საზოგადოება
საახალწლო ღონისძიება
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია: ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები; კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები; ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

1794492960

1794381256

ყადაღას არ დაექვემდებარება მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება და ბავშვის მოვლისთვის გასაცემი ფულადი დახმარება - პარლამენტმა ცვლილება მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სავალან მირზოევმა წარადგინა.ცვლილების თანახმად, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზესახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

1794220321

როგორი იქნება რუსთავში სპორტულ-კულტურული კომპლექსი, რომელიც 182 351 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება?

რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურული კომპლექსის პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, 182 351 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი სივრცე. რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს „ხმალაძე არქიტექტორები“ შეიმუშავებს, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მისი მოცულობა 5 590 368 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს.„ჩვენი გამარჯვებული საკონკურსო პროექტი ითვალისწინებს, ქალაქ რუსთავში, არსებული ჭალის ტერიტორიის მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსად გარდაქმნას.კომპლექსი წარმოადგენს მოცულობების ერთიან კომპოზიციას, რომელიც ხელოვნური მწვანე ბორცვებით არის შემოსაზღვრული და არსებულ ლანდშაფტში ინტეგრირდება. მოდულური სისტემა პროექტს სხვადასხვაგვარ რელიეფთან ადაპტაციისთვის მოქნილობას სძენს და ეტაპობრივი მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი მოიცავს კულტურულ სივრცეებს, მრავალფუნქციურ დარბაზს, საცურაო აუზებს, ფეხბურთის, ჩოგბურთის, საბრძოლო ხელოვნებებისა და სხვა სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილ შიდა და გარე მოედნებს, ასევე ფიტნეს დარბაზს და სხვა ფუნქციურ სივრცეებს. ამგვარად, საპროექტო მოცულობების ლანდშაფტთან ინტერგრირებული განლაგების მქონე კომპლექსი ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს შორის მდებარე, დიდი ხნის განმავლობაში გამოუყენებელ რეკრეაციულ ბირთვს კვლავ აკავშირებს ქალაქსა და მის მცხოვრებლებთან.პროექტი პასუხობს მუნიციპალიტეტის მიზანს — შეინარჩუნოს ტერიტორიის რეკრეაციული იდენტობა და ამავდროულად შექმნას სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ახალი ცენტრალური კერა ქალაქში, რომელსაც ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტი ამჟამად არ გააჩნია.კომპლექსის კულტურულ-შემეცნებითი ნაწილი მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებისთვის განკუთვნილ სივრცეებსა და ადმინისტრაციულ ბლოკს. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია ავტოსადგომის, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა“, - წერია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის მშენებლობის საორიენტაციო ბიუჯეტი 60 მილიონი ლარია. აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ძირითადი შენობის მშენებლობას, საჭირო სამუშაოებს, მასალებს, აღჭურვილობასა და შრომით ხარჯებს, თუმცა არ მოიცავს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გარე სპორტული მოედნების მოწყობის ხარჯებს.

1794209292

2026 წლის 9 თვეში საქართველოში თავშესაფარი 493-მა უცხოელმა მოითხოვა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით 493-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა.მონაცემების მიხედვით, თავშესაფრის მაძიებელთა შორის ყველაზე მეტი უკრაინის მოქალაქეა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველოში თავშესაფარი უკრაინის 169-მა მოქალაქემ მოითხოვა.ქვეყნების მიხედვით, მეორე ადგილზე თურქეთია, რომლის 83-მა მოქალაქემ მიმართა საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით. სამეულს ინდოეთი 45 განაცხადით ასრულებს.ათეულში ასევე შედიან ირანის (42), რუსეთის (32), პაკისტანის (17), იორდანიის (12), ეგვიპტის (10), აზერბაიჯანისა (6) და კუბის (6) მოქალაქეები.2026 წლის სამ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნით მიმართვის რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: უკრაინა – 169; თურქეთი – 83; ინდოეთი – 45; ირანი – 42; რუსეთი – 32; პაკისტანი – 17; იორდანია – 12; ეგვიპტე – 10; აზერბაიჯანი – 6; კუბა – 6.


სხვა სიახლეები
bog
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო

საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობით, საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო. ტურის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება: 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50; 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14. შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი. 

