Change Inspire-ზე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები გამოცდილებას გააზიარებენ

ბიზნესი 1751461176
Change Inspire-ზე საქართველოს ბანკის გუნდის წევრები გამოცდილებას გააზიარებენ

საქართველოს ბანკი, როგორც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერი და ტექნოლოგიური ინოვაციების გამავრცელებელი ორგანიზაცია, წელს Change Inspire-ის მთავარი პარტნიორია. კონფერენციაზე ბანკის გუნდის რვა წარმომადგენელი წარდგება და AI-ის ინტეგრაციის საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებსა და ხედვებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებს.

Change Inspire  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექ ღონისძიებაა. წელს იგი სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიურ ლიდერებსა თუ ინჟინრებს მეექვსედ უმასპინძლებს. ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება თემით — „AI ჩემპიონთა ლიგა“.

საქართველოს ბანკის გუნდი კონფერენციაზე წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ტრანსფორმაცია განიცადოს არა მხოლოდ ცალკეულმა პროცესებმა, არამედ მთლიანად, ორგანიზაციულმა კულტურამ და სამომხმარებლო გამოცდილებამ.

უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ღონისძიებაზე შემდეგი თემებით წარდგებიან:

  • ვაჟა მანტუა, IT დირექტორი, (Core IT & Data)  – Where BoG Tech Strategy Meets AI;
  • მიხეილ ნადარეიშვილი, მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი – Disrupting Ourselves through AI: the Case of Bank of Georgia;
  • ედგარ ბრუტიანი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი – Human-Led, AI-Powered: Inside Our Generative AI Integration Journey;
  • თამარ გრიგალაშვილი, ანალიტიკური პროექტის ლიდერი, ნიკა ჭონიშვილი, მონაცემთა მეცნიერი და ალექსანდრ ბერნადსკი (AWS) – Elevating Customer Support Productivity with GenAI;
  • ალექსანდრე ხორბალაძე, Expert ანალიტიკოს-დეველოპერი – AI Code Reviewer;
  • ნინო სასანია, მონაცემთა ინჟინერიის ლიდი – The Power of Data Literacy.
  • გიორგი მერკვილაძე, ტექ პროდაქტ ოუნერი – Enterprise Data Repository.

კონფერენცია დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში მიმდინარე ცვლილებები შეისწავლონ, დარგის ექსპერტებისგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ და თანამოაზრეებს გაეცნონ.

შემოუერთდით „AI ჩემპიონთა ლიგასდა გახდით ტექნოლოგიური მომავლის ნაწილი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს.