როგორ გამოიყურება საბურთალოზე პენტჰაუსი, რომელიც 1.25 მლნ აშშ დოლარად იყიდება

ბიზნესი 1751806320
პენტჰაუსი

თბილისში, საბურთალოზე, ბურძგლას ქუჩაზე პენტჰაუსი 1.25 მლნ აშშ დოლარად იყიდება.

როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, პენტჰაუსის ფართობი 500 კვადრატული მეტრია, რაც კვადრატულზე 2 500 აშშ დოლარი გამოდის.

„იყიდება პრესტიჟულ კორპუსში, პრესტიჟულ ადგილას 500 კვ. პენტჰაუსი. 5-6 სართული, რომელიც გადმოჰყურებს წითელ პარკს. ტერასაზე არის 12 კვ. აუზი. დიდი ტერასებით, რომლებიც გადახურულია პერგოლათი. ფართო და ნათელი ოთახები, ვიტრაჟული ტიპის“, - ხაზგასმულია განცხადების აღწერაში.

როგორ გამოიყურება საბურთალოზე პენტჰაუსი, რომელიც 1.25 მლნ აშშ დოლარად იყიდება: