში. Zarzarmodels-ის ინფორმაციით, ღონისძიება 12 მილიონი დოლარი დაჯდა. შოუს განსაკუთრებულობა იმანაც შემატა, რომ მოდელმა კა­ი­ლი ჯე­ნერ­მა ბრენ­დის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "Fantasy Bra“ წა­რად­გი­ნა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 50 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს. ცნობილი ხდება ისიც, რომ ჯენერის წლევანდელი ანაზღაურება შოუში მონაწილეობისთვის რეკორდული 5 მილიონი დოლარი იყო.მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ინდივიდუალურ ხელფასებს მალავს, The Sun წერს, რომ უკვე დამკვიდრებულ „ანგელოზებს“ მრავალმილიონიანი კონტრაქტები გაუფორმეს, ხოლო ახალმა მოდელებმა, დაახლოებით 100 000 დოლარი გამოიმუშავეს. სავარაუდოდ, ქართველი მოდელიც მათ რიცხვებშია.ბრენდთან ასოცირებულ ყველაზე ცნობილ სახეებს შორის არიან ჟიზელ ბიუნდხენი , ჰაიდი კლუმი და ტაირა ბენკსი , რომლებმაც მოდისა და გართობის სფეროში მუშაობით მნიშვნელოვანი ქონება დააგროვეს.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Victoria's Secret-ის ტოპ-5 ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს: ჟიზელ ბუნდჰენი - 400 მლნ დოლარი ბრაზილიელი მოდელი, Victoria's Secret-ის ანგელოზი ცნობილია თავისი გამორჩეული დეკორატიულობით. ის ასობით ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა. ასევე მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის The Devil Wears Prada-ში და მთელი კარიერის განმავლობაში მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს მოდელს. ჰაიდი კლუმი - 160 მლნ დოლარი გერმანელი მოდელი 2000-იანი წლების დასაწყისისთვის სუპერვარსკვლავი გახდა, რეკლამებსა და ჟურნალების გარეკანებზე გამოჩენით, სანამ Victoria's Secret-ის ანგელოზი არ გახდა, პირველი გერმანელი მოდელია, რომელმაც ეს შეძლო.ის ასევე წამყვანი და ჟიურის წევრი იყო ისეთი შოუებისა, როგორიცაა Germany's Next Top Model , Project Runway და America's Got Talent, ასევე მონაწილეობდა სატელევიზიო შოუებში, როგორიცაა Sex & The City და ფილმებში, როგორიცაა The Devil Wears Prada და Ocean's 8. ადრიანა ლიმა - 95 მლნ დოლარი ბრაზილიელი მოდელი ცნობილი გახდა Victoria's Secret-ით, ასევე Maybelline-ისა და ტანსაცმლის ბრენდ Desigual-ით. ასევე ისეთი ბრენდების სახე გახდა, როგორიცაა Puma , Chopard და IWC.2017 წელს იგი Victoria's Secret-ის ყველაზე ღირებულ ანგელოზად დასახელდა. ტაირა ბენკსი - 90 მლნ დოლარი. 90-იანი წლების დასაწყისში მოდელის კარიერის დაწყებისა და Victoria's Secret-ის ანგელოზად გადაქცევის გარდა, ტაირა ტელევარსკვლავი გახდა, იყო America's Next Top Model-ისა და საკუთარი თოქ-შოუს, The Tyra Banks Show-ს, ასევე ისეთი შოუების, როგორიცაა America's Got Talent და Dancing With The Stars წამყვანი, გარდა ამისა, მან საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი დააარსა, წიგნები დაწერა და მუსიკაშიც ჩაერთო. ალესანდრა ამბროსიო - 80 მლნ დოლარი ბრაზილიელი მოდელი ცნობილი გახდა Victoria's Secret- თან და მათ PINK ხაზთან თანამშრომლობით, ასევე ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორიცაა Dior, Armani და Ralph Lauren.

მსოფლიო • 1793513580

ქართული ჩაი
ჩაის სმამ შესაძლოა ინსულტის რისკი შეამციროს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ზედმეტად ცხელი არ არის

