ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი

9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.6921ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.76 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1651 ლარი გახდა.

1.45 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6556 ლარი გახდა.ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.52 თეთრი შეადგინა.