„ბლექ სი არენას“ მოძრავი სახურავის ექსპერტიზა-აღდგენა იგეგმება - პროექტის მომზადება 59 375 ლარი დაჯდება

ბიზნესი 1750926600
„ბლექ სი არენა“

„ბლექ სი არენას“ მოძრავი სახურავის ექსპერტიზა-აღდგენა იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საჭირო ტექნიკური პროექტის მომზადების მომსახურების შესყიდვის უფლება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მთავრობის განკარგულებით უკვე მიეცა.

როგორც განკრაგულებიდან ირკვევა, შემოწმება/აღდგენის პროექტის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით, რომელსაც თავად სამხარაულის ბიურო ვერ ახორციელებს, 59 375 ლარია გათვალისწინებული.

„შ3ს „სთარინგ ჯორჯიას“ დაკვეთის საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულების (საკონცერტო დარბაზ „ბლექ სი არენის“ არსებული მოძრავი (ტრანსფორმირებადი) მეტალის სახურავის დაზიანების ექსპერტიზის ჩატარების, კონსტრუქციული ანგარიშების დეტალური შემოწმებისა და აღდგენისთვის საჭირო შესაბამისი ტექნიკური პროექტის მომზადების მომსახურება) შესრულების მიზნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიენიჭოს უფლებამოსილება, გასაწევი მომსახურების იმ ნაწილში რომლის შესრულებასაც ვერ ასრულებს საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 59 375 ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით,“- ვკითხულობთ განკარგულებაში.