საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი
სულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი

ფონიჭალაში კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ოთხი პირია გამოყვანილი, შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.მისი ინფორმაციით, ოთხივე გამოყვანილი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ყველა მათგანი კონტაქტურია, თუმცა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არის არასრულწლოვანიც, რომელსაც დაზიანება ყურის მიდამოში აღენიშნება, თუმცა იგი კონტაქტურია.„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები… სამწუხაროდ, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა… უგზო-უკვლოდ არის შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი [დაკარგული]. მოსახლეობა ევაკუირებულია“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.მისი თქმით, კორპუსში კვლავ არსებობს ნგრევის რეალური საფრთხე, რის გამოც მაშველებს მუშაობის ტაქტიკის შეცვლა მოუწიათ:„დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა [კორპუსის] საყრდენი კედელი და შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა. ბიჭები უკნიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის“, — აღნიშნა შს მინისტრმა.რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, სულხან თამაზაშვილის განმარტებით, კერა და წინასწარი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და შემთხვევა ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირდება.„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები ახლაც მუშაობენ.

1795077524

1795011240

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. ჟურნალისტი ბრალდებას არ აღიარებს.ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.Ipn.ge

1794985800

მინდა, ქართულ სპორტში წვლილი შევიტანო და უახლოეს მომავალში საქართველოში სპორტულ დარბაზს გავხსნი - ილია თოფურია

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოში სპორტული დარბაზის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა La Gazzetta dello Sport Georgia-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.  თოფურიას თქმით, მისი მიზანი ქართული სპორტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანაა.„მინდა, ქართულ სპორტში წვლილი შევიტანო და ამისთვის უახლოეს მომავალში საქართველოში სპორტულ დარბაზს გავხსნი“, — განაცხადა ილია თოფურიამ. 

1794918531

უნდა გვესმოდეს მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არაა – კალაძე საცობებზე

ივანიშვილის მერმა კახა კალაძემ Facebook live-ში თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზე ისაუბრა. როგორ კალაძე ამბობს, კარგად ესმის საცობით შეწუხებული ადამიანების, რადგან ისიც "ამ ქალაქში ცხოვრობს"."ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც დილით სამსახურში გეჩქარება, შვილს სკოლაში მიაცილებ, საღამოს კი დაღლილს სახლში დაბრუნება გინდა და საცობში გიწევს დგომა. ეს ცხადია მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემა არ არის. ეს არის ადამიანების დაკარგული დრო, ნერვიულობა და ის საათები, რომლებიც მათ საკუთარ ოჯახებთან, შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან უნდა გაატარონ" - ამბობს კალაძე.მისი თქმით, თბილისში საცობები უკავშირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაორმაგებულ რაოდენობას - "არავის ვუკრძალავთ საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის"."ხშირად გვესმის კრიტიკა, თითქოს არსებული საცობები მხოლოდ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული სატრანსპორტო ცვლილებების შედეგია. ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვა ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვდგამთ.თბილისს აქვს თავისი გეოგრაფია, რელიეფი, ისტორიული უბნები, საცხოვრებელი სახლები, საფეხმავლო სივრცეები და მწვანე ტერიტორიები. შეუძლებელია ავტომობილების რაოდენობის მუდმივ ზრდას მხოლოდ გზების გაფართოებითა და ახალი ესტაკადების მშენებლობით ვუპასუხოთ. ათწლეულების განმავლობაში თბილისში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, საგზაო ინფრასტრუქტურა ძირითადად კერძო ავტომობილებზე იყო მორგებული.თუმცა საერთაშორისო გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ავტომობილებისთვის მეტი სივრცის შექმნა საცობების გრძელვადიანი მოგვარების გზა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ ევროპის არაერთმა განვითარებულმა ქალაქმა, სადაც იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, დაიწყო მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემაზე გადასვლა". - ამბობს კალაძე და განმარტავს, რომ მისი მიზანია,  ყველას "ჰქონდეს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილების შესაძლებლობა".რაც შეეხება ესტაკადებსა და შუქნიშნებს, კალაძის თქმით, "მხოლოდ ესტაკადებითა და გზების გაფართოებით თბილისის საცობების პრობლემას ვერ მოვაგვარებთ". რაც შეეხება შუქნიშნებს, კალაძის თქმით, მათ "მიზანი არ არის ავტომობილების გაჩერება. ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანი"."ჩვენ ვერ გავაფართოებთ ქალაქის ყველა ქუჩას, ვერ დავანგრევთ შენობებს და ვერ გავანადგურებთ მწვანე სივრცეებს იმისთვის, რომ ავტომობილების მუდმივად მზარდ რაოდენობას მეტი ადგილი დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეტაპობრივად შეიკრას ავტობუსის ზოლების ერთიანი ქსელი, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობდეს სწრაფად და პროგნოზირებად დროში. გრძელდება მეტროს მოდერნიზაციაც. იგეგმება მეტროსადგურების რეაბილიტაცია, ხოლო ჩინეთიდან ეტაპობრივად უნდა მივიღოთ 111 ახალი ვაგონი, რომლითაც 25 მატარებელი ჩანაცვლდება. გვინდა, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიოს არა იმიტომ, რომ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება ავუკრძალეთ, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსით, მეტროთი ან ტრამვაით მგზავრობა მისთვის უფრო კომფორტული, სწრაფი და საიმედო იქნება. კარგად გვესმის, რომ გადაადგილების ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა მარტივი არ არის. არც ის გვგონია, რომ ერთ დღეში, ერთი ახალი ავტობუსით, ერთი ზოლით ან ერთი რეაბილიტირებული ქუჩით თბილისის სატრანსპორტო პრობლემები მოგვარდება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მოითხოვს თანმიმდევრულ მუშაობას, სწორ დაგეგმვას და საზოგადოების ჩართულობას". - ამბობს კალაძე.როგორც მან აღნიშნა, "თუ დღეს მხოლოდ დროებითი კომფორტისთვის უარს ვიტყვით აუცილებელ ცვლილებებზე, ხვალ გაცილებით უფრო რთული სატრანსპორტო პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით"."მინდა, თითოეულ თბილისელს ვუთხრა - ძალიან კარგად მესმის თქვენი ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. პირიქით, ვხედავთ პრობლემებს და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ახალი გზების, ავტობუსის ზოლების, მეტროსადგურებისა თუ სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. ვმუშაობთ, რომ ყველა ამ მიმართულებით მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული ვითარება". - ამბობს კალაძე.