ბიზნესი • 1794500100

bog
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, პანელური დისკუსია „AI-ს ეპოქა: რა იცვლება და რა შესაძლებლობები ჩნდება?“ გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ: მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას. საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge 

ბიზნესი • 1794493560

საახალწლო ღონისძიება
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს - რა იგეგმება დედაქალაქში

თბილისის მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად 5.970 მლნ ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.როგორც შესყიდვის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის და მათზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით გაიმართება.ამასთან, შესყიდვის თანახმად, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ მოეწყობა და ყველა მსურველისთვის თავისუფალი იქნება.მერიის გეგმის მიხედვით, საახალწლო სივრცეებში განთავსდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ორიგინალური ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები, დახლები, თაღები და საშობაო ნაძვის ხეები.როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ტერიტორიაზე მოეწყობა ყინულის საციგურაო მოედანი, ღია კინოთეატრი, მულტიფუნქციური საბავშვო და საგამოფენო პავილიონები, საგამოფენო სტენდები, ადგილზე განთავსდება სკამები, მაგიდები და სხვადასხვა სახის კონსტრუქცია. ასევე გათვალისწინებულია კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების, თოვლის ბაბუის სახლის, სახელოსნოსა და გასტრონომიული ზონების მოწყობა.ამასთან, მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის საზეიმო ცერემონია, სხვადასხვა ჟანრის კონცერტი, თეატრალიზებული წარმოდგენები, პერფორმანსები, ფესტივალები, ვიდეოფილმების ჩვენება და ზღაპრის გმირების მსვლელობები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს თოვლის ბაბუა (სანტა) და შესაბამისი კოსტიუმებით შემოსილი მსახიობები დახვდებიან.შესყიდვა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას, ისე სხვადასხვა მომსახურებას. კერძოდ, შესყიდვის ობიექტებია: ინვენტარი და კონსტრუქციები: საშობაო ნაძვის ხე, დეკორაციული ნივთები, საგამოფენო სტენდები და აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის ავეჯი (მაგიდები, სკამები, დახლები) და სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები; კულტურულ-გასართობი მომსახურება: ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ბავშვთა გართობის მომსახურება, ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა; შემსრულებელთა და არტისტთა მომსახურება: თეატრის პროდიუსერების, მომღერალთა ჯგუფების, ანსამბლების, ორკესტრების, ესტრადის მსახიობებისა და მხატვრების მიერ გაწეული მომსახურებები; ტექნიკური და მედია უზრუნველყოფა: გაფორმებასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისები, ფოტოგრაფიული და ვიდეოფილმების ჩვენება-გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურებები.

საზოგადოება • 1794492960

ბიგ
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

საქართველოს ბანკი მომხმარებლებს საბანკო სერვისებით სარგებლობის კიდევ უფრო მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. M, L და SUPER ნაკრებების, ასევე Student Card-ისა და SOLO პაკეტების მფლობელებს საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის გადაცვლა სპეციალური პირობებით შეუძლიათ.კერძოდ, მომხმარებლები ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებენ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად.შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ.აღსანიშნავია, რომ M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდები, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები.საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

ბიზნესი • 1794491961

საქართველოს ბანკი
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

საქართველოს ბანკის მთავარი ფილოსოფია - „არ გაჩერდე“ - ეფუძნება რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია, ვიდრე დღეს წარმოუდგენია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, ჰქონდეს შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი უნარები, განავითაროს ისინი და გადადგას ნაბიჯები ახალი მიზნებისკენ.სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებს სრულად გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შესაბამისად, ბანკისთვის „არ გაჩერდე“ მხოლოდ გზავნილი არ არის - ეს არის ფილოსოფია, რომელიც მის საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ინიციატივებს აერთიანებს.ამ ხედვის ნაწილია სპორტისა და ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა, რათა ხელი შეუწყოს მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში; სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ეროვნული ოლიმპიური ნაკრების, საფეხბურთო ნაკრების და საკალათბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. ამასთან, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებით ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს თვითგამოხატვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენის სივრცეს უქმნის. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.თითოეული ეს ინიციატივა ერთი საერთო მიზნის ნაწილია - ადამიანებს ჰქონდეთ მეტი რესურსი, საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოონ და მიაღწიონ იმას, რაც შესაძლოა, აქამდე მიუღწევლად მიაჩნდათ.სწორედ ამიტომ, „არ გაჩერდე“ ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი, გაბედოს მეტი და მიაღწიოს მეტს.არ გაჩერების ისტორიების შესახებ უფრო მეტის გასაგებად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს argacherde 

ბიზნესი • 1794490399

ბანკების აქტივები
„ინდური ბანკების შემოსვლა სესხებს ვერ გააიაფებს - ისინი მომხმარებელს დანარჩენი 20 ბანკისგან განსხვავებულ პირობებს ვერ შესთავაზებენ“

