7:37
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7712 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7712 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7712 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7739 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9865 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9928 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0063 ლარი შეადგინა.
7:39
„ცალსახად შესაცვლელია!“ - ვლადიმერ გიორგაძე ქონების საგადასახადო სისტემაზესაქართველოს ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობს.ქონების გადასახადის რეფორმირების საჭიროებაზე, კერძოდ, პირველ ეტაპზე, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შემცირების და 40 000-ლარიანი ზღვრის 60 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით, 2023 წელს, მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატი რომან გოცირიძე გამოვიდა, თუმცა მის ინიციატივას ‘’ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნება“ ე.წ ესტონურ მოდელზე განაგრძობს მუშაობას.ქონების გადასახადის ესტონური მოდელის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ესტონეთის მთავრობა მხოლოდ მიწის ღირებულებას ბეგრავს და არა უშუალოდ ამ მიწაზე არსებული შენობების ან სხვა ინვესტიციების ღირებულებას.BDO-ს საგადასახადო მენეჯერი, ვლადიმერ გიორგაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ არსებული მოდელი ცალსახად უსამართლოა და ცვლილებას საჭიროებს. ასევე, გადასახედია შემოსავლების საკითხიც, რომლის მიხედვითაც, თუ პირი შემოსავალს უცხოეთიდან იღებს და მისი შემოსავლები 40 000 აჭარბებს, მას ქონების გადასახადის გადახდა არ ეკისრება.„არსებული საგადასახადო სისტემა ცალსახად შესაცვლელია, ქონების გადასახადის შემოსავლებზე მიბმა, უსამართლოა. შეიძლება, ვიღაც, ვისაც ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდება, დიდ ქონებას ფლობდეს, თუმცა ქონების გადასახადს არ იხდიდეს და არც ჰქონდეს მოტივაცია, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართოს. ასევე, შემოსავლის რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული განაკვეთი, ისე გამოდის რომ, სხვადასხვა შემოსავლის მქონე პირი სხვადასხვა გადასახადს იხდის, რაც არასწორია. ქონების გადასახადი უნდა იყოს გადასახადი ქონებაზე და არა შემოსავალზე.დღეს არსებული მექანიზმი ცალსახად უსამართლოა.ასევე, თუ ვინმე ქონებას ფლობს საქართველოში და შემოსავლები უცხოეთში აქვთ, გამოდის რომ მათაც არ უწევთ გადასახადის გადახდა, მაშინ, როცა საქართველოში შემოსავლების მიმღებებს უწევთ, რაც ასევე არასწორია“, - აღნიშნა ვლადიმერ გიორგაძემ.
6:57
პირამიდების ქვეშ დაფლული მორიგი საიდუმლო - ნაპოვნია მიწისქვეშა ქალაქი, ურთულესი სტრუქტურით: ფარაონები არმაგედონისგან გადარჩენას ცდილობდნენ?ეგვიპტის პირამიდები დღემდე შეუცნობელი და კვლევის საგანია. ამჯერად, მეცნიერთა განცხადებით, მათ პირამიდების ქვეშ გვირაბები, სვეტები, ბილიკები და გიგანტური დარბაზები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, სამივე პირამიდის ქვეშ ვრცელდება. პირამიდების მორიგი საიდუმლო გლაზგოს უნივერსიტეტისა და პიზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სატელიტური რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს. "როდესაც გამოსახულებებს ვზრდით, ჩანს, რომ მის ქვეშ არის ის, რაც შეიძლება, ნამდვილ მიწისქვეშა ქალაქად აღიწეროს", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, კორადო მალანგა.მისი განმარტებით, ეს გიგანტური ქსელი ქვიშის სიღრმეში 2.1 კმ-მდე ეშვება და ის პირამიდებამდე საუკუნეებით ადრე უნდა აეგოთ. მკვლევრები წერენ, რომ ამ ადგილს შესაძლოა, რელიგიური დანიშნულება ჰქონოდა. შეიძლება თუ არა, ამ სისტემას ათასობით წლით ადრე ეარსება? და თუ ასეა, ვინ და როგორ ააშენა ის? უკვე დიდი ხანია, არქეოლოგები "ქვიშის საიდუმლოს" ამოხსნაზე საუბრობენ. მაგრამ სინამდვილე ახლა კიდევ უფრო გასაოცრად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ყველაზე გაბედული ვარაუდი.რადარმა პირამიდების ქვეშ ხუთი სტრუქტურა გამოავლინა. ამ სტრუქტურების დანიშნულება უცნობია, მაგრამ მათ ერთმანეთთან გეომეტრიული გასასვლელები აკავშირებთ.გაცილებით შთამბეჭდავია რვა ვერტიკალური სვეტი, რომელთა სიგრძე თითქმის ხუთჯერ აღემატება ხეფრენის პირამიდის სიმაღლეს.ქვის ცილინდრები ორ რიგადაა განლაგებული.თითოეული სვეტის გარშემო კიბის მაგვარი ბილიკიც ადის. შეუძლებელია იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლებოდა, ეს უძველეს დროში შექმნილიყო.103 წლის წინ, ფარაონ ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, სპეკულაციებმა ძველ ეგვიპტეზე პიკს მიაღწია. 1990-იან წლებში, არქეოლოგმა რობერტ ბოვალმა განაცხადა, რომ დიდი პირამიდების ასტროლოგიური მნიშვნელობა გაშიფრა. პროფესორმა ჩანდრა ვიქრამასინგემ გამოთქვა ვარაუდი, რომ პირამიდები ასტეროიდების ცვენისგან დამცავი თავშესაფრები იყო. მან იშვიათ ძვირფას ქვებზე მიუთითა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში იყო გაბნეული - ქანის ფრაგმენტები შეიძლება, ასტეროიდის დაჯახების ნარჩენები ყოფილიყო. მისი მსჯელობით, თუ ადრეული ეგვიპტური ცივილიზაცია მეტეორების წვიმამ გაანადგურა, დამაჯერებელია, რომ ფარაონებმა წინასწარი ზომები მიიღეს და თავშესაფრები აიშენეს.შეიძლება თუ არა, მიწისქვეშა ქალაქი ფარაონებისთვის თავშესაფარი ყოფილიყო, რომ არმაგედონს გადარჩენოდნენ?მეცნიერები არაფერს გამორიცხავენ, თუმცა ამის შესწავლას და საბოლოო პასუხის მიღებას წლები დასჭირდება.აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ კვლევას და გადაჭარბებულად მიაჩნიათ ის, რაზეც კორადო მელანგა საუბრობს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მელანგა გამოირჩევა შეთქმულების თეორიების სიყვარულით. ეგვიპტოლოგებს აღმოჩენასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ და ეს ის თემაა, რაზეც დიდი ხანი იმსჯელებენ. ambebi.ge
6:53
რა ღირს თბილისი-ლონდონის რეისზე ბილეთები - დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყოსაქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.
30 მარ 10:47
„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი“ - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება, 31 მარტს კი +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს დაიკლებს.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 30 მარტს ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
28 მარ 12:55
სარეკორდო ფასი - ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდასააგენტო Transfermarkt-ის მონაცემებით, ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ფასმა მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1.8 მლნ ევროდან 2.5 მლნ გახდა.ბოლო განახლებასთან (დეკემბერი) შედარებით, ღირებულების 700 000-იანი ზრდა განაპირობა იმან, რომ იანვარში ზივზივაძე მე-2 ბუნდესლიგის „კარლსრუე“-დან გერმანიის უმაღლეს ლიგაში გადაბარგდა და „ჰაიდენჰაიმი“-ს მაისური მოირგო. მას შემდეგ ელიტარულ დივიზიონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.საილუსტრაციოდ ვთქვათ, რომ 2024 წლის ივნისში Transfermarkt-ი ქართველ თავდამსხმელს 900 000 ევროდ აფასებდა, ამჟამად კი ეს რიცხვი თითქმის 3-ჯერ (2.78) არის გაზრდილი.31 წლის ზივზივაძე გერმანიის მთავარ დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლევან კობიაშვილის შემდეგ ის პირველი ქართველია, რომელმაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა - კობიაშვილმა ეს 2014 წლის თებერვალში გააკეთა.