სხვა სიახლეები
სულხან თამაზაშვილი
სულხან თამაზაშვილი: ფონიჭალაში ნანგრევებში 7 პირია მოყოლილი, მათ შორის 3 ბავშვი

ფონიჭალაში კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ნანგრევებიდან ოთხი პირია გამოყვანილი, შვიდი ადამიანის ადგილსამყოფლის დასადგენად კი აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.მისი ინფორმაციით, ოთხივე გამოყვანილი მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ყველა მათგანი კონტაქტურია, თუმცა ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არის არასრულწლოვანიც, რომელსაც დაზიანება ყურის მიდამოში აღენიშნება, თუმცა იგი კონტაქტურია.„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. პროაქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები… სამწუხაროდ, სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფლის დადგენა… უგზო-უკვლოდ არის შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი [დაკარგული]. მოსახლეობა ევაკუირებულია“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.მისი თქმით, კორპუსში კვლავ არსებობს ნგრევის რეალური საფრთხე, რის გამოც მაშველებს მუშაობის ტაქტიკის შეცვლა მოუწიათ:„დაახლოებით ნახევარი საათის წინ გადმოიხარა [კორპუსის] საყრდენი კედელი და შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა. ბიჭები უკნიდან მუშაობენ აქტიურად. ნგრევის საფრთხე რეალურად არის“, — აღნიშნა შს მინისტრმა.რაც შეეხება აფეთქების გამომწვევ მიზეზებს, სულხან თამაზაშვილის განმარტებით, კერა და წინასწარი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია და შემთხვევა ბუნებრივი აირის გამათბობელს უკავშირდება.„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, — განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები ახლაც მუშაობენ.

საზოგადოება • 1795077524

bog
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა

ქუთაისში საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტურის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ტურის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებზე ინფორმაცია მიაწოდოს და მათ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის მომზადებაში დაეხმაროს.შეხვედრაზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ. მონაწილეები გაეცნენ უცხოეთის უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები, როგორ შეარჩიონ მათთვის სასურველი პროგრამა, როგორ მოემზადონ განაცხადის წარსადგენად და რა ეტაპები უნდა გაიარონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.ქუთაისამდე ტურის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში გაიმართა.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

ბიზნესი • 1795075103

უმუშევრობა
უმუშევრობა საქართველოში 12.6%-მდე შემცირდა - საქსტატი

2026 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.6 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.2026 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.6 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 49.0 პროცენტს და 45.8 პროცენტს შეადგენს.საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.8 პროცენტი შეადგინა.2026 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.8 პროცენტს და 14.0 პროცენტს შეადგენს.სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.5 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.2026 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.2 პროცენტული პუნქტით.