„არსებობენ უფრო მსხვილი მოთამაშეებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურთ“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ BTU-ს აოცირებული პროფესორი, საბანკო სფეროს ექსპერტი მაია ხელაძე პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებას ინდური ბანკების შესახებ.შეგახსენებთ, შოთა ბერეკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ: „ინდური ბანკები ძალიან სტაბილური ბანკები არიან და მაღალი საერთაშორისო რეიტინგი აქვთ - ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში ასეთი ბანკების შემოსვლა გამარტივდეს“. მან ასევე აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორის დაახლოებით, 75-80% ორ ბანკს უჭირავს, მათ კი აქვთ სურვილი, საფინანსო ბაზარზე ახალი ბანკები და მაღალი კონკურენცია გაჩნდეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, უფრო მაღალი და ჯანსაღი კონკურენციის საშუალებით, მომხმარებელი საუკეთესო საბანკო პროცენტს მიიღებს.ინდური ბანკების საქართველოში შესაძლო შემოსვლის საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავაც. მისი თქმით, „იქნება ეს ინდური ბანკი, ყაზახური ბანკი, ინგლისური ბანკი თუ სხვა, ჩვენ ყველა მხარისთვის ღია ვართ. ვხედავთ ძალიან მაღალ ინტერესს, დივერსიფიცირებულ გეოგრაფიას და ამას მხოლოდ მივესალმებით“.მაია ხელაძის შეფასებით კი, ინდური ბანკების ქართულ ბაზარზე შემოსვლა, მომხმარებლისთვის საბანკო პროდუქტების განსხვავებული პირობებით შეთავაზებას ვერ უზრუნველყოფს.„ინდურ საბანკო სექტორსა და მის აღიარებაზე ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, რადგან მსოფლიო მასშტაბით ისინი ნამდვილად მსხვილი მოთამაშეები არიან. თუმცა, არსებობენ უფრო მსხვილი მოთამაშეებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, საქართველოს ბაზარზე შემოსვლა სურთ.თუმცა, ინდოეთის ფინანსური სექტორიდან აუცილებლად გამოვყოფდი მათ კაპიტალის ბაზარს, რადგან ის საკმაოდ განვითარებულია. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ თუ რამე სამაგალითო და გადმოსაღები გვაქვს ინდოეთიდან, ეს უფრო კაპიტალის ბაზრის მოთამაშეების შემოსვლა იქნებოდა, ვიდრე საბანკო ინსტიტუციების.ამ შემთხვევაში, ინდური ბანკები მაგალითად იყო მოყვანილი და არ მგონია, კანონპროექტით აქცენტი კონკრეტულად მათზე კეთდებოდეს. თუმცა, რაც შეეხება მოსაზრებას, რომ თითქოს ინდური ბანკების შემოსვლით ქართველ მომხმარებელს ფასების უფრო კონკურენტუნარიანი შეთავაზება ექნება - ამას ცალსახად არ ვეთანხმები.ვეთანხმები იმას, რომ დამატებითი ბანკების შემოსვლა და ინსტიტუციების ზრდა კონკურენციას გააუმჯობესებს და ხარისხს გაზრდის, მაგრამ იგივე საკრედიტო შეთავაზებები ვერ იქნება რეგულაციებით გათვალისწინებულ პირობებზე უკეთესი.ახალი ინსტიტუცია ვერ შეძლებს, მაგალითად, ლარში სესხების გაცემისას ისეთი პირობები შესთავაზოს მომხმარებელს, რაც დანარჩენი 20 ბანკის შეთავაზებისგან განსხვავებული იქნება. ამიტომ, მოლოდინს, რომ რესურსების გადმოტანა სესხებს გააიაფებს, ვერ გავიზიარებდი.რაც შეეხება ფინანსურ პროდუქტებს, რომლებიც ინდურმა ბანკებმა შეიძლება ქართულ ბაზარს გაუზიარონ, ინდოეთში ფინანსურ სექტორში საკმაოდ სწრაფი ზრდა მოხდა, თუმცა ნაკლებად საბანკო მიმართულებით. სექტორი უფრო ფინტექისა და კაპიტალის (და არა ფულის) ბაზრის კუთხით განვითარდა, რაც მართლაც სამაგალითოა. ჩვენთვის საყურადღებო და საინტერესო იქნებოდა, თუ როგორ შეძლეს მათ დროის მოკლე შუალედში ასეთი განვითარება.თუმცა, უშუალოდ საბანკო სექტორის კუთხით ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებდი. კი, ინდოეთს აქვს თანამედროვე მიღწევა, რაც არის შიდა გადარიცხვებისა და გადახდების გაერთიანებული პლატფორმა. ანუ ფეიმენთების კუთხით მათ ნამდვილად დანერგეს აღსანიშნავი ტექნოლოგია ქვეყნის შიგნით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენი ეროვნული ბანკიც პროცესების სათავეში დგას. კომერციულ ბანკებთან ერთად, ეროვნული ბანკი აქტიურად ნერგავს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველაზე თანამედროვეა ფულის მოძრაობის თვალსაზრისით. მათ შორის ადგილობრივი ტრანზაქციების კუთხით“, - აცხადებს მაია ხელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

ეკონომიკა • 1794488400