ახალი კვლევის თანახმად, კვირაში სამჯერ ან მეტჯერ ჩაის სმა სისხლძარღვთა დაავადებების — მაგალითად, ინსულტისა თუ გულის შეტევის — რისკის 11%-ით შემცირებას უკავშირდება. თუმცა, ძალიან ცხელი ჩაის მიღებას საპირისპირო შედეგი მოჰყვება: სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 16%-ით იზრდება.ახალი კვლევის თანახმად, ჩაის რეგულარული სმა დაკავშირებულია სისხლძარღვთა დაავადებების — მაგალითად, ინსულტის, გულის კორონარული დაავადებისა და გულის შეტევის — განვითარების უფრო დაბალ რისკთან.ჩაი მზადდება Camellia sinensis-ის — აღმოსავლეთ აზიიდან წარმოშობილი მარადმწვანე ბუჩქის — დამუშავებული ფოთლების დაყენებით. ყველა სახეობა, მათ შორის თეთრი, მწვანე, ულუნგი, შავი და პუ-ერი, ერთი და იმავე მცენარისგან მიიღება; მათი განსხვავებული გემო კი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად გადიან ისინი ჟანგვის პროცესს. ეს სასმელი მრავალ კულტურაში რაციონის ჩვეული ნაწილია. ინგლისური საუზმიდან დაწყებული, ჩინური ჩაის ცერემონიებით დამთავრებული, ის მსოფლიოს მილიონობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაშია წარმოდგენილი.ჟურნალ Journal of Internal Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ჩაიში შემავალ ბიოაქტიურ ნაერთებს — მათ შორის პოლიფენოლებსა და ფლავონოიდებს — გააჩნიათ ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ენდოთელიუმის დამცავი თვისებები. ისინი იცავენ სისხლძარღვების შიდა შრეს და ხელს უწყობენ სისხლის ჯანსაღ მიმოქცევას, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში გვეხმარება.მკვლევრები თითქმის 500 000 ჩინელს საშუალოდ ცხრა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ; ისინი აღრიცხავდნენ ჩაის მოხმარების სიხშირეს და იმ დაავადებებს, რომლებიც ამ პერიოდში მონაწილეებს განუვითარდათ. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ჩაის რეგულარულად — კვირაში სამჯერ ან მეტჯერ — სვამდა, სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების საერთო რისკი 11,2%-ით ნაკლები ჰქონდათ. ყველაზე მკაფიო კავშირი გამოვლინდა იშემიურ ინსულტთან — რისკი 36,6%-ით შემცირდა; მას მოსდევს თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები, სადაც შემცირების მაჩვენებელი 19,1%-ს შეადგენს.მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დამცავი კავშირები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ მზადდებოდა და როგორ მიირთმეოდა ჩაი. მონაწილეებს შორის მოხმარების მედიანური მაჩვენებელი დღეში ორ-სამ ფინჯანს შეადგენდა; თუმცა, რისკის ყველაზე დაბალი დონე იმ პირებში აღინიშნა, რომლებიც დღეში ექვსიდან რვა ფინჯანამდე სვამდნენ.სისხლძარღვთა დაავადებებთან ყველაზე მყარი და თანმიმდევრული კავშირი შავმა ჩაიმ გამოავლინა; მას მოსდევს მწვანე ჩაი. მკვლევრები ამას ფერმენტაციის შედეგად წარმოქმნილ ნაერთებს, მაგალითად, თეაფლავინებს უკავშირებენ, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ლიპიდების მარეგულირებელი თვისებები გააჩნიათ.მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ჩაის ტემპერატურასა და სიძლიერეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საუკეთესო ვარიანტი ზომიერად ძლიერი და ისეთი ჩაი იყო, რომელიც არ წვავდა.გასაკვირია, რომ ძალიან ცხელი ჩაი საპირისპირო შედეგთან — სისხლძარღვთა დაავადებების რისკის 16%-იან ზრდასთან — აღმოჩნდა დაკავშირებული. მანამდეც იყო ცნობილი, რომ ძალიან ცხელი სასმელები საყლაპავის კიბოს განვითარების უფრო მაღალ ალბათობასთან არის დაკავშირებული.ვრცლად: euronews – ზე

ჯანდაცვა • 1793510820

ჩინეთი
ქვეყნები, რომლებსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვთ - Visual Capitalist-ის მიმოხილვა

