ეკონომიკური ზრდა - 2023 წლის ივლისი

ekonomikuri-zrda

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.5%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის საშუალო მაჩვენებელმა კი, 7.2% შეადგინა.

2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა: საფინანსო, სადაზღვევო სეგმენტში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, პროფესიულ, სამეცნიერო, ტექნიკურ სფეროებში. ამავე პერიოდში, კლებაა დამმუშავებელი და სამთო მრეწველობის დარგებში, აგრეთვე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მიმართულებით.