ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

ფული

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6424 ლარი შეადგინა.  

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6441 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0017 ლარი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8432 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 7 თებერვალს შევა.