Fitch Ratings-მა "სილქნეტის" $300 მლნ-ის ობლიგაციებს B რეიტინგი მიანიჭა

ბიზნესი 1641900996
სილქნეტი

Fitch Ratings-მა "სილქნეტის" გამოსაშვებ $300 მლნ-ის სუბორდინირებულ ობლიგაციებს მოსალოდნელი B(EXP) რეიტინგი მიანიჭა. Ficth აღნიშნავს, რომ შესაძლებელია აღდგენის რეიტინგი RR4-მდე გაიზარდოს.

კომპანია ობლიგაციების გამოშვებიდან მიღებული თანხით $200 მლნ-ის ევრობონდების და ლარში დენომინირებული ბონდების რეფინანსირებაზე, აქციონერთა წილების დაფინანსებასა და ზოგადი კორპორაციული მიზნების განხორციელებაზე მიმართავს. "სილქნეტს" ასევე მიეცემა საშუალება დაფაროს ახალი ობლიგაციების ნაწილი მისი გამოშვებიდან მოკლევადიან პერიოდში.

"ველით, რომ დაგეგმილი ტრანზაქციების შემდეგ სილქნეტის რეიტინგი დარჩება B დონეზე", - აღნიშნავს სარეიტინგო კომპანია.

Fitch ასევე პროგნოზირებს, რომ სილქნეტისთვის მობილური ქსელებიდან მიღებული შემოსავლები გაიზრდება ერთნიშნა პროცენტით 2022-2024 წლებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თანდათან იზრდება ქსელის მოდერნიზება და მობილურ ინტერნეტზე წვდომა.