1742542533
ივლისიდან რუსული Azimut-ი ფრენებს ქუთაისის მიმართულებითაც განახორციელებს

ივლისიდან რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ რისებს ქუთაისის მიმართულებითაც დაამატებს. კომპანიის ტელეგრამარხის ცნობით, ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.
კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Azimut Airlines ავითარებს საერთაშორისო მარშრუტების ქსელს და ამჯერად ახალ რეისებს ის მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის მიმართულებით შეასრულებს. ცნობილია ისიც, რომ ფრენა ყოველ სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
ცნობილია ისიც, რომ რეისები ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში შესრულდება და ის 2 ივლისიდან 25 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
Azimuth Airlines-ი 2023 წლიდან ახორციელებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით, მათ შორის ფრენებს თბილისის მიმართულებით ვნუკოვოდან, „მინერალური წყლებიდან“, სოჭიდან, უფასიდან და სანკტ-პეტერბურგიდან, ხოლო ბათუმში ფრენები ვნუკოვოდან ხორციელდება.