1769409000
არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას - ირაკლი კობახიძე ფასების შემცირებაზე
"არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა და დაამატა, რომ საკითხი საკმაოდ რთულია.
ის ხაზს უსვამს, რომ ბიზნესი თავისუფალია და უნდა იყოს თავისუფალი.
„საქმე ეხება ბიზნესს. რა თქმა უნდა, ბიზნესი თავისუფალია და უნდა იყოს თავისუფალი. ნებისმიერი ბიზნესი ბუნებრივად არის ორიენტირებული მაქსიმალური მოგების მიღებისკენ, მაგრამ აქ შემოდის სოციალური ელემენტი, რაც განსაკუთრებით აქტუალურია, ბუნებრივია, პროდუქციის რეალიზების შემთხვევაში. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაქვს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, რომ ბიზნესის თავისუფლებასთან ერთად, ვიზრუნოთ ამ სოციალური საკითხის მაქსიმალურად მოგვარებაზე. ეს გვესახება ბიზნესთან თანამშრომლობის საფუძველზე. გვაქვს ჩვენი ხელწერა, ჩვენი მუშაობის სტილი, მათ შორის, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომლითაც ვამაყობთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არ შევეხებით არავითარ შემთხვევაში ბიზნესის თავისუფლებას, მაგრამ, ამასთან ერთად, ბიზნესთან ერთად გვინდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
1769406517
26 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?26 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც მზიანი ამინდია. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8, ღამით -3 დაფიქსირდება.ბორჯომშიც უნალექო დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია, 0, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით 9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
1769237726
მოსალოდნელია წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, 0, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +6, +8, დღისით +14 +16 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით +4, +6, დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, +2, დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 - 25 იანვარს მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4, -6, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -4 -6, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5 -7, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 - 25 იანვარს ზოგან მოსალოდნელია თოვლი, ხოლო 26 იანვარს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -10, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.
1769060566
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს,შემცირდება ყინვებიც. თუმცა მომდევნო დღეებში ზოგიერთ რაიონში კვლავ შენარჩუნდება ნალექი, თოვლის სახით. სინოპტიკოსთა თქმით, ცივი ამინდები 24 იანვრამდე გაგრძელდება.„რაც შეეხება შემდეგ დღეებს - 23 იანვრიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, დაბლობში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლი, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში არის მოსალოდნელი ნალექი. თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა გუშინდელთან შედარებით ორი გრადუსით მოიმატებს", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ.
1768888705
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში20 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +0. ბათუმში თოვას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +7, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.თოვლია მოსალოდნელი სოხუმში. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.ახალქალაქში დღისით 0 გრადუსი, ხოლო ღამით -7 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, 1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +2 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -20 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -7, ღამით კი -20 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +0 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6 გრადუსია ნავარაუდევი.თოვლს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +0 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.თოვლია ნავარაუდევი რუსთავში. დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც თოვლს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
1768730198
სად ღირს პური ყველაზე ძვირი/იაფი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორისმეზობელ ქვეყნებთან შედარებით, პური ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია. ამის შესახებ Numbeo-ს განახლებული რეიტინგიდან ირკვევა, რომელშიც 500 გრამი თეთრი პურის ფასს 103 ქვეყანაში ადარებს.კერძოდ, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 500 გრამი თეთრი პურის ფასი აზერბაიჯანში 46 ცენტია და ამ მონაცემებით 103-ს შორის 99-ეადგილს იკავებს.მეზობელ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციას, 74-ე ადგილს იკავებს თურქეთი, სადაც პური ყველაზე ძვირი - 97 ცენტი ღირს.პურიის სიიაფით რეიტინგში აზერბაიჯანს საქართველო მოსდევს. საქართველო 103 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა და Numbeo-ს მიხედვით, პურის საფასური 59 ცენტს შეადგენს.იდენტური ფასი აქვს პურს რუსეთსა და სომხეთში. ამ ორ მეზობელ ქვეყანაში 500 გრამი თეთრი პური 73 ცენტი ღირს და ქვეყნები შესაბამისად მე-80 და 81-ე ადგილებს ინაწილებენ.5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პური ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 3.76 დოლარი; ამერიკის შეერთებული შტატები - 3.66 დოლარი; დანია - 3.56 დოლარი; ნორვეგია - 3.46 დოლარი; ლუქსემბურგი - 3.21 დოლარი; 5 ქვეყანა კი, სადაც Numbeo-ს მიხედვით, პური ყველაზე ძვირია, ასეთია: ალჟირი - 17 ცენტი; ტუნისი - 21 ცენტი; ლიბია - 28 ცენტი; ყაზახეთი - 45 ცენტი; აზერბაიჯანი - 46 თეთრი;



