დაფნის ექსპორტი 44%-ით შეუმცირდა - რა ჯდება 1 კგ-ის გატანა სავაჭრო ბაზრებზე

დაფნა

საქართველოს დაფნის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 44%-ით შეუმცირდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული მონაცემებიდან.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში დაფნის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 17.4 მლნ დოლარს გადააჭარბა (4 134 ტონა), შარშან კი 7.98 მლნ დოლარის ღირებულების 7 976 ტონის ექსპორტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში თითქმის 8%-ით გაიზარდა ქართული დაფნის საექსპორტო ფასი. უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, 1 კგ-ის ექსპორტო გადასახადების გარეშე შარშან 3.9 დოლარი ჯდებოდა, წელს კი 4.2 დოლარს გაუტოლდა.

ამასთანავე, მონაცემები აჩვენებს, რომ ქართული წარმოების დაფნის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ჩინეთია. წელს 9 თვის ჭრილში დაფნის ექსპორტში ჩინეთი წილი 63%-ს აღწევდა.

უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში დაფნის ექსპორტი ძირითადად შემდეგ 5 სავაჭრო ბაზარზე ხორციელდებოდა:

  • ჩინეთი - 10.9 მლნ დოლარის 2 572 ტონა;
  • რუსეთი - 4.4 მლნ დოლარის 811 ტონა;
  • უკრაინა - 852 ათასი დოლარის 216 ტონა;
  • უზბეკეთი - 255 ათასი დოლარის 303 ტონა;
  • ესპანეთი - 235 ათასი დოლარის 20 ტონა.