საზოგადოება • 1795072476

ლენტი
საქართველოში 9 თვეში 46 082 ავარია მოხდა, დაიღუპა 315 კაცი, დაშავდა - 3252

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, აქედან 44 034 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ხოლო 2 048 საგზაო შემთხვევა სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გადაკვალიფიცირდა.შედეგად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა - 3 252 ადამიანი.შსს-ს მიხედვით, წელს 9 თვეში მომხდარი ავარიები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:თბილისი - 26 150 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 536 - სისხლის სამართლის;აჭარა - 4 740 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 340 - სისხლის სამართლის;იმერეთი - 2 839 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 271 - სისხლის სამართლის;ქვემო ქართლი - 2 721 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 226 სისხლის სამართლის წესით;მცხეთა-მთიანეთი - 1 658 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 88 სისხლის სამართლის;შიდა ქართლი - 1 636 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 144 სისხლის სამართლის;სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 472 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 116 სისხლის სამართლის;კახეთი - 1 352 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 195 სისხლის სამართლის;სამცხე-ჯავახეთი - 854 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 69 სისხლის სამართლის;გურია - 473 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 49 სისხლის სამართლის;რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 139 შემთხვევა ადმინისტრაციული წესით, 14 სისხლის სამართლის;ვრცლად კვირის პალიტრაზე

საზოგადოება • 1795071174

ტრამპი და პუტინი
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი დღეს ორმხრივ შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ხვალ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ 19 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.ტრამპისა და პუტინის ბოლო ორმხრივი შეხვედრა 2025 წლის აგვისტოში ალასკაში გაიმართა.ცნობისთვის, დღეს ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საერთო ფოტოს გადაღებამდე ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს თავად მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა.ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა.

მსოფლიო • 1795069514

bogh
ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების ბაზრის ლიდერად რჩება

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების 2026 წლის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოს საქართველოს ბანკის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხების პორტფელმა დაახლოებით 1.27 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს საბანკო სექტორში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ბაზრის 68%-ს წარმოადგენს.საქართველოს ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს არამხოლოდ პორტფელის მოცულობით, არამედ 2025 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე სესხების მიხედვითაც. ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში დაახლოებით 838 მილიონი ლარის ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე სესხი გაიცა. აქედან თითქმის ნახევარი, დაახლოებით 413 მილიონი ლარი, საქართველოს ბანკზე მოდის.საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბიზნესები ინვესტირებას ახორციელებენ განახლებად ენერგიაში, მდგრად მშენებლობაში, ენერგოეფექტურობაში, მდგრად სოფლის მეურნეობასა და მწვანე ტრანსპორტში. ეს კომპანიებს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ეხმარება, ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.ბანკი ლიდერობს მწვანე აქტივების კოეფიციენტითაც (Green Asset Ratio). საქართველოს ბანკის მაჩვენებელი 3.2%-ს შეადგენს, მაშინ როცა სექტორის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2.1%-ია. ამასთან, საქართველოს ბანკი სექტორში პირველ ადგილზეა ტაქსონომიის შესაბამისი სოციალური დაფინანსების ჯამური მოცულობითაც.ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე დაფინანსება 42.5%-ით გაიზარდა და 2.16 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საქართველოს ბანკია.“ჩვენი შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის სტრატეგიულ ერთგულებას მდგრადობის მიმართ და ჩვენს წამყვან როლს ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მწვანე დაფინანსება ბიზნესს რეალურ სარგებელს აძლევს: ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიაში ინვესტიცია კომპანიებს საოპერაციო ხარჯებს უმცირებს, ენერგიაზე დამოკიდებულებას ამცირებს და კონკურენტუნარიანობას უზრდის. შესაბამისად, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მხარდაჭერას მწვანე ტრანსფორმაციის გზაზე - როგორც დაფინანსებით, ისე ცოდნის გაზიარებით“, - განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.  

ბიზნესი • 1795069430