1 გრამი „ბაჯაღლოს“ ფასმა 416 ლარს მიაღწია - რატომ ძვირდება ოქრო მსოფლიოში

ბიზნესი 1768895772
ოქრო

საქართველოში ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 1 გრამი 999-სინჯიანი ძვირფასი ლითონის, ე.წ. „ბაჯაღლოს“ ღირებულებამ 416 ლარი შეადგინა. რაც შეეხება სტანდარტული 750-სინჯიან ოქროს, 1 გრამის ფასი 312 ლარია, ხოლო 858-სინჯიანის - 243 ლარი.

გაძვირებულია ვერცხლიც. 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.46 ლარს შეადგენს, ხოლო 800-სინჯიანი - 6 ლარი ღირს.

ოქრო ძვირდება მსოფლიოშიც. ამ მომენტისთვის 1 უნციის ფასი 4 706 დოლარს შეადგენს, ხოლო ვერცხლი 93,45 დოლარი ღირს.

BBC-ის ვერსიით, ძვირფასი ლითონის ფასის ზრდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 8 ევროპული ქვეყნის მიმართ 10%-იანი ტარიფის დაწესება სახელდება, რომლებმაც გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირეს.