საქართველოში აზარტული თამაშებით დაკავებული 1 038 ბიზნესია რეგისტრირებული - რამდენია მათგან აქტიური

ბიზნესი 1751869500
აზარტული თამაშები

2025 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული იყო აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული 1 038 კომპანია - შესაბამისი მონაცემები „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოაწოდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდისთვის რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან აქტიური სტატუსი მხოლოდ 137 კომპანიას ჰქონდა.

ამასთანავე, გასულ წელთან შედარებით აზარტული თამაშებით დაკავებული აქტიური კომპანიების რაოდენობა ერთით, 2023 წელთან შედარებით კი ოთხით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, 2020-2025 წლებში აზარტული თამაშებით დაკავებული რეგისტრირებული და აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა ასეთი იყო:

  • 2020 წელი - 984 რეგისტრირებული კომპანია (126 აქტიური);
  • 2021 წელი - 1 014 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 116);
  • 2022 წელი - 1 035 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 126);
  • 2023 წელი - 1 045 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 141);
  • 2024 წელი - 1 042 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 138);
  • 2025 წლის 1-ელი იანვრის მოცემულობით - 1 038 რეგისტრირებული კომპანია (აქტიური - 137).

გარდა ამისა, საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ გამოგზავნილი მონაცემების მიხედვით, 2024 წელს (წინასწარი მონაცემებით) იმ აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიების ხუთეული, რომელთა ბრუნვაც ყველაზე მეტი იყო, ასე გამოიყურება:

  • შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“;
  • შპს „ევროპაბეთი“;
  • შპს „მარსი“;
  • შპს „ავიატორ“;
  • შპს „ფულ ჰაუსი“.

შენიშვნა: კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით