ბოლო 4 თვეში საქართველოდან 26 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა - სამინისტრო

ატამი და ვაშლატამა

მიმდინარე წლის მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან 25.6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა ექსპორტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„2025 წლის 1 მაისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 25.6 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 31.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო ქვეყნებია:

  • რუსეთი (22.0 ათასი ტონა),
  • უკრაინა (2.4 ათასი ტონა),
  • სომხეთი (637 ტონა),
  • ბელორუსი (394 ტონა),
  • ლატვია (158 ტონა),
  • მოლდოვა (40 ტონა),
  • ყაზახეთი (18 ტონა),
  • პოლონეთი (18 ტონა).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას რაოდენობა 12%-ით (2.7 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 19%-ით (5.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.