პაკისტანში მდებარე ელექტროსადგურებიდან დაწყებული, აღმოსავლეთ აფრიკის რკინიგზით დამთავრებული - ჩინურმა სესხებმა განვითარებადი სამყაროს მასშტაბით უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას შეუწყო ხელი. თუმცა, ამ ინვესტიციებმა რიგი ქვეყნები სერიოზული ფინანსური ვალდებულებების წინაშე დააყენა, რამაც ვალის მდგრადობასა და ჩინეთზე ფინანსურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.Visual Capitalist მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ვალის სტატისტიკის (International Debt Statistics) მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთაც ჩინელი კრედიტორების წინაშე ყველაზე მაღალი საგარეო ვალი (გრძელვადიანი სახელმწიფო და სახელმწიფო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალი) ერიცხებათ.„ყველა ამინდის სტრატეგიული პარტნიორები“რეიტინგს სათავეში პაკისტანი უდგას, რომლის ვალი ჩინელი კრედიტორების მიმართ 22.38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის 8 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება მეორე ადგილზე მყოფ ანგოლას მაჩვენებელს. სამხრეთ აზიის ამ ქვეყანას პეკინთან ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო სამხედრო და ეკონომიკური კავშირები აქვს. აქედან გამომდინარე, მხარეები თავიანთ ურთიერთობას „ყველა ამინდის სტრატეგიულ პარტნიორობას“ უწოდებენ. ჩინურმა დაფინანსებამ ხელი შეუწყო მსხვილ ინვესტიციებს პაკისტანის ენერგეტიკასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში.როგორც უკვე აღინიშნა, მეორე ადგილზეა ანგოლა 14.4 მილიარდი აშშ დოლარით. პეკინსა და ანგოლას შორის ფინანსური ურთიერთობები ომისშემდგომი რეკონსტრუქციის პერიოდში გაღრმავდა, რაც 2004 წელს 2-მილიარდიანი საკრედიტო ხაზით დაიწყო და ქვეყნის აღდგენის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა.10 ქვეყანა, რომელსაც ჩინეთის ყველაზე დიდი ვალი აქვსუფრო კონკრეტულად კი, Visual Capitalist-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მეტი ჩინური ვალის მქონე 10 ქვეყანის ჩამონათალი ასეთია: პაკისტანი - 22.38 მლრდ აშშ დოლარი; ანგოლა - 14.40 მლრდ აშშ დოლარი; შრი-ლანკა - 8.69 მლრდ აშშ დოლარი; ეთიოპია - 7.44 მლრდ აშშ დოლარი; ბანგლადეში - 6.63 მლრდ აშშ დოლარი; ეგვიპტე - 5.91 მლრდ აშშ დოლარი; კენია - 5.37 მლრდ აშშ დოლარი; ზამბია - 5.33 მლრდ აშშ დოლარი; ნიგერია - 5.32 მლრდ აშშ დოლარი; ლაოსი - 5.31 მლრდ აშშ დოლარი. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, კენიის 5.37 მილიარდი დოლარის ვალი ნათელი მაგალითია იმისა, თუ საით მიემართება ეს დაფინანსება. ჩინურმა სესხებმა დაფარა მომბასა-ნაირობის რკინიგზის მშენებლობის ღირებულების დაახლოებით 90%, რომელმაც ქვეყნის დედაქალაქი მთავარ საზღვაო პორტთან დააკავშირა.აღსანიშნავია, რომ ეს პროექტები შემოსავალს თვითონ ჩინურ კომპანიებსაც უგენერირებს. ჩინურმა კონტრაქტორებმა ააშენეს როგორც კენიის, ისე ადის-აბება-ჯიბუტის რკინიგზა, სადაც ჩინური ფირმები აღჭურვილობის მიწოდებასა და ექსპლუატაციაშიც იყვნენ ჩართულნი. შესაბამისად, დაკრედიტება ხელს უწყობს საზღვარგარეთ ჩინურ საინჟინრო მომსახურებასა და ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდას.ეკონომიკური დერეფანი და გადავადებული ვალებიჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი (CPEC) აერთიანებს ელექტროსადგურებს, გადამცემ ხაზებსა და სატრანსპორტო პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის შემცირებასა და კავშირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.დასრულებულმა პროექტებმა პაკისტანის ენერგოსისტემას 8 900 მეგავატზე მეტი სიმძლავრე დაამატა, ხოლო 900 კილომეტრზე მეტი მაგისტრალი და ავტომაგისტრალი აშენდა.ამასთან, ფინანსური ურთიერთობა არსებული ვალების მართვაზეც ვრცელდება. ჩინეთმა პაკისტანს 2 მილიარდი აშშ დოლარის სესხის დაფარვის ვადა კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივა, რამაც ისლამაბადს ეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამაზე მუშაობისას სოლიდური გადასახადის გადავადების საშუალება მისცა.„ვალის ხაფანგის დიპლომატია?"როგორც Visual Capitalist-ი წერს, სოლიდურმა ვალებმა გააჩინა ეჭვები ზოგიერთი ქვეყნის მიერ ჩინელი კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შესრულების უნართან დაკავშირებით. მაგალითად, კონგოს რესპუბლიკას 2.97 მილიარდი დოლარი მართებს, რაც მისი წლიური მშპ-ის მეათედზე მეტია.პუბლიკაციის მიხედვით, ჩინეთის დაკრედიტების პრაქტიკამ ასევე გამოიწვია ბრალდებები „ვალის ხაფანგის დიპლომატიასთან“ დაკავშირებით - კონცეფცია გულისხმობს, რომ მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა სესხებმა შესაძლოა შექმნას ფინანსური დამოკიდებულება ან სტრატეგიული ბერკეტი. შრი-ლანკა, რომელსაც ჩინელი კრედიტორების წინაშე 8.69 მილიარდი დოლარის ვალი აქვს, ამ დებატებში ხშირად სახელდება ჰამბანტოტას პორტის პროექტის გამო. თუმცა, ჩინური სესხების ეს ინტერპრეტაცია სადავოა და მკვლევრები ყურადღებას მსესხებელი ქვეყნების ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებენ.

მსოფლიო • 